აბაის სტეპი
აბაის სტეპი (რუს. Абайская степь) — ტექტონიკური ღრმული, ცენტრალურ ალთაიში, თერექთისა და ხოლზუნის ქედებს შორის. ზღვის დონიდან მისი მდებარეობა დაახლოებით 1100 მ, სიგრძე 25 კმ, სიგანე — 6-9 კმ-ია. აბაის სტეპზე მიედინება მდინარეები კოქსა და აბაი. დაფარულია სტეპის მცენარეულობით. ნიადაგი შავმიწა, დიდი ნაწილი სახნავ-სათესია, არის საძოვრებიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 12.