ლადო გუდიაშვილის მოედანი

(გადამისამართდა გვერდიდან აბას-აბადის მოედანი)

ლადო გუდიაშვილის მოედანი — ისტორიული მოედანი თბილისში. მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედანის მახლობლად; ლერმონტოვის, ბ. ახოსპირელის, გია აბესაძის, აბო თბილელისა და სხვა ქუჩების შესაყარზე. მოედნის გეგმა შუა საუკუნეებიდანაა შემორჩენილი, შენობათა ანსამბლი კი XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნეს მიეკუთვნება.

გვიან შუა საუკუნეებში მოედანს „ბეჯანას ბაღი“ ერქვა. 1828 წლამდე ხალხი მას მოღნისის (მოღნის, იგივე მოღნინის) სახელს უწოდებდა მოედნის ახლოს მდგარი ღვთისმშობლის სომხური ეკლესიის პატივსაცემად. XIX საუკუნეში ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის კავკასიური სამფლობელოების ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იყო მეფისნაცვლისა და ჯარის სარდლობის ადგილსამყოფელი. 1827 წ. აბას-აბადის მოედანი ეწოდა გენ. პასკევიჩის მიერ ირანის ამავე სახელწოდების ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად. აქ ერთ დროს რუსების ჯარის ჰაუპტვახტი იყო, სადაც 1838 წელს ღამე გაუთევია პოეტ მიხეილ ლერმონტოვს. 1923 წელს მოედანს ბოლშევიკი სტეფანე ალავერდოვის (ალავერდიანის) სახელი უწოდეს. ლადო გუდიაშვილის სახელი მოედანს 1988 წელს მიენიჭა.

ცისფერი სახლი

რედაქტირება

მოედნის გარშემო 11 შენობა დგას, რომელთაგან 9 ისტორიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფო იცავს. გამორჩეულია მოედნისა და ლერმონტოვის ქუჩის კუთხეში მდგომი სახლი, ე.წ. გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქცია. სწორედ ამ შენობაში იყო განთავსებული რუსული არმიის შტაბი, ჰაუპტვახტი და ოფიცერთა სასტუმრო. შენობა აგრეთვე „ცისფერი სახლის“ სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ ფაქტის გამო მიენიჭა მოედნიდან სოლოლაკისკენ აღმა მიმავალ ქუჩას ლერმონტოვის სახელი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება