აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 22)

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.

აბასთუმნის შესასვლელში, მდინარე ოცხეს მარცხენა ნაპირას რუსთაველის ქუჩის მოკლე განშტოებაა. კურორტის ეს ნაწილი საკმაოდ სახეცვლილია XX საუკუნის არაღიარებული და რიგ შემთხვევაში შეუსაბამო მაღალსართულიანი კორპუსებით. საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი შენობა მთის ციცაბო კალთის პირას არის განლაგებული, მთავარი ფასადი კი, მდინარე ოცხესკენ არის მიმართული. სწორკუთხა, გეგმაში თითქმის ოთხკუთხა, ორსართულიანი სახლი ფლეთილი, უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები, შენობის კუთხეებისა და გვერდითა ფასადებში გაჭრილი სარკმლების მოჩარჩოებაში გამოყენებული კვადრები, კი უფრო მეტადაა დამუშავებული, რითაც მშენებელს დეკორატიულობის ელემენტი შემოაქვს, ამასვე ემსახურება ღიობების მოჩარჩოებაში სხვადასხვა ზომის ქვებით შექმნილი წყობა. მთავარი ფასადი გალერეა-აივნების სისტემით არის მოცული. მეორე სართულზე გალერეა შემინულია, პირველზე ამოშენებული და ცემენტის ხსნარით შელესილი. სახლის გვერდით ფასადზე ერთსართულიანი, უსახო მიშენებებია, განსაკუთრებით თვალშისაცემია ხის შეფიცრული კიბე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20145