აბიები (ბერძნ. ῎Αβιοι, οἱ) - ჰომეროსთან დამოწმებული ერთ-ერთი პელაზგური თუ თრაკიული ტომი. ჰომეროსის და სტრაბონის მიხედვით ისინი ცხოვრობდნენ შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე. არ ქმნიდნენ ოჯახებს და თავს უძღვნიდნენ ღმერთებს.

წყაროები

რედაქტირება