ნიკოლოზ აბაშიძე-ფინეზიშვილი
(გადამისამართდა გვერდიდან აბაშიძე-ფინეზიშვილი, ნიკოლოზ)
ნიკოლოზ როსტომის ძე აბაშიძე-ფინეზიშვილი — იმერეთის აჯანყების (1819-1820) აქტიური მონაწილე. 1819 ფარულად გაემგზავრა ახალციხის ფაშასთან და აჯანყებულთათვის თოფ-იარაღი ჩამოიტანა. 1820 თავი შეაფარა გურიას, სადაც მონაწილეობა მიიღო პოლკოვნიკ პუზირევსკის რაზმთან შეტაკებაში. შემდეგ ახალციხეში გაიხიზნა. რუსეთის მთავრობამ მამული ჩამოართვა, ოჯახი კი რუსეთში გადაუსახლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 21.
- სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 26.
- Махарадзе Н., Восстание в Имеретии 1819-1820 гг., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის», 1942, ნაკვ. 3.