აბანოსხევის სახელოსნო უბანი

არქეოლოგიური ძეგლი

აბანოსხევის სახელოსნო უბანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მაღრანის ქედის დასავლეთ კალთაზე. თარიღდება შუა საუკუნეებით.

1986 წელს გაითხარა ისტორიის, არქეოლოოგისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აღმმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ. სახელოსნო უბანში სათავსების მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. პირველ თხრილში გამოვლინდა სიპი ქვით ამოშენებული თონე, სამზარეულო და სამეურნეო დანიშნულების კერამიკა, მეორე თხრილში - ხის ძელებიანი სათავსის ნაწილი. სათავსის შუაში გაითხარა ორმო, რომელშიც აღმოჩნდა დანახშირებული ხის ნარჩენები, რკინის წიდა, თიხის ჭურჭელი და კრამიტი.არქეოლოგიური მასალა ინახება აკც - ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა

რედაქტირება