აბისალური ვაკეები

აბისალური ვაკეები — ღრმა ზღვის ვაკეები ოკეანურ ქვაბულებსა და განაპირა ზღვების ღრმულებში. გავრცელებულია ოკეანის საგებისა და გარდამავალი ზონის ფარგლებში. მორფოლოგიურად გამოყოფენ ბრტყლ და ბორცვიან აბისალურ ვაკეებს.

ბრტყელი აბისალური ვაკე

რედაქტირება

ბრტყელი აბისალური ვაკე მოსწორებული ზედაპირია, რომლის დაქანება 0,001 არ აღემატება. აქ მხოლოდ ცალკეული ვულკანური წარმოშობის მთები გვხვდება. ასეთი აბისალური ვაკეები ამოვსებულია ფაშარი ნალექებით (ფორამინიფერული და დიატომური შლამი, ხოლო პოლარულ წყლებში — გლაციალურ-ზღვიური ნალექები). მაგალითად, ჰატერასი, ბისკაისა და ანგოლის აბისალური ვაკეები ატლანტის ოკეანეში.

ბორცვიანი აბისალური ვაკე

რედაქტირება

ასეთი აბისალური ვაკის რელიეფი მეტად დანაწევრებულია. სიღრმეთა სხვაობა 500-დან 1000 მეტრამდეა. ზედაპირი დაფარულია ბორცვებითა და სერებით, ხშირია მთებიც. ფსკერზე ღრმა წყლის ნალექებია. ბორცვიანი აბისალური ვაკეები გავრცელებულია უმეტესად წყნარსა და ინდოეთის ოკეანეებში, ნაკლებად — ატლანტის ოკეანეში.

ლიტერატურა

რედაქტირება