აბიშირა-ახუბა
აბიშირა-ახუბა (რუს. Абишира-Ахуба) — ქედი დასავლეთ კავკასიონის შემადგენლობაში. კავკასიონის გვერდითი ქედის ნაწილი მდინარე დიდ ლაბასა და მდინარე დიდ ზელენჩუკს შორის. მაქსიმალური სიმაღლე 3236 მ (მთა ჩილიკი). სიგრძე 40 კმ. აგებულია დანალექი, ნაწილობრივ ამონთხეული ქანებით და კრისტალური ფიქლებით. ფერდობებზე ფოთლოვანი ტყეებია, ზემოთ – წიწვნარი, თხემზე – სუბალპური და ალპური მდელოებია.
აბიშირა-ახუბა | |
---|---|
კოორდინატები: 43°36′34″ ჩ. გ. 41°13′21″ ა. გ. / 43.60944° ჩ. გ. 41.22250° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
უმაღლესი წერტილი | ჩილიკი |
სიმაღლე | 3236 მ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 29.