აბანოსხევის პირველი ნამოსახლარი და სამაროვანი
აბანოსხევის პირველი ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ აბანოსხევიდან სამხრეთით, 100 მეტრზე, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე.
ძეგლი მრავალფეროვანია. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით V ათასწლეულის II ნახევრით.ქვედა ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის ფენა, რომელიც მიწის ზედაპირდან 2 მეტრ სიმღრმეზე გამოვლინდა, შიცავდა თიხის ჭურჭლის ნატეხებს, ობსიდიანისა და კაჟის იარაღებს, სპილენძის სადგისს და ცხოველთა ძეგლებს. მომდევნო, მტკვარ-არაქსის ხანის ნამოსახლარი ქვედასგან გამოყოფილია 1 მეტრი სისქის თიხნარით. აქ წრიულ ორმოებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ხელსაფქვავის ქვები, ცხოველთა ძვლები და ბრინჯაოს სადგისი. ნამოსახლარზე გაიწმინდა ჩვილ ბავშვთა ოთხი ორმოსამარხი. მტკვარ-არაქსის ხანის ნამოსახლარს ფარავდა ბედეური კულტურის ყორღანული სამარხი, რომელიც მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის დასასრულს. ყორღანის ქვატრილში გამოიკვეთა ლურჯი ქვებისაგან შედგენილი წრიული სარტყელი, ცენტრში - ორმოსამარხი.ყორღანში აღმოჩნდა არეული ძვლები, თიხის ჭურჭელი,ბრტყელ ყუნწიანი ბრინჯაოს სატევარი, ოქროს, სარდოინისა და პასტის მძივები, ქვის როდინი , ობსიდიანის ანატკეცი და წვრილფეხა საქონლის ჩონჩხი. ბედენური ყორღანის ქვაყრილის ზედაპირზე გამართუილი იყო სამარხი, რომელშიც ესვენა მოკრუნჩხული მიცვალებული.სამარხში აღმოჩნდა ყუნწიანი რკინის დანა, ბრინჯაოს ორ ფრთიანი ისრის პირი და სალესი ქვა. სამაროვანზე გაიწმინდა აგრეთვე III-IV საუკუნის ორმო, რომელიც ავსებული იყო ქვებით,სასუფრე ჭურჭლის და კრამიტის ნატეხებით.არქეოლოგიური მასალა ინხება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზასა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიქოვანი გ., ლომიძე ც., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 197.