აბგა — პატარა ნივთების ჩასალაგებელი, მხარიღლივ გადასაკიდი ჩანთა (შალის, აბრეშუმის, ტილოს ან ტყავის). აბგით დაჰქონდათ ხელნაწერი წიგნები და გრაგნილები, საგზალი, ხელსაქმე და სხვა. დასტაქრები აბგაში აწყობდნენ სამკურნალო იარაღებსა და წამლებს. „აბგის წამლებს“ წვრილი ვაჭრებიც დაატარებდნენ სოფლებში გასაყიდად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯალაბაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 26.
  • გ. ჯალაბაძე, „დასურათებული ლექსიკონი“, 2008.
  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აბგა&oldid=3848871“-დან