აბანოს კოლექცია
აბანოს კოლექცია — ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოში აღმოჩენილი ნივთების ჯგუფი, რომელიც გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას განეკუთვნება და დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშია სახელობის მუზეუმში.
კოლექცია შემთხვევით აღმოჩნდა სოფელ აბანოში 1961 წელს. მომდინარეობს სამარხიდან. მასში შედის ბრინჯაოს ნივთები, რომლებიც ძვ.წ. XIII-XII საუკუნეებით თარიღდება: მასრაგახსნილი შუბისპირები, ფოთლისებური სატევრის გვიანი ვარიანტი, სატევრის ტარის ნაწილი და კოლხური ტიპის ცული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აბანოს კოლექცია დაარქივებული 2020-01-29 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ელექტრონული ენციკლოპედია (ძვ.წ. III-I ათასწლეულები). ნანახია 29 იანვარი, 2020.