იასონ აბაშიძე

(გადამისამართდა გვერდიდან აბაშიძე, იასონ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

იასონ ლევანის ძე აბაშიძე (დ. 28 მარტი (10 აპრილი), 1904, სოფ. ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი — გ. 5 თებერვალი, 1990, თბილისი) — ქართველი მეტყევე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1928 წელს დაამთავრა თსუ აგრონომიული ფაკულტეტის სატყეო განყოფილება. 1960–1982 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობისა და დენდროლოგიის კათედრის გამგე. დაამუშავა საქართველოს ტყის კულტურების განვითარების, დენდროლოგიისა და მთიან ადგილებში სატყეო მეურნეობის წარმოების საკითხები.

აბაშიძე იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1959), საქართველოს სსრ დამსახურებული მოღვაწე (1964), სკკპ-ს წევრი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება