აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 9)

არქიტექტურული ძეგლი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში. ხის ელემენტებით უხვად დეკორირებული შენობებისგან მკაცრი საფასადე დეკორით გამოირჩევა. ერთსართულიანი, მართკუთხა გეგმარების მქონე შენობა რელიგიური დანიშნულების - კერძოდ კი მეჩეთი ყოფილა. სახლის ძირითადი ნაწილი ოდნავ უფრო მაღალია და წახნაგოვანი აფსიდით აქცენტრირებული. ფალიაშვილის ქუჩაზე შენობა გრძელი ფასადით გამოდის, სადაც ყურადღებას თაღოვანი გადახურვით დასრულებული სამწახნაგა შვერილი მოცულობა იქცევს, რომელზეც სამი, სიმეტრიულად განთავსებული ღიობია გაჭრილი. კედლის სიბრტყე თავდაპირველად შეულესავი იყო. მთავარი ფასადის მხრიდან, შვერილ მოცულობასა და მისგან მარჯვნივ არსებულ, უკან დაწეულ ფლიგელს შორის წარმოქნილი უბე ქვის ცოკოლით არის შევსებული, სადაც აივანი უნდა ყოფილიყო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6299