აბილაური
აბილაური — ქართული საზამთრო ჯიშის ვაშლი. ძირითადად გავრცელებულია მესხეთში. აქვს საშუალო ზომის მოყვითალო, ლოყაწითელი ნაყოფი, მობრტყო-მომრგვალო ფორმისა, ოდნავ წახნაგოვანი, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. აბილაური იმყნობა და კარგად ხარობს ძლიერ საძირეზე. უხვად მსხმოიარეა, ცოცხლობს 100 წლამდე, მეწლეა, სოკოვან დაავადებას ვერ უძლებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭიპაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 28.
- ჭიპაშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 30.
- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: აბილაური