აბოლიციონისტური ლიტერატურა

აბოლიციონისტური ლიტერატურა — ლიტერატურა რომელიც XIX საუკუნის 30-60-იანი წლების აშშ-ში ზანგთა მონობის მოსპობას ქადაგებდა. პლანტატორულ სამხრეთ შტატებში ზანგების განთავისუფლებისათვის ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი თემაა ამერიკელი პოეტების ჯ. გ. უიტიერის, ჯ. რ. ლოუელის, აგრეთვე პ. უ. ლონგფელოს (ლექსების ციკლი „მონობის სიმღერები“, 1842), უ. უიტმენის (1855 წლის ბევრი ლექსი) და ტრანსცენდენტალიზმის წარმომადგენელთა შემოქმედებაში. პირველი აბოლიციონისტური რომანია რ. ჰილდრეთის „მონა ანუ ურჩი მურის მოგონებები“ (1836). აბოლიციონისტური ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებად არის მიჩნეული XIX საუკუნის ამერიკის რეალისტური პროზის თვალსაჩინო ნიმუში ჰ. ბიჩერსტოუს რომანი „ბიძია თომას ქოხი“ (1852). აბოლიციონისტური მოძრაობის ბელადები უ. ლ. გარისონი, უ. ფილიდსი, ზანგი ფ. დუგლასი, ამავე დროს შესანიშნავი პუბლიცისტები იყვნენ. აბოლიციონისტური ლიტერატურას მიაკუთვნებენ ა. ლინკოლნის პუბლიცისტურ ნაწერებსა და სიტყვებსაც.

ლიტერატურა

რედაქტირება