აბაშის მუნიციპალიტეტის დროშა
(გადამისამართდა გვერდიდან აბაშის დროშა)
აბაშის მუნიციპალიტეტის დროშა – აბაშის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. დროშის და გერბის ავტორია დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა. [წყარო არ არის მითითებული 1395 დღე] აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა დამტკიცებულია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის #91 განკარგულებით.
აბაშის მუნიციპალიტეტის დროშა | |
---|---|
მიღებულია | დამტკიცებულია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №91 დადგენილებით, 24 სექტემბერი, 2010 წ. |
პროპორცია | 2:3 |
სიმბოლიკა | წითელი ქართული ჯვარი |
აღწერილობა
რედაქტირებადროშა ვერტიკალურადაა დაყოფილი სამ ნაწილად დროშის პროპორციაა 2/3.
- I ნაწილი უჭირავს დროშის სიგანეს 3/5 და წარმოადგენს თეთრ ველს, რომლის ცენტრში გამოსახულია წითელი ქართული ჯვარი
- II ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს (უჭირავს დროშის სიგანის 1/5)
- III ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს (უჭირავს დროშის სიგანის 1/5)
აბაშის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს ვერტიკალურად გამოსახულ ფერებს, რომელთაგან თითოეულს საკუთარი მნიშვნელობა გააჩნია:
- ლურჯი ფერი სიმბოლოა სიდარბაისლის, სიდინჯის, კეთილშობილებისა და სიკეთისა.
- მწვანე ფერი არის მოზეიმე ფერი, კეთილი მომავლის და სიცოცხლის გაგრძელებისა.
- თეთრ ფონზე წითელი ჯვარი სიმბოლოა წმინდა გიორგისა. აბაშის მუნიციპალიტეტი ძველთაგან სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.
აბაშის გამგეობის განკარგულებაში ასევე ასახულია, რომ „აბაშის დროშაზე და გერბზე ასახულია ჩვენი მუნიციპალიტეტის წარსული, აწმყო და მომავლის კეთილი ხედვა.“