აბას მირზას მეჩეთი
აბას მირზას მეჩეთი (სომხ. Աբաս Միրզայի մզկիթ, სპარს. مسجد عباس میرزا, აზერ. Abbas Mirzə məscidi) — ისლამის შიიტური მიმართულების მეჩეთი ერევანში, რომელიც აშენებული იყო XIX საუკუნეში აბას მირზა კოვანლი-ყაჯარის მიერ. მეჩეთის ფასადი მოპირკეთებული იყო მწვანე და ლურჯი შუშით, სპარსული სტილის გადმოცემით. ერევნის რუსების მიერ დაპყრობის შემდეგ, მეჩეთი გადააქციეს ყაზარმად.[1] საბჭოთა პერიოდში მეჩეთი, ისევე როგორც სხვა რელიგიური ნაგებობები მიატოვეს და დღემდე მოაღწია მხოლოდ მეჩეთის ერთმა კედელმა.