აბაშევოს კულტურაბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურა, გავრცელებული ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში ვოლგისპირეთის ტყე-სტეპისა და ტყის ზონაში, თანამედროვე მარეთის, ჩუვაშეთისა და ბაშკირეთის, აგრეთვე სამხრეთ ურალისპირეთის ტერიტორიაზე. 1925 წელს სოფელ აბაშევოს ყორღანები პირველად შეისწავლა ვ. სმოლინმა, სამარხებში აღმოჩნდა გეომეტრიული ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი, სპილენძისა და ვერცხლის სამკაული, ქვის, ძვლისა და სპილენძის იარაღი. აბაშევოს კულტურის ტომები მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, ნადირობას, თევზჭერას, სპილენძის დამშავებას. აბაშევოს კულტურის ტომების ნასოფლარები ჯერჯერობით მხოლოდ ურალისპირეთშია აღმოჩენილი. ზოგი მკვლევარის აზრით, აბაშევოს კულტურა ისე როგორც, ფატიანოვოს კულტურა, წარმოშობით შუა დნეპრისპირეთის კულტურას უკავშირდება.

ლიტერატურა

რედაქტირება