ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბიგაილ პირპონტ ჯონსონი[1] (ინგლ. Abigail Pierrepont Johnson; დ. 19 დეკემბერი, 1961) — ამერიკელი მილიარდერი ბიზნესვუმენი.[2] 2014 წლიდან ამერიკული საინვესტიციო ფირმის Fidelity Investments-ის (FMR) პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი,[3] და მისი პარტნიორი კომპანია Fidelity International-ის (FIL) ქალი თავმჯდომარე. Fidelity დააფუძნა აბიგაილის ბაბუამ, Edward C. Johnson II-მა. მისი მამა, Edward C. "Ned" Johnson III FMR-ის ემერიტუს-თავმჯდომარეა. 2013 წლის მარტის მდგომარეობით, ჯონსონების ოჯახს ეკუთვნოდა კომპანიის 49%-იანი წილი, თვითონ აბიგაილს კი დაახლოებით 24.5%.[4][5]

აბიგაილ ჯონსონი
დაბადების თარიღი 24 აპრილი, 1961 (1961-04-24) (63 წლის)
ეროვნება ამერიკელი
განათლება
საქმიანობა
  • ბიზნესვუმენი
მეუღლე(ები) კრისტოფერ მაკკაუნი
შვილ(ებ)ი 2

ჯონსონი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია მსოფლიოში, მისი ქონება დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს შეადგენს. იგი უმდიდრესი ადამიანია მასაჩუსეტსის შტატში .[6]

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ჯონსონი დადიოდა Buckingham Browne and Nichols-ის კერძო სკოლაში. 1984 წელს მიენიჭა Hobart and William Smith კოლეჯის ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების ისტორიაში.[7] კონსულტანტად მუშაობის შემდეგ Booz Allen Hamilton-ში, მან დაამთავრა Harvard Business School-ის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა.[4][1][8]

ჰარვარდის ბიზნესის სკოლის დასრულებისთანავე 1988-ში, ჯონსონი შეუერთდა Fidelity Investments-ს — რომელიც მისმა ბაბუამ დააფუძნა 1946 წელს [4] — როგორც ანალიტიკოსი და პორტფოლიო მენეჯერი. 2001 წელს იგი დააწინაურეს და Fidelity-ის აქტივების მართვის პრეზედენტად დანიშნეს. 2005 წელს საცალო ვაჭრობის, სამუშაო ადგილისა და ინსტიტუციონალურ ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 2012 წელს პრეზიდენტად დანიშნეს. 2014-ში გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა, რომელსაც მისი მამა 1977 წლიდან იკავებდა,[9] 2016-ში თავმჯდომარე ქალიც გახდა.[4] 2018 წელს ჯონსონმა Fidelity-ში დანერგა კრიპტოვალუტის ინვესტირება, ინვესტორებისთვის შესაძლებელი გახდა ბიტკოინითა და ეთერიუმით ვაჭრობა.

პოლიტიკა

რედაქტირება

2016 წელს ჯონსონმა გაიღო შემოწირულობა 2,700 დოლარის ოდენობით რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯებ ბუშისთვის.[10]

ჯილდოები

რედაქტირება

ჯონსონი ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიისა და ფინანსური ბაზრების ასოციაციის დირექტორთა საბჭოს, და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრია.[11]

ჯონსონი წლებია მოწინავე ადგილს იკავებს „Forbes“-ის სიაში — „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი“:

„Forbes“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი
წელი ადგილი
2020 9[12][13]
2019 7[4]
2018 5
2017 7[14]
2016 16
2015 19
2014 34[15]
  1. 1.0 1.1 Abby Johnson Has Wedding (June 26, 1988). ციტირების თარიღი: February 24, 2011
  2. The World's Billionaires (2010): #48 Abigail Johnson (March 3, 2010). ციტირების თარიღი: February 24, 2011
  3. O'Donnell, Carl (October 13, 2014). „Abigail Johnson Replaces Father Edward As CEO Of Fidelity“. Forbes. ციტირების თარიღი: December 5, 2014.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Abigail Johnson. Forbes.
  5. Fidelity Promotes Abigail Johnson To President (May 21, 2001). ციტირების თარიღი: February 24, 2011
  6. This map shows the richest person in every state | Considerable (March 6, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 30, 2020. ციტირების თარიღი: January 26, 2021
  7. William Smith Leaders: Abigail P. Johnson '84. ციტირების თარიღი: May 4, 2015
  8. Fidelity: Here Comes Abby. ციტირების თარიღი: 2016-07-24
  9. Abigail Johnson Named CEO of Fidelity Investments en-US. ციტირების თარიღი: 2019-06-18
  10. Fidelity's Abigail Johnson maxes out donations to this presidential candidate.
  11. Greg Ryan. (Sep 6, 2019) Fidelity's Abby Johnson strikes deal to stay off stand in MIT 401(k) trial. Boston Business Journal. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021.
  12. Gross, Elana (Dec 8, 2020). „The Billionaires On The World’s 100 Most Powerful Women List 2020“. Forbes. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  13. „The Most Powerful Women in Finance“. American Banker. September 28, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 27, 2021. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  14. „World's Most Powerful Women“. Forbes (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-03-29.
  15. The World's 100 Most Powerful Women. ციტირების თარიღი: July 20, 2015