აბესალომ ზენაიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბესალომ ზენაიშვილი (დ. 1 დეკემბერი, 1920, ჩიბათი — გ. 20 იანვარი, 1994 ) — ქართველი მეზღვაური.

აბესალომ ზენაიშვილი
დაბადების თარიღი 1 დეკემბერი, 1920
ჩიბათი, ლანჩხუთი
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1994
მოქალაქეობა სსრკ, საქართველო
საქმიანობა მეზღვაური

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი 1944 წელს.

იყო ვეშაპსარეწი გემის „სლავას“ კაპიტანი (1954), საქართველოს საოკეანო თევზსაჭერი ფლოტის ტრაილერ „შოთა რუსთაველის“ კაპიტან-დირექტორი (1961), მრავალი სხვა გემის კაპიტანი. 1988 წლიდან იყო ტანკერ „ნოდარ დუმბაძის“ კაპიტანი. ვეშაპსარეწი გემით ორჯერ შემოუარა ანტარქტიდას. მეორე მსოფლიო ომის (1939–1945) მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III. თბ., 2014. გვ.355; პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: „საქართველო საზღვაო ქვეყანაა“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება