აბდულ აზიზ შარიფოვი
აბდულ აზიზ შარიფოვი (დ. 28 მარტი, 1895, ნახიჩევანი — გ. 1 ივნისი, 1988) — აზერბაიჯანელი მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი.
აბდულ აზიზ შარიფოვი |
---|
ბიოგრაფია
რედაქტირებადაწყებითი განათლება ნახჭევანში მიიღო. მოგვიანებით სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გადავიდა. თბილისში ცხოვრებისას, დაუახლოვდა აზერბაიჯანელ მწერალთა წრეს, მათ შორის ჯ. მამედკულიზადეს, ა. ახვედროვსა და სხვებს. 1910 წელს, სატირულ ჟურნალში „მოლლა ნასრედდინი“ გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწერები. 1915-1917 წლებში სწავლობდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. აქტიურად მუშაობდა განათლებისა და კულტურის მიმართულებით.
1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში აზერბაიჯანელთათვის განკუთვნილი ადგილით გახდა პარლამენტის წევრი. 1920 წლის მაისში თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა ბორჩალოს მუსლიმთა ყრილობაზე. ქართული დემოკრატიის საქებარ წერილს უგზავნიდა ნ. ჟორდანიას აგზავნილ წერილში ხოტბას ასხამდა ქართულ დემოკრატიას და მტერთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებდა. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ აქტიურად ებრძოდა საბჭოთა რეჟიმს. 1921 წელს დააპატიმრეს 2 წლით, მაგრამ ნარიმანოვმა ჩაერია და მალევე გაათავისუფლეს.
1943 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. შემდეგ დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.რუსულ ენაზე თარგმნა ახვერდოვისა და სხვა აზერბაიჯანელი მწერლების ნაწარმოებები. კარგად ფლობდა ქართულ ენას და აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ე. ნინოშვილისა და ნ. მიწიშვილის მოთხრობები. 1962 წლიდან ასწავლიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის ხალხების ლიტერატურისა და ისტორიის საკითხებზე. აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე იყო და „ჰუმეტის“ - აზერბაიჯანული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 480.