აბდულ მუჰსინ ალ-სადუნი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბდულ მუჰსინ ალ-სადუნი (არაბ. عبد المحسن السعدون; დ. 1879 – გ. 13 ნოემბერი, 1929) — ერაყელი პოლიტიკოსი, რომელსაც 1922 წლიდან 1929 წლებში ოთხჯერ ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

აბდულ მუჰსინ ალ-სადუნი
არაბ. عبد المحسن السعدون
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1879(1879-05-02)
დაბადების ადგილი ნასირია
გარდაცვალების თარიღი 13 ნოემბერი, 1929(1929-11-13) (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაღდადი
მოქალაქეობა ერაყი
განათლება Turkish Military Academy

ბიოგრაფია

რედაქტირება

აბდულ მუჰსინ ალ-სადუნი წარმოშობით იყო ოჯახიდან, რომელიც წარმოადგენდა სადუნების საგვარეულოს. ეს საგვარეულო იყო ყველაზე მძლავრი ტომი მუნთაფიქის კონფედერაციაში. XIX საუკუნის შუახანებში ოსმალეთის იმპერიამ ხელი შეუწყო დაპირისპირებებს ხელისუფლების მფლობელ სადუნების მეთაურებს შორის, რამაც გამოიწვია ტომის განადგურება და გაყოფა. 1871 წელს ოსმალეთის იმპერიის დიდმა ვეზირმა მინდათ-ფაშამ საბოლოოდ დაყო ტომის მეთაურები ორ ჯგუფად: ოსმალთა მომხრეები და მათი მოწინააღმდეგეები. ზოგიერთ მეთაურს შესთავაზა მუდმივი საკუთრება ტომობრივი მიწების შესახებ, როდესაც ადრე მათ მხოლოდ ხარკის აღება შეეძლოთ ამ მიწებზე გლახებისაგან. შედეგად ტომის მეთაურები ძალიან გამდიდრდნენ, ტომის დანარჩენი ნაწილი მოიჯარე ფერმერებად გადააქციეს მათი ექსპლუატაციის მიზნით.[1]

მას მერე, რაც გაერთიანებულმა სამეფომ სამართავად აიღო ერაყი ოსმალებისგან პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იგი იყენებდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ უპირატესობებს ტომის ლიდერების მიმართ, რათა წაეხალისებინა ისინი, მათ ემოქმედათ ისე, რომ ეს დახმარებოდა ერაყში ბრიტანეთის ეკონომიკურ ინტერესებს. ალ-სადუნი იყო ერთ-ერთი ისეთი, ვინც მუდმივად იკავებდა საპარლამენტო ადგილებს ამ გარიგების სანაცვლოდ. საინტერესოა, რომ ამ დროს ბევრ ტომის ლიდერის ჰქონდა პროვინციული შეხედულებები, მაგრამ ალ-სადუნი გამორჩეული იყო, რადგან იგი იყო სეიდი (მუჰამედის შთამომავალი). მან განათლება მიიღო სტამბოლის სამხედრო აკადემიაში. ალ-სადუნი მსახურობდა სამხედრო ოფიცრად ქვეყნაში, მაშინ როდესაც იგი ოსმალეთის კონტროლის ქვეშ იყო, სულთან აბდულჰამიდ II-ის თანაშემწედ და ოსმალეთის პარლამენტის წევრად ათი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა ერაყში და დაიწყო გავლენიანი პოლიტიკოსის კარიერა.[2]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ალ-სადუნი იყო გამჭრიახი პოლიტიკოსი თავისი ტომობრივი და ბრიტანული კავშირებით, რაც ცხადად გამოჩნდა მისი კონტროლით პარლამენტის ალიანსზე, რომელიც ცნობილია როგორც „პროგრესივები“.[1] ამან ის მეფე ფეისალის ერთ-ერთ ყველაზე მწარე მეტოქედ აქცია, რადგან იგი ხშირად მოქმედებდა როგორც ბრიტანეთის ინსტრუმენტი ერაყის საქმეებში. 1923 წელს მან ჩაახშო შიიტური მოძრაობა, რომელიც არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდა. იგი იყო დამფუძნებელი ასამბლეის პრეზიდენტი 1924 წელს. შემდეგ, 1926 წელს, მისი უშუალო მცდელობებით ერაყსა და დიდ ბრიტანეთს შორის დაიდო არათანაბარი, ოცდახუთწლიანი „ფინანსური და სამხედრო შეთანხმება“.[1]

იგი აირჩიეს დეპუტატთა პალატის პრეზიდენტად 1926-1928 წლებში და 1929 წელს.[3][4]

პრემიერ-მინისტრად მისი მესამე ვადის განმავლობაში, ალ-სადუნი ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანკარის ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც ერაყი დაპირდა თურქეთს, რომ მოსულის ნავთობის საბადოებიდან გადაუხდიდა მისი შემოსავლების 10 %-ს თუკი თურქეთი ამ ტერიტორიას ერაყის კონტროლში გადასვლაზე დასთანხმდებოდა. 1928 წლის დეკემბრისთვის ხალხის პროტესტი ერაყზე ბრიტანეთის ბატონობის გამო უფრო გაძლიერდა და ალ-სადუნმა დაიწყო მეფე ფეისალის მოთხოვნების მხარდაჭერა მეტი ავტონომიის შესახებ. 1929 წლის იანვარში პროტესტის ნიშნად გადადგა.[1]

გარდაცვალება

რედაქტირება

1929 წლის 13 ნოემბერს, პრემიერის თანამდებობაზე მეოთხე ვადით ყოფნის დროს, ალ-სადუნი გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად. მან შვილს წერილი დაუტოვა, რომელშიც ნათქვამია: „მოთმინებით განვიცადე ყველა შესაძლო შეურაცხყოფა და ზიზღი“.[5]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

მისი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, ქუჩას სადაც ის მოკლეს, ოფიციალურად ეწოდა „ალ-სადუნის ქუჩა“ და ქუჩაში დადგეს მისთვის მიძღვნილი ბრინჯაოს ქანდაკება.[6]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Batatu, Hanna (1978). The Old Social Classes and the Revolutionary Movements of Iraq. Princeton University Press. ISBN 0691052417. 
  2. Suwaydi, Tawfiq (1987). وجوه عراقية عبر التاريخ (Arabic). Riyadh al-Rayyis Publishers. ISBN 9781869844431. 
  3. Report by His Britannic Majesty's Government to the Council of the League of Nations on the Administration of Iraq. Colonial Office (1926).
  4. Report by His Britannic Majesty's Government to the Council of the League of Nations on the Administration of Iraq. Colonial Office (1929).
  5. Sinderson, Sir Harry Chapman (1973). Ten Thousand and One Nights: Memories of Iraq's Sherifian Dynasty. Hodder and Stoughton Press. ISBN 9780340176184. 
  6. Limited, Elaph Publishing. (2008-02-11) شارع السعدون شجرة الحزن تمطر مواويل بكاء ar. ციტირების თარიღი: 2023-09-16