აბეშლა, აბეშლაიაასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის წარწერებში ურუმაელებთან ერთად მოხსენიებული ტომები, „ხეთების ქვეყნის ხალხი“. მათი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. ბინადრობდნენ აღმოსავლეთ მცირე აზიაში, ურუმაელების მეზობლად, რომელთაც ძალით მიიტაცეს სუბართუს (ჩრდილოეთ შუამდინარეთი) ზოგიერთი დასახლება. იმავე წარწერებში აბეშლა არის სინონიმი ტერმინისა „ქაშქაია“ („ქაშქა“), რომელიც ხეთური ლურსმული წყაროების „ქასქას“ („გასგას“) იდენტურია. აბეშლას სახელწოდებას ზოგიერთი მკვლევარი უკავშირებს მოგვიანო ხანის აფშილების (აფსილების) სახელწოდებას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გიორგაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 29.
  • Г. А. Меликишвили, «Древневосточные материалы по истории народов Закавказья», ч. 1 - Наири-Урарту, Тб., 1954
  • Г. А. Меликишвили, «К итории древней Грузии», Тб., 1959