აბდურაჰმანი (პუშტუ عبد رحمان خان; დ. 1844, ქაბული — გ. 1 ოქტომბერი, 1901, იქვე) — ავღანეთის ამირა 1880–1901 წლებში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მონაწილეობდა თავისი პაპის დოსთ მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის გამართულ შინაფეოდალურ ბრძოლებში. 1869 წელს დამარცხდა და შუა აზიას შეაფარა თავი. 1879 წელს დაბრუნდა სამშობლოში და 1880 წელს გაბატონდა ჩრდილოეთ ავღანეთში. 1880 წლის 31 ივლისს ინგლისმა აბდურაჰმანი მთალი ავღანეთის ამირად ცნო. სამაგიეროდ ავღანეთის საგარეო პოლიტიკა თავის კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო 1893 წელს ომის მუქარით აიძულა აბდურაჰმანი ავღანეთის აღმოსავლეთ საზღვრად ეგრეთ წოდებული „დიურანდის ხაზი“ ეცნო. ამან ავღანეთს ავღანთა მრავალრიცხოვანი ტომებით დასახლებული ტერიტორია ჩამოაცილა. აბდურაჰმანი ზრუნავდა ქვეყნის ეკონომიკური ძლიერებისათვის, ებრძოდა ფეოდალურ სეპარატიზმს, შემოიღო ერთიანი სამონეტო სისტემა.

ლიტერატურა

რედაქტირება