ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს ინგლისს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს ფეხბურთის ასოციაცია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილი ნაკრებების უმეტესობა სუვერენულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, გაერთიანებულ სამეფოს ოთხი წარმომადგენელი ჰყავს საერთაშორისო არენაზე.

ინგლისი
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი The Three Lions (სამი ლომი)
ასოციაცია ფეხბურთის ასოციაცია
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ინგლისის დროშა გარეთ საუთგეიტი
ყველაზე მეტი კეპი პიტერ შილტონი (125)
ბომბარდირი ჰარი კეინი (59)
ფიფა-ს კოდი ENG
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 0 - 0 ინგლისი ინგლისის დროშა
(პატრიკი, შოტლანდია; 30 ნოემბერი, 1872)
უდიდესი გამარჯვება
ირლანდია 0 - 13 ინგლისი ინგლისის დროშა
(ბელფასტი, ჩრდ. ირლანდია; 18 თებერვალი, 1882)
უდიდესი დამარცხება
უნგრეთი 7 - 1 ინგლისი ინგლისის დროშა
(ბუდაპეშტი, უნგრეთი; 23 მაისი, 1954)
გამოსვლა (პირველად [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1950|1950]])
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1966
გამოსვლა (პირველად 1968)
საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი, 1968,
ნახევარფინალი 1996

ინგლისი იმ შვიდ ნაკრებთაგანია, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს მოხდა 1966 წელს, როდესაც ინგლისი მასპინძლობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს. მათ ფინალური მატჩის დამატებით დროში 4–2 დაამარცხეს დასავლეთ გერმანიის ნაკრები. ინგლისს, საფრანგეთის მსგავსად მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული მსოფლიო პირველობა.მას შემდეგ ინგლისელტა საუკეთესო გამოსვლა იყო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც მათ ნახევარფინალში პენალტებით წააგეს გერმანიასთან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინგლისი მაინც დარჩა მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ გუნდად, რომელიც ფიფასა და ELo–ს რეიტინგის ათეულიდან იშვიათადაა ჩამოქვეითებული. ინგლისმა ასევე გააღწია 1968 და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში. ბრიტანულ გუნდებს შორის ინგლისი ყველაზე წარმატებული ნაკრებია 54 მოგებით, 1984 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნამდე.

ტრადიციულად, ინგლისელთა უდიდესი მეტოქეა შოტლანდია, რომელთანაც 1870 წელს პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. შოტლანდიასთან რეგულარული შეხვედრები 80–იანი წლიების ბოლოს დასრულდა, სხვა მეტოქეები კი უფრო ცნობილი გუნდები გახდნენ. განსაკუთრებული შემთხვევებით იყო აღსავსე არგენტინასთან და გერმანიასთან მატჩები. ინგლისის ნაკრების საშინაო სტადიონი არის უემბლი.

ისტორია რედაქტირება

ინგლისის ნაკრები მსოფლიოში ყველაზე ძველი ნაკრებია, რომელიც ჩამოყალიბდა შოტლანდიასთან ერთად. ინგლისსა და შოტლანდიას შორის გაცნობითი ხასიათის მატჩი გაიმართა 1870 წლის 5 მარტს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო შემდეგი შეხვედრა, 1872 წლის 30 ნოემბერს, შოტლანდიის ნაკრების წარმომადგენელთა ორგანიზებით გაიმართა. ცალ–ცალკე დაკომპლექტებულ ამ ორი ნაკრებისთვის ეს მატჩი, შოტლანდიის ჰემილტონ ქრესსენტის სტადიონზე, იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა. აქ უფრო მეტი სამუშაო იქნა გაწეული, ვიდრე წინა, 1870 წლის თამაშზე. მომდევნო 40 წლის მანძილზე ინგლისელი ფეხბურთელები ექსკლუზიურად მხოლოდ მშობლიურ გუნდებთან :შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და უელსთან თამაშობდნენ. ეს მატჩები 1883–1984 წლებში ბრიტანეთის შიდა ჩემპიონატის ეგიდით იმართებოდა.

ლონდონის უემბლის სტადიონის გახსნამდე ინგლისის ნაკრებს არ ჰქონდა მუდმივი სამასპინძლო მოედანი. 1906 წელს ინგლისი ფიფაში გაწევრიანდა, ხოლო 1908 წელს ბრიტანეთს გასცდა. ამ ორი ნაკრებს(ინგლისსა და შოტლანდიას) შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, 1928 წელს ბრიტანელები ფიფადან გამოაძევეს, 1946 წელს კი ხელახლა გაწევრიანდნენ. შედეგად ინგლისს მონაწილეობა არ მიუღია 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, აქ კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან 1–0 წააგეს და პირველ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგეს.

1947 წელს მწვრთნელად უოლტერ უინტერბოტომი დაინიშნა, რომელიც 1963 წლამდე წვრთნიდა გუნდს. ისტორიაში ინგლისმა პირველი საშინაო წაგება 1949 წლის 21 სექტემბერს, ლივერპულის გუდისონ პარკზე, გაერთიანებული სამეფოს არაწევრ ირლანდიასთან იგემა – 2:0, ხოლო 1953 წელს უნგრეთთან 6–3 წაგება იყო ინგლისის პირველი წაგება გაერთიანებული სამეფოს არაწევრთან უკვე უემბლის სტადიონზე. განმეორებითი მატჩი ბუდაპეშტში შედგა, სადაც უნგრელებმა 7–1 დაამარცხეს მეტოქე. ეს შეხვედრა კი ინგლისის ნაკრების ისტორიაში უდიდეს მარცხად მიიჩნევა. ინგლისელთაგან ერთადერთი გოლი ივორ ბროუდისმა გაიტანა. თამაშის შემდეგ შეცბუნებულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა სიდ ოუენმა განაცხადა: "ეს იყო უცხოპლანეტელებივით თამაში".

1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სიდ ოუენმა ორი გოლი გაიტანა და პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი გოლის გატანა მოახერხა: ბროუდმა და ნეტ ლოფთჰაუზმა, ერთად ბელგიასთან სანახაობრივ ფრეში გაიტანეს ორ–ორი გოლი. მეოთხედფინალში გასულმა ინგლისმა პირველად წააგო ურუგვაისთან და ასპარეზობას გამოეთიშა. ინგლისმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა სხვა ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა.

1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისი ჯგუფში ჩარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მწვრთნელად უოლტერ ვინთერბოთომი დაინიშნა, 1963 წელს ელფ რამსის დანიშვნამდე გუნდი კვლავ კომიტეტმა ჩაიბარა. რამსის ხელმძღვანელობით ინგლისმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამატებით დროში დაამარცხა დასავლეთ გერმანიის ნაკრები–4:2, ჯოფ ჰარსთმა კი ჰეთ–თრიკი შეასრულა. ეს ტურნირი ინგლისში გაიმართა. თუმცა ერთი წლის შემდეგ ინგლისელებმა თავიანთ მოსისხლე მტერ შოტლანდიასთან უემბლიზე ანგარიშით 3:2 წააგეს. ინგლისის ეროვნული ნაკრები 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა როგორც მოქმედი ჩემპიონი, სადაც მეოთხედფინალში გააღწია, მაგრამ დასავლეთ–გერმანელებთან მარცხი იწვნია. იგებდა რა 2:0–ს, საბოლოოდ დამატებით დროში 3:2 დამარცხდა. 1974 და 1978 წლებში ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატების მიღმა დარჩა, 1982 წელს რონ გრინვუდის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან წაგების გარეშე გამოეთიშა. ბობი რობსონის ხელში ინგლისის ეროვნული გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა, რადგანაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდა, ოთხი წლის შემდეგ კი მე–4 ადგილი დაიკავა. ეს იყო ერთადერთი პერიოდი, როდესაც ინგლისმა უცხო ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალიდან გააღწია.

1990 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდა. პიტერ შილტონის მიერ გაშვებული კურიოზული გოლის წყალობით გერმანელებმა ანგარიში გახსნეს, თამაშის მსვლელობისას ინგლისს არ დაუდეს თერთმეტმეტრიანი როდესაც მცველებმა გარი ლინეკერი საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს. ამის შემდეგ მოედნიდან გააგდეს ახალგაზრდა პოლ გასქოინი. მე-80 წუთზე ლინეკერმა ანგარიში გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანების სერიაში სტიუარტ პირსმა და კრის უოდლიმ გააფუჭეს პენალტები და გერმანია ფინალში გავიდა.

1990-იან წლებში ინგლისის ნაკრებმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, ოთხივე ძალიან მოკლე ხნით. ბობი რობსონი გრეჰემ ტეილორმა შეცვალა, მაგრამ 1994 წლის შესარჩევი ციკლის კრახით დასრულების შემდეგ დატოვა დაკავებული თანამდებობა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი ინგლისში გაიმართა, შესარჩევ ციკლში ნაკრებს ტერი ვენეიბლზი გაუძღვა და ინგლისს ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი - ნახევარფინალი აჩვენებინა. მაგრამ თანამდებობა დატოვა ფინანსურ მაქინაციებში მხილების გამო, ხოლო მისმა შემცვლელმა გლენ ჰოდლიმაც მალე დატოვა პოსტი არასაფეხბურთო მიზეზების გამო. ეს მოხდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ინგლისელები მერვედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. ჰადლის წასვლის შემდეგ ნაკრები კევინ კიგანმა ჩაიბარა, მაგრამ მანაც წინამორბედების ბედი გაიზიარა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე არასასურველი შედეგის გამო.

2001-2006 წლებში ინგლისის ნაკრები სვეენ გორან ერიქსონმა ჩაიბარა. იგი პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო. მისი პირადი ცხოვრების გამოპრესასთან მომხდარი უთანხმოების გამო ერიქსონი მაინც ინგლისელი ფანების ფავორიტი იყო.ინგლისმა კარგად ითამაშა ორივე მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო-2004-ზე,2006 წლის მუნდიალის დროს კი FIFA-ს რეიტინგში მე-4 ადგილი ეკავა. 2006 წელს კი მისი ორწლიანი კონტრაქტი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან,რომელიც მოიცავდა ასევე ევრო 2008-ს, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გამო შეწყდა.

მის ნაცვლად კი სტივ მაკლარენი დაინიშნა.მისი ხანა ნაკლები წარმატებით გამოირჩა-ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.იგი 2007 წლის 22 ნოემბერს თანამდებობიდან გადააყენეს და ნაკრების არსებობის მანძილზე ყველაზე ხანმოკლე მწვრთნელად დარჩა.მაკლარენი ფაბიო კაპელომ ჩაანაცვლა. იტალიელი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონის შენდეგ მეორე უცხოელი მწვრთნელი გახდა.მან პირველი თამაში 2008 წლის 6 თებერვალს შვეიცარიის ნაკრებთან ჩაატარა, რომელიც ინგლისელებმა 2-1 მოიგეს. კაპელომ შემდგომშიც მიაღწია წარმატებას - 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 10-იდან 9 თამაში მოიგო და ვადაზე ადრე მოიპოვა დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება. ჩემპიონატის წინ გუნდს დააკლდა კაპიტანი და დაცვის ცენტრი რიო ფერდინანდი. ინგლისმა ჯგუფში ფრედ 0-0 ითამაშა ალჟირთან, დაიკავა მეორე ადგილი და მერვედფინალში გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით 1-4. მატჩში, 2-1 ანგარიშის დროს გოლი არ ჩაუთვალეს ფრენკ ლემპარდს.

კაპელოს ინგლისმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, 2012 წლის დასაწყისში კაპელო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ევრო 2012-ზე გუნდს როი ჰოჯსონი გაუძღვა. ინგლისმა მეოთხედფინალს მიაღწია და იქ პენალტების სერიაში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან. ჰოჯსონის გუნდმა წააგო პირველი ორი მატჩი 2014 წლის მსოფლიო თასზე იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებთან და ვერ გადალახა ჯგუფური ეტაპი.

სტადიონი რედაქტირება

არსებობის მანძილზე პირველი 50 წლის მანძილზე ინგლისის ნაკრები საშინაო თამაშებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებდა.საფეხბურთო კლუბების სტადიონებზე გადასვლამდე ინგლისელები კრიკეტის მოედნებზე თამაშობდნენ.ინგლისმა უემბლის სტადიონზე პირველი მატჩი 1924 წელს, შოტლანდიასთან გამართა, მომდევნო 27 წლის მანძილზე ეს სტადიონი მხოლოდ შოტლანდიელთა წინააღმდეგ თამაშისთვის გამოიყენებოდა.

უემბლის სტადიონი მდებარეობს ბრენტის რაიონში, ლონდონში, ეკუთვნის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას.იგი უპირველეს ყოვლისა გამოიყენება ინგლისის ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის და ინგლისის თასის ფინალებისთვის.

მედია მაუწყებლობა რედაქტირება

ინგლისის ნაკრების ოფიციალურ საშინაო და გასვლით ამხანაგურ მატჩებს უჩვენებს ტელეკომპანია ITV,ხოლო ოფიციალურ გასვლით და საშინაო ამხანაგურებს–სეტანტა სპორტსი უჩვენებდა 2009 წლის ივნისში დახურვამდე.ამ მიზეზით ხალხმა ინტერნეტით ნახა 2009 წლის 10 ოქტომბერს თავიანთი გუნდის მატჩი უკრაინასთან.ეს იყო პირველი ფაქტი როდესაც,ინგლისელმა ხალხმა ასე უყურა თავისი გუნდის თამაშს.ინგლისში ტელეკომპანიები იხდიან 250 000 დან 300 000–მდე ევროს,მაყურებელი კი 500 000 კაცს შეადგენს.ყველა მატჩი თავისი კომენტარებით გადაიცემა BBC-რადიოზე.

ავსტრალიაში კი ინგლისელი ლომების მატჩების ტრანსლაციას სეტანტა სპორტს ავსტრალია აწარმოებს.

ფერები რედაქტირება

ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ტრადიციული ფერებია თეთრი მაისური,მუქი–ლურჯი შორტები და თეთრი წინდები.2001 წლიდან გუნდს პერიოდულად აცვია თეთრი შორტები.

ინგლისელთა ტრადიციული გასვლითი ფერებია წითელი მაისური,თეთრი შორტები და წითელი წინდები.თუმცა ინგლისელები არაბრიტანულ გუნდთან თამაშამდე გასვლით ფორმას არ იყენებდნენ.1945–52 წლებში ინგლისელების გასვლითი ფორმა ლურჯი იყო.1996 წელს შეიცვალა და გახდა რუხი მაისური,შორტები და წინდები.ეს ფორმა მათ გერმანელებთან,ბულგარელებთან და ქართველებთან მატჩებში ეცვათ.მაგრამ ტრადიციიდან გადახვევა არაპოპულარული იყო და მას შემდეგ ინგლისის ნაკრები ისევ წითელ ფორმას დაუბრუნდა.ამ ფორმას ხანდახან საშინაო მატჩებშიც იყენებენ.

2009 წლის 28 მარტს სლოვაკებთან მატჩში შედგა ახალი ფორმის პრეზენტაცია–უმბროს რეტრო სტილი,რომელიც მთლიანად თეთრ მაისურზეა.ამ ახალმა ფორმამ ჩაანაცვლა ტრადიციული მუქი ლურჯი შორტები,თუმცა უკრაინელებთან 1–0 წაგებულ შეხვედრაში ინგლისელებს მუქი ლურჯი შორტები ეცვათ.

მესამე ფორმა რედაქტირება

ინგლისის ნაკრებს იშვიათად აცვია მესამე ფორმა.1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხოსლოვაკის ნაკრების წინააღმდეგ ინგლისელთა მესმაე ფორმა იყო ღია ლურჯი მაისური,შორტები და წინდები.

1973 წელს ჩეხოსლოვაკიის,პოლონეთის და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ინგლისელებმა გამიყენეს ბრაზილიელების მაგავსი ყვითელ–ლურჯი ფორმა.

1986–1992 წლებში იყო ღია ლურჯი მესამე ფორმა,მაგრამ ფეცბურთელები მას ძალიან ისვიათად იყენებდნენ.

რაც შეეხება იმ მესამე ფორმას რაც აცვიათ ხოლმე დროგამოშვებით ინგლისელებს,მისი დიზაინერია დეივიდ ბლანჩი.

ამხანაგური მატჩები რედაქტირება

მეტოქე სტადიონი თარიღი ანგარიში
  შვეიცარია უემბლი, ლონდონი 6 თებერვალი 2008 2–1
  საფრანგეთი სტად დე ფრანსი,პარიზი 26 მარტი 2008 0–1
  ამერიკის შეერთებული შტატები უემბლი,ლონდონი 28 მაისი 2008 2–0
  ტრინიდადი და ტობაგო ჰესლი კროუფორდ სთედიუმი, პორტ სპეინი 1 ივნისი 2008 3–0
  ჩეხეთი უემბლი,ლონდონი 20 აგვისტო 2008 2–2
  გერმანია ოლიმპია შტადიონი, ბერლინი 19 ნოემბერი 2008 2–1
  ესპანეთი რამონ სანჩეს პისხუანი, სევილია 11 თებერვალი 2009 0–2
  სლოვაკეთი უემბლი, ლონდონი 28 მარტი 2009 4–0
  ჰოლანდია ამსტერდამ არენა, ამსტერდამი 12 აგვისტო 2009 2–2
  სოლვენია უემბლი, ლონდონი 5 სექტემბერი 2009 2–1
  ბრაზილია ხალიფა ინტერნაიშენელი, დოჰა 14 ნოემბერი 2009 0–1
  ეგვიპტე უემბლი, ლონდონი 3 მარტი 2010

ამჟამინდელი შემადგენლობა რედაქტირება

0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
1 ჯო ჰარტი 19 აპრილი, 1987 (1987-04-19) (37 წლის) 56 0   მანჩესტერ სიტი
ჯეკ ბატლენდი 10 მარტი, 1993 (1993-03-10) (31 წლის) 9 0   სტოკ სიტი
13 ბენ ფოსტერი 3 აპრილი, 1983 (1983-04-03) (41 წლის) 8 0   ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
22 ფრეიზერ ფორსტერი 17 მარტი, 1988 (1988-03-17) (36 წლის) 3 0   საუთჰემპტონი
2 გლენ ჯონსონი 23 აგვისტო, 1984 (1984-08-23) (39 წლის) 54 1   ლივერპული
6 ფილ ჯაგიელკა 17 აგვისტო, 1982 (1982-08-17) (41 წლის) 38 3   ევერტონი
5 გერი კეიჰილი 9 დეკემბერი, 1985 (1985-12-09) (38 წლის) 32 3   ჩელსი
3 ლეიტონ ბეინზი 11 დეკემბერი, 1984 (1984-12-11) (39 წლის) 30 1   ევერტონი
12 კრის სმოლინგი 22 ნოემბერი, 1989 (1989-11-22) (34 წლის) 21 0   მანჩესტერ იუნაიტედი
16 ფილ ჯონსი 21 თებერვალი, 1992 (1992-02-21) (32 წლის) 19 0   მანჩესტერ იუნაიტედი
2 კაილ უოკერი 28 მაისი, 1990 (1990-05-28) (33 წლის) 13 0   ტოტენჰემი
3 რაიან ბერტრანი 5 აგვისტო, 1989 (1989-08-05) (34 წლის) 5 0   საუთჰემპტონი
14 კიერან გიბსი 26 სექტემბერი, 1989 (1989-09-26) (34 წლის) 5 0   არსენალი
23 ლუკ შოუ 12 ივლისი, 1995 (1995-07-12) (28 წლის) 4 0   მანჩესტერ იუნაიტედი
2 კალუმ ჩემბერსი 20 იანვარი, 1995 (1995-01-20) (29 წლის) 3 0   არსენალი
2 ნათანიელ კლაინი 5 აპრილი, 1991 (1991-04-05) (33 წლის) 1 0   საუთჰემპტონი
17 ჯეიმზ მილნერი 4 იანვარი, 1986 (1986-01-04) (38 წლის) 54 1   ლივერპული
4 მაიკლ კერიკი 28 ივლისი, 1981 (1981-07-28) (42 წლის) 34 0   მანჩესტერ იუნაიტედი
19 რაჰიმ სტერლინგი 8 დეკემბერი, 1994 (1994-12-08) (29 წლის) 30 2   მანჩესტერ სიტი
7 ჯეკ უილშერი 1 იანვარი, 1992 (1992-01-01) (32 წლის) 28 2   არსენალი
21 როს ბარკლი 5 დეკემბერი, 1993 (1993-12-05) (30 წლის) 25 2   ჩელსი
8 დელე ალი 11 აპრილი, 1996 (1996-04-11) (28 წლის) 23 2   ტოტენჰემი
14 ჯორდან ჰენდერსონი 17 ივნისი, 1990 (1990-06-17) (33 წლის) 22 0   ლივერპული
15 ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი 15 აგვისტო, 1993 (1993-08-15) (30 წლის) 20 4   არსენალი
20 ადამ ლალანა 10 მაისი, 1988 (1988-05-10) (35 წლის) 18 0   ლივერპული
8 ფაბიან დელფი 21 ნოემბერი, 1989 (1989-11-21) (34 წლის) 9 0   მანჩესტერ სიტი
11 დენი უელბეკი 26 ნოემბერი, 1990 (1990-11-26) (33 წლის) 33 14   არსენალი
ჰარი კეინი 28 ივლისი, 1993 (1993-07-28) (30 წლის) 17 5   ტოტენჰემი
9 დანიელ სტარიჯი 1 სექტემბერი, 1989 (1989-09-01) (34 წლის) 16 5   ლივერპული
18 რიკი ლამბერტი 16 თებერვალი, 1982 (1982-02-16) (42 წლის) 7 3   ლივერპული
ჯეიმი ვარდი 11 იანვარი, 1987 (1987-01-11) (37 წლის) 5 1   ლესტერი

წინა ნაკრებები რედაქტირება

შეჯიბრებათა ისტორია რედაქტირება

ოქროსფერი აღნიშნავს ინგლისის ჩემპიონობას,ხოლო წითელი ჩარჩო მასპინძლობას.

შედეგები მსოფლიო ჩემპიონატებზე რედაქტირება

წელი რაუნდი პოზიცია გტ გშ
  1930 ვერ გავიდა - - - - - - -
  1934 ვერ გავიდა - - - - - - -
  1938 ვერ გავიდა - - - - - - -
  1950 8 3 1 0 2 2 2
  1954 მეოთხედფინალი 6 3 1 1 1 8 8
  1958 პირველი ჯგუფური ეტაპი 11 4 0 3 1 4 5
  1962 8 4 1 1 2 5 6
  1966 ჩემპიონი 1 6 5 1 0 11 3
  1970 მეოთხედფინალი 8 4 2 0 2 4 4
  1974 ვერ გავიდა - - - - - - -
  1978 ვერ გავიდა - - - - - - -
  1982 მეორე ჰგუფური ეტაპი 6 5 3 2 0 6 1
  1986 მეოთხედფინალი 8 5 2 1 2 7 3
  1990 მეოთხე ადგილი 4 7 3 3 1 8 6
  1994 ვერ გავიდა - - - - - - -
  1998 მერვედფინალი 9 4 2 1 1 7 4
    2002 მეოთხედფინალი 6 5 2 2 1 6 3
  2006 მეოთხედფინალი 7 5 3 2 0 6 2
  2010 მერვედფინალი 13 4 1 2 1 3 5
  2014 ჯგუფური ეტაპი 26 3 0 1 2 2 4
სულ 14/20 1 ტიტული 62 26 20 16 79 56

შედეგები ევროპის ჩემპიონატებზე რედაქტირება

წელი რაუნდი გტ გშ
  1960 ვერ გავიდა - - - - - -
  1964 ვერ გავიდა - - - - - -
  1968 მესამე ადგილი 2 1 0 1 2 1
  1972 ვერ გავიდა - - - - - -
  1976 ვერ გავიდა - - - - - -
  1980 პირველი რაუნდი 3 1 1 1 3 3
  1984 ვერ გავიდა - - - - - -
  1988 პირველი რაუნდი 3 0 0 3 2 7
  1992 პირველი რაუნდი 3 0 2 1 1 2
  1996 ნახევარფინალი 5 2 3 0 8 3
    2000 პირველი რაუნდი 3 1 0 2 5 6
  2004 მეოთხედფინალი 4 2 1 1 10 6
    2008 ვერ გავიდა - - - - - -
სულ 7/13 23 7 7 9 31 28

ტიტულები რედაქტირება

მთავარი გუნდი რედაქტირება

  • გამარჯვებული (1): 1966
  • მეოთხე ადგილი (1): 1990
  • მესამე ადგილი (1): 1968
  • გამარჯვებული (54)
  • ოქროს მედალი (2): 1908, 1912

მცირე ტურნირები რედაქტირება

წელი რაუნდი პოზიცია გტ გშ
  ეროვნებათა თასი 1964 ჯგუფური ეტაპი 3rd 3 0 1 2 2 7
  1976 აშშ–ს ორასწლოვანი ტურნირი ჯგუფური ეტაპი 2nd 3 2 0 1 6 4
  1985 Rous Cup 1 მატჩი მე–2 1 0 0 1 0 1
  მეხიკოს თასი 1985 ჯგუფურ ეტაპი მე–3 2 0 0 2 1 3
  1985 აცტეკა 2000 ტურნირი ჯგუფური ეტაპი მე–2 2 1 0 1 3 1
  როუსის თასი 1986 ჩემპიონი 1 მატჩი პირველი 1 1 0 0 2 1
   როუსის თასი 1987 ჯგუფური ეტაპი მე–2 2 0 2 0 1 1
   როუსის თასი 1988 ჩემპიონი ჯგუფური ეტაპი პირველი 2 1 1 0 2 1
   როუსის თასი 1989 ჩემპიონი ჯგუფური ეტაპი პირველი 2 1 1 0 2 0
  ინგლისის ჩელენჯ თასი 1991 ჩემპიონი ჯგუფური ეტაპი პირველი 2 1 1 0 5 3
  აშშ–ს თასი 1993 ჯგუფური ეტაპი მე–4 3 0 1 2 2 5
  უმბროს თასი 1995 ჯგუფური ეტაპი მე–2 3 1 1 1 6 7
  საფრანგეთის ტურნირი 1997 ჩემპიონი ჯგუფური ეტაპი პირველი 3 2 0 1 3 1
  მეფე ჰასან II–ს საერთაშორისო თასი 1998 ჯგუფური ეტაპი მე–2 2 1 1 0 1 0
  საფეხბურთო ასოციაციის ზაფხულის ტურნირი 2004 ჩემპიონი ჯგუფური ეტაპი პირველი 2 1 1 0 7 2
სულ 6 ტიტული 55 25 17 13 74 47

ფეხბურთელები რედაქტირება

ცნობილი ფეხბურთელები რედაქტირება

ბომბარდირები რედაქტირება

# ფეხბურთელი პერიოდი გოლი (თამაში)
1-2 უეინ რუნი 2003- 49 (106)
1-2 ბობი ჩარლტონი 1958 - 1970 49 (106)
3 გარი ლინეკერი 1984 - 1992 48 (80)
4 ჯიმი გრივსი 1959 - 1967 44 (57)
5 მაიკლ ოუენი 1998 - 2008 40 (89)
6 ტომ ფინი 1946 - 1958 30 (76)
7-8 ნეტ ლოფთაუსი 1950 - 1958 30 (33)
7-8 ალან შირერი 1992 - 2000 30 (63)
9 ვივიენ ვუდვორდი 1903 - 1911 29 (23)
10 ფრენკ ლემპარდი 1999 - 2014 29 (106)

ფეხბურთელების მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობა რედაქტირება

# ფეხბურთელი პერიოდი თამაში გოლი
1 პიტერ შილტონი 1970 - 1990 125 0
2 დეივიდ ბეკჰემი 1996 - 2009 115 17
3 სტივენ ჯერარდი 2000 - 2014 114 21
4 ბობი მური 1962 - 1973 108 2
5 ეშლი კოული 2001 - 2014 107 0
6-8 ბობი ჩარლტონი 1958 - 1970 106 49
6-8 ფრენკ ლემპარდი 1999 - 2014 106 29
6-8 უეინ რუნი 2003 - 106 49
9 ბილი რაიტი 1946 - 1959 105 3
10 ბრაიან რობსონი 1980 - 1991 90 26

მწვრთნელები რედაქტირება

  •   ვალტერ ვინთაბოთომი 1946–1962
  •   სერ ალფ რამსი 1963–1974
  •   ჯო მერსერი 1974
  •   დონ რევი 1974–1977
  •   რონ გრინვუდი 1977–1982
  •   სერ ბობი რობსონი 1982–1990
  •   გრეჰემ ტეილორი 1990–1993
  •   ტერი ვენეიბლზი 1994–1996
  •   გლენ ჰოდლი 1996–1999
  •   ჰოვარდ ვილკინსონი 1999 & 2000 (two stints)
  •   კევინ კიგანი 1999–2000
  •   პიტერ ტეილორი 2000
  •   სვენ გორან ერიქსონი 2001–2006
  •   სტივ მაკლარენი 2006–2007
  •   ფაბიო კაპელო 2007–2012
  •   როი ჰოჯსონი 2012–

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება