ფრენკ ჯეიმზ ლემპარდი (ინგლ. Frank James Lampard Jr; დ. 20 ივნისი 1978) — ინგლისელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად საფეხბურთო კლუბ ჩელსის მთავარი მწვრთნელი. აქტიური პროფესიონალური კარიერის უმეტესობა გაატარა საფეხბურთო კლუბი ჩელსის შემადგენლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, დღემდე არის კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ჟურნალისტების და საფეხბურთო ექსპერტების მიერ არის მიჩნეული როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი უდიდესი ნახევარმცველი. გარდა ამისა, ჩელსის ზოგიერთი ფეხბურთელი (მათ შორის არიან წინა საუკეთესო ბომბარდირი ბობი თამბლინგი და გუნდის ლეგენდარული კაპიტანი ჯონ ტერი) ლემპარდს გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

ფრენკ ლემპარდი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფრეკ ჯეიმზ ლემპარდ უმცროსი
დაბადების
თარიღი
20 ივნისი, 1978
დაბადების
ადგილი
რომფორდი, ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1995–2001 ვესტ ჰემ იუნაიტედი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–2001 ვესტ ჰემ იუნაიტედი 148 (24)
1995–1996 სუონსი სიტი 9 (1)
2001–2014 ჩელსი 429 (147)
2014–2015 მანჩესტერ სიტი 32 (6)
2015–2016 ნიუ იორკ სიტი 29 (15)
სულ 647 (193)
ეროვნული ნაკრები
1997–2000 ინგლისი 21 წლ. 19 (9)
1999–2014 ინგლისი 106 (29)
სამწვრთნელო კარიერა
2018–2019 დერბი ქაუნთი
2019 ჩელსი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

თავისი კარიერა ლემპარდმა ვესტ ჰემ იუნაითედში დაიწყო. ამავე გუნდში თამაშობდა ფრენკ ლემპარდის მამა. 1997-98 წლის სეზონში ლემპარდმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება შეძლო და ვესტ ჰემს დაეხმარა პრემიერ-ლიგაში მე-5 ადგილის დაკავებაში. ეს კლუბისთვის ყველა დროის საუკეთესო შედეგი არის. 2001 წელს მისი ტრანსფერი სხვა ლონდონურ გუნდში, ჩელსიში 11 მილიონ გირვანქა სტერლინგად შედგა. 2014 წელს, 13 წლიანი სამსახურის შემდეგ ლემპარდმა ჩელსი დატოვა და შეერთებულ შტატებში, გუნდ ნიუ იორკ სიტიში გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ნიუ იორკ სიტის MLS-ში დებიუტამდე ლემპარდი დროებით მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში იჯარით იყო. სიტიში ყოფნის დროს ლემპარდმა პრემიერ ლიგის შეხვედრაში ჩელსისაც გაუტანა.

დებიუტიდან ლემპარდმა პრემიერ ლიგაში 164 შეხვედრა ითამაშა გადაბმულად და ამით პრემიერ ლიგის რეკორდი მოხსნა. გარდა ამისა, ჩელსის შემადგენლობაში ლემპარდი სტაბილურად იტანდა გოლებს, 2004-05 და 2005-06 გაიმარჯვა პრემირ ლიგაში, 2007 წელს კი ოქროს დუბლი გააფორმა. ამასთან ერთად, ლემპარდმა 2005 წელს მეორე ადგილი დაიკავა ოქროს ბურთის ნომინაციაზე და ბრაზილიეალ რონალდინიოს 77 ქულით ჩამორჩა. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც გოლიც კი გაიტანა, მაგრამ, საბოლოოდ, ჩელსი პენალტების სერიაში მანჩესტერ იუნაიტედმა დაამარცხა. იმავე წელს ლემპარდმა გაახანგრძლივა კონტრაქტი ჩელსისთან და იმ დროისთვის პრემიერ ლიგის ყველა მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა. 2009 წელს ლემპარდმა გუნდთან ერთად მეორეჯერ გაიფორმა ოქროს დუბლი და ინგლისის ასოციაციის თასის ფინალშიც მოახერხა გატანა. ეს სეზონი ლემპარდისთვის ყველაზე კარგი აღმოჩნდა: მან 22 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2012 წელს ლემპარდმა პირველმა აღმართა ჩელსის პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი, როგორც გუნდის კაპიტანმა (ჯონ ტერი დისკვალიფიცირებული იყო). 2013 წელს გუნდთან ერთად გაიმარჯვა ევროპის ლიგაში. უეფას სუპერ თასზე ჩელსიმ 2012 და 2013 წელს მარცხი განიცადა: 2012 წელს ატლეტიკოსთან, ხოლო 2013 წელს მიუნხენის ბაიერნთან. ლემპარდმა ჩელსი 2013-14 წლების სეზონის შემდეგ დატოვა.

ლემპარდი ასევე არის ჩელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი. ამასთან ერთად ის არის კლუბის საუკეთესო ბომბარდირი 211 გოლით. ლემპარდი არის ერთ-ერთი იმ შვიდი ფეხბურთელიდან, რომელსაც პრემიერ-ლიგაში 150 ან მეტი ბურთი აქვს გატანილი (ამ სიაში ის ერთადერთი ნახევარმცხველია. პრემიერ-ლიგაში საგოლე გადაცემების რაოდენობით მხოლოდ რაიან გიგზს ჩამორჩება. 2005 წელს ლემპარდი გახდა წლის ფეხბურთელი საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით. 2010 წელს მოიგო FWA Tribute Award. კარიერის განმავლობაში ლემპარდმა 13 ტიტული მოიგო. 

1999 წლის ოქტომბრიდან ლემპარდი ეროვნულ ნაკრებში 106-ჯერ გაიძახეს. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მან 29 გოლი გაიტანა, გახდა ინგლისის ნაკრების წლის მოთამაშე 2004 და 2005 წლებში, მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე, სადაც სიმბოლურ ნაკრებში შევიდა სამი გოლისთვის ოთხ თამაშში, იყო ინგლისის საუკეთესო ბომბარდირი 2006 წლის მსოფლიო თასის კვალიფიკაციაში ხუთი გოლით, ითამაშა მსოფლიო თასის სამ გათამაშებაზე. არის ინგლისის ეროვნული ნაკრების საუკეთესო პენალტისტი 9 გოლით, ამ მაჩვენებლით ის უსწრებს წინა რეკორდსმენებს - რონ ფლოუერს და ალან შირერს. 

2015 წლის აპრილიდან ლემპარდი ტელეარხ ITV-ს შოუ Play to the Whistle-ში გუდნის კაპიტნის როლს ასრულებს.

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ვესთ ჰემ იუნაიტედი რედაქტირება

თავისი კარიერა ლემპარდმა ვესთ ჰემში 1994 წელს, ახალგაზრდულ გუნდში გაწევრიანებით დაიწყო. სკოლაში სწავლის დროს მისი კუმირი იყო ვესთ ჰემის თავდამსხმელი ფრენკ მაქავენი. ვესთ ჰემთან ლემპარდმა პროფესიონალური კონტრაქტი 1995 წელს გააფორმა, როდესაც მამამისი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. იჯარის წესით 1995 წლის ოქტომბერში ლემპარდი გადაბრგდა მეორე დივიზიონის გუნდ სუონსში (ინგლ. Swansea City). მისი დებუტი მოხდა სუონსი - ბრადფორდის თამაშში, სადაც სუონსი 2-0 გაიმარჯვა. თავისი პირველი გოლი ლემპარდმა გუნდ Brighton & Hove Albion-ის კარებში გაიტანა. სუონსის შემადგენლობაში ლემპარდმა 9 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 1996 წლის იანვარში ვესთ ჰემში დაბრუნდა. 

1995-96 რედაქტირება

ვესთ ჰემში მისი დებიუტი 1996 წლის 31 იანვარს ჩატარდა, როდესაც მან კოვენტრისთან (ინგლ. Coventry City) თამაშის დროს ჯონ მონკური შეცვალა. ამ სეზონში ლემპარდი მოედანზე მეორედ მხოლოდ სეზონის ბოლო თამაშში, 1996 წლის 5 მაისს გამოვიდა. Sheffield Wednesday-სთან თამაშის დროს მან კეით როულანდი შეცვალა.

1996-197 რედაქტირება

ამ სეზონში ლემპარდი მოედანზე პირველად 1996 წლის 17 აგვისტოს, არსენალთან შეხვედრაზე გამოვიდა. ლემპარდმა მოედანზე 90 წუთი არ დაჰყო: ის რობი სლატერმა შეცვალა. ეს სეზონი მისთვის 1997 წლის 15 მარტს დამთავრდა, როდესაც მან ასტონ ვილასთან გასვლაზე თამაშის დროს ფეხი მოიტეხა. მოედანიდან მისი საკაცით გაყვანის შემდეგ იგი რიო ფერდინანდით შეცვალეს. ამავე თამაშში მან თავისი პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, როგორც ვესთ ჰემის ფეხბურთელმა. გარდა ამისა, ლემპარს აქტიურად დასცინოდნენ ვესთ ჰემის გულშემატკივრები, რის გამოც იგი ფეხბურთის დატოვებაზეც ფიქრობდა. ამ სეზონში მან 16 შეხვედრა ჩაატარა. 

1997-98 რედაქტირება

ამ სეზონში ლემპარდმა 26-ე ნომერი 18-ზე შეიცვალა. 1997-98 წლის სეზონის პირველ დღეს ვესთ ჰემმა გასვლაზე ითამაშა ბარნსლისთან (ინგლ. Barnsley) . ლემპარდმა ამ შეხვედრაში 76-ე წუთზე ეიალ ბერკოვიჩი შეცვალა. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ლემპარდმა ვესთ ჰემის მეორე გოლი გაიტანა და ჩაქუჩებს გამარჯვება მოუტანა. ამავე სეზონში მან შეასრულა თავისი პირველი ჰეთ-თრიკი. 1997 წლის 19 ნოემბერს ვესტ ჰემი ტურნირ Football League Cup-ის მეოთხე რაუნდში დაუპირისპირდა უოლსალს. ლემპარდის სამი და ჰართსონის ერთი გოლი საკმარისი აღმოჩნდა მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. სეზონში ლემპარდმა 42 შეხვედრა ჩაატარა და 9 ბურთი გაიტანა. 

1998-99 რედაქტირება

1998-99 წლებში ლემპარდმა ვესთ ჰემის შემადგენლობაში პრემიერ-ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა. გუნდის ასევე ინტერტოტოს თასის კვალიფიკაციაზე მოხვდა.

1999-2000 რედაქტირება

სეზონის დაწყებამდე ლემპარდმა გაახანგრძლივა თავისი კონტრაქტი 2005 წლამდე. ინტერტოტოს კვალიფიკაციის გამო ვესთ ჰემის სეზონის 1999 წლის ივლისში დაიწყო. 1999 წლის 24 ივლისს ლეპმარდმა გაიტანა თავისი პირველი გოლი ევროპულ ფეხბურთში და თავის გუნდს ფრე მოაპოვებინა ფინურ ჯოკერიტთან. თავისი მეორე გოლი მან ნახევარ-ფინალში ჰეერენვეენთან გაიტანა, რისი წყალობითაც ვესთ ჰემი ფინალში გავიდა. მიუხედავად ლონდონში მინიმალური ანგარიშით დამარცხებისა ვესთ ჰემმა საფრანგეთში მეცი 3-1 დაამარცხა. თავისი გოლი ლემპარდმა ფინალშიც გაიტანა. მოგების წყალობთ გუნდი 1999-2000 წლის უეფას თასზე გავიდა. ამ ტურნირში პირველი გოლი ლემპარდმა 16 სექტემბერს, ოსიჯეკთან გაიტანა.

ამ სეზონში ლემპარდის პოპულარობა გაზარდა მისმა ჩხუბმა პაოლო დი კანიოსთან. საქმე ის იყო, რომ ვესთ ჰემმა პენალტის მოპოვების შემდეგ ლემპარდს ჩხუბი მოუვიდა პაოლო დი კანიოსთან, რომელსაც ლემპარდის ნაირად პენალტის დარტყმა სურდა. 1999-2000 წლების სეზონში ინგლისელმა 14 ბურთი გაიტანა და გოლების რაოდენობით მხოლოდ დი კანიოს და ვანჩოფს ჩამორჩა.

2000-01 რედაქტირება

2000-01 წლების სეზონში ვესთ ჰემმა აშკარად მოუკლო და სეზონის დიდი ნაწილი ცხრილის ფსკერზე გაატარა. წინა სეზონის წარმატების მიუხედავად ვესთ ჰემმა 15-ე ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, ლემპარდმა მაინც გაიტანა 9 გოლი 37 თამაშში და გოლების რაოდენობით მხოლოდ კანოუტეს და დი კანიოს ჩამორჩა. 2001 წლის მაისში ლემპარდის ბიძამ, ჰარი რედნაპმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მას წაყვა უფროსი ლემპარდი. უმცროსმა ლემპარდმაც გადაწყვიტა კლუბის შეცვლა. ვესთ ჰემი მან 2001 წლის ივნისს დატოვა და ჩელსიში 11 მილიონ ფუნტად გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ჩაქუჩებმა უარი უთხრეს ასტონ ვილას ლემპარდის და ფრედერიკის 15 მილიონ ფუნტად მიყიდვაზე.

ჩელსი რედაქტირება

2001-04 რედაქტირება

 
ლემპარდი 2004 წელს

ლემპარდის დებიუტი ჩელსის მაისურით 2001 წლის 19 აგვისტოს შედგა. ამ შეხვედრაში ჩელსიმ და ნიუკასლმა ფრე ითამაშეს. თავისი პირველი წითელი ბარათი ლემპარდმა 2001 წლის 16 სექტემბერს, ტოტენჰემთან თამაშის დროს მიიღო.

ლემპარდმა პრემიერ-ლიგის ყველა თამაშში ითამაშა და 8 გოლიც გაიტანა. 2002-2003 წლების სეზონის პირველ შეხვედრაში მან ჩარლტონ ატლეტიკს გაუტანა გოლი. 

შემდეგ სეზოში ლემპარდი აირჩიეს 2003 წლის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად. ჩელსიმ 2003-04 წელს პრემიერ-ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ სეზონში დაუმარცხებელ არსენალს ჩამორჩა. 2004 წელს ლემპარდი პროფესიონალური საფეხბურთო ასოციაციის ვერსიით წლის გუნდში შევიდა. გარდა ამისა, მან გაიტანა ოთხი გოლი უეფა ჩემპიონთა ლიგის თოთხეტ შეხვედრაში და გაიყვანა. ჩელსი გავიდა ნახევარ-ფინალში, სადაც ის მონაკოს დაუპირისპირდა. ლემპარდმა მონაკოს გოლი გაუტანა, მაგრამ, ორი შეხვედრის ჯამში ლონდონურმა გუნდმა 5-3 წააგო. 2004 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება საფეხბურთო ჟურნალისტების ასოციიაციის ვერსიით მან ტიერი ანრის დაუთმო.

2004-05 რედაქტირება

ლემპარდმა ლიგაში 38 შეხვედრა უკვე მესამე სეზონში გადაბმულად ითამაშა. ლიგაში ლემპარდმა 13 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირში კი 19), გარდა ამისა, გააკეთა 16 საგოლე გადაცემა.

1999 წლის ოქტომბრიდან ლემპარდი ეროვნულ ნაკრებში 106-ჯერ გაიძახეს. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მან 29 გოლი გაიტანა, გახდა ინგლისის ნაკრების წლის მოთამაშე 2004 და 2005 წლებში, მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე, სადაც სიმბოლურ ნაკრებში შევიდა სამი გოლისთვის ოთხ თამაშში, იყო ინგლისის საუკეთესო ბომბარდირი 2006 წლის მსოფლიო თასის კვალიფიკაციაში ხუთი გოლით, ითამაშა მსოფლიო თასის სამ გათამაშებაზე. არის ინგლისის ეროვნული ნაკრების საუკეთესო პენალტისტი 9 გოლით, ამ მაჩვენებლით ის უსწრებს წინა რეკორდსმენებს - რონ ფლოუერს და ალან შირერს. 

 
ლემპარდი ზეიმოს ლიგის მოგებას ტერისთან და გუდიონსენთან ერთად

აგვისტოს 2004 წელს მან გაიტანა გამარჯვების გოლი საუთჰემპტონის წინააღმდეგ. ამ სეზონში ლემპარდმა არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა: ორივე გოლი ტოტენჰემთან შეხვედრაში. 2005 წლის მარტში ლემპარდმა გაიტანა კრისტალ პალასის კარში 30 იარდიდან. სეზონი ინგლისელმა კარგად გააგრძელა და ბრწიყნვალე თამაშის გამო მან მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა მოიპოვა და სახელი გაითქვა როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა მსოფლიოში. 2004-05 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედ-ფინალში, ბარსელონას წინააღმდეგ ლემპარდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ჩელსის მეოთხედ-ფინალში გასვლაში დაეხმარა. მეოთხედ-ფინალში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ლემპარდმა 3 გოლი გაიტანა და ჩელსის ნახევარ-ფინალში გასვლაში დაეხმარა. 

2005 წლის აპრილში ლემპარდმა გაიტანა ორივე ბურთი ბოლტონის წინააღმდეგ, რაც ნიშნავდა ჩელსის პრემიერ-ლიგაში გამარჯვებას. ლემპარდი 2004-05 წლების პრემიერ-ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ნახევარ-ფინალში ლონდონური გუნდი ლივერპულთან დამარცდა. მიუხედავად ამისა, ჩელსიმ მოახერხა საფეხბურთო ლიგის თასში გამარჯვება. ლემპარდმა ტურნირის ექვს თამასში ორი ბურთი გაიტანა, მათ სორის მანჩესტერ იუნაიტეს კარში ნახევარ-ფინალური თამაშის დროს. 2005 წელს ნომინირებული იქნა ოქროს ბურთზე.

2005-06 რედაქტირება

 
ლემპარდი 2005 წელს

2005-06 წლების სეზონში ლემპარდმა 16 გოლი გაიტანა. მოხვდა 2005 წლის მსოფლიოს ნაკრებში. გარდა ამისა, ნომინირებული იქნება ოქროს ბურთზე და ფიფას წლის ფეხბურთელის ნომინაციაზე. ლემპარდმა მოხსნა გადაბმულათ თამაშის რეკორდი 2005 წელს და შეჩერება მხოლოდ 2005 წლის 28 დეკემბერს მოუწია, როდესაც ტრავმის გამო მანჩესტერ სიტისთან თამაშში ვერ მიიღო მონაწილეობა. 2005-06 წლების სეზონის პირველ ოთხ თვეს ინგლისელმა 12 გოლი გაიტანა. აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით ლემპარდმა შეასრულა დუბლი სამ სხვადასხვა შეხვედრაში. ლემპარდის გოლების წყალობით ჩელსი გახდა პირველი ი კლუბი, რომელმაც პრემიერ-ლიგაში პირველი შვიდი შეხვედრა მოიგო. პირველი დუბლი მან ასტონ ვილას წინააღმდეგ შეასრულა, მეორე კი ბლექბერნის, სადაც ლემპარდმა გაიტანა საჯარიმო დარყმა 25 იარდიდან. ამის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ლემპარდი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ჩელსიმ მეორედ მოიგო პრემიერ-ლიგა, ხოლო ლემპარდი ლონდონური გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 16 გოლი. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ლემპარდმა გაიტანა მეორე საჯარიმო ანდერლეხტის კარში. ჯგუფური ეტაპის გადალახვის შემდეგ ლონდონელები ბარსელონას დაუპირისპირდნენ. მიუხედავად ლემპარდის გოლისა მეორე შეხვედრაში, ორი მატჩის ჯამში კატალონიურმა გუნდმა 3-2 გაიმარჯვა.

2006-07 რედაქტირება

 
ფრენკ ლემპარდი ხურდება

ჯონ ტერის ტრავმის გამო, 2006-07 წლების სეზონის შეხვედრების უმრავლესობა ლემპარდმა კაპიტნის რანგში ჩაატარა. სეზონის პირველ რვა შეხვედრაში ლემპარდმა შვიდი გოლი გაიტანა. ფულჰემთან შეხვედრაში ლემპარდმა დუბლი შეასრულა და ჩელსის გამარჯვება ანგარიშით 2-0 მოუტანა. 2006 წლის დეკემბერში, ევერტონთან შეხვედრის დროს ლემპარდმა შორის დისტანციიდან მოახერხა გოლის გატანა, რითიც აჯობა დენის ვაისს, როგორც ჩელსის ყველაზე შედეგულ ნახევარმცველს და ამავდროულად გუნდსაც მოუტანა გამარჯვება.

ამის შემდეგ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლემპარდმა ბარსელონას ნულოვანი კუთხიდან გაუტანა ბურთი. სეზონი ლემპარდმა 21 გოლით დაასრულა, მათ შორის ექვსი გატანილი იყო ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშებაში. გარდა ამისა, 2007 წლის 6 იანვარს ლემპარდმა გაიფორმა თავისი პირველი ჰეთ-თრიკი ჩელსის მაისურით მაკლესფილდ ტაუნის წინააღმდეგ. ამასთან ერთად, ლემპარდის ანგარიშზეა ორი ბურთი ტოტენჰემის კარში, რის გამოც ის რაუნდის მოთამაშედ დასახელდა. ტურნირის ფინალში ლემპარდმა გადასცა საგოლე პასი დიდიერ დროგბას თამაშის დამატებით დროში, რამაც ლონდოლებს იუნაიტედზე მოუტანა გამარჯვება. მატჩის შემდეგ აღებულ ინტერვიუზე ლემპარდმა განაცხადა, რომ კლუბში სამუდამოდ უნდოდა დარჩენა.

2007-08 რედაქტირება

2007-08 წლების სეზონი ლემპარდს ტრავმის გამო ჩაეშალა. სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 40 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის 24 ინგლისის პრემიერ-ლიგაში. 1996-97 წლების სეზონის შემდეგ ლემპარდს ლიგაში 24 შეხვედრაზე ნაკლები არ ჩაუტარებია. 2008 წლის 16 თებერვალს ლემპარდი გახდა ჩელსის მერვე მოთამაშე, რომელმაც 100-ზე მეტი გოლის გატანა შეძლო. საიუბილეო ბურთი მან ჰადერსფილდ ტაუნის კარში შეაგდო და გოლის აღნიშნვის დროს მაისური გაიხადა და ჩელსის გულშემატკივრებს აჩვენა მაისური შემდეგი წარწერით: ,,100 ზღვარი არ არის. ისინი თქვენ გეძღვნებათ. გმადლობთ" (ინგლ. 100 Not out, They Are All For You, Thanks). 2008 წლის მარტში ლემპარდმა ოთხი ბურთი გაიტანა დერბის კარებში, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში ლემპარდის გოლის წყალობით ჩელსიმ დაამარცხა თურქული ფენერბაჰჩე და ნახევარ-ფინალში გავიდა.

30 აპრილს, დედის გარდაცვალების ერთი კვირის თავზე ლემპარდმა გადაწყვიტა ეთამაშა ლივერპულის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალის მეორე მატჩში. დამატებული დროის მე-8 წუთზე ჩელსიმ პენალტი მოიპოვა, რომელიც ფრენკ ლემპარდმა ზუსტად შეასრულა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. მოსკოვში ჩატარებული ინგლისური ფინალში ლემპარდმა 45-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედმა ლონდონურ კლუბს პენალტის სერიაში 6-5 სძლია. მოგვიანებით ლემპარდი უეფას წლის ნახევარმცველად დასახელდა.

 
ლემპარდი 2009 წელს

2008-09 რედაქტირება

2008 წლის 13 აგვისტოს ლემპარდმა კონტრაქტი კიდევ ხუთი წლით გაახანგრძლივა. კონტრაქტის ღირებულება 39,2 მლნ ფუნტი იყო, რამაც ლემპარდი პრემიერ-ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახადა. სეზონი ლემპარდმა თერთმეტ შეხვედრაში ხუთი გოლის გატანით დაიწყო. თავისი 150-ე გოლი ინგლისელმა მანჩესტერ სიტის კარებში გაიტანა. 2008 წლის ოქტომბერში ლემპარდმა ჰალ სიტის კარებში გასაოცარი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ ეს იყო საუკეთესო გოლი, რომელიც მას უნახავს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ჩემი ხმა, რა თქმა უნდა, მას ერგება. ის არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ასეთი ბურთის გატანა. თავისი მეასე გოლი პრემიერ-ლიგაში ლემპარდმა 2008 წლის ნოემბერში, სანდერლენდის კარებში გაიტანა. ასი გოლიდან თვრამეტი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან იყო გატანილი. ამავე წლის ოქტომბერში იგი პრემიერ-ლიგის თვის მოთამაშედ დასახელდა (მესამედ კარიერაში).

უგოლო პერიოდის შემდეგ ლემპარდმა გაიტანა სამი გოლი ორ შეხვედრაში: პირველი ვესტ ბრომვიჩის კარში, ხოლო დანარჩენი ორი ფულჰემის. 2009 წლის 17 იანვარს იგი ჩელსის მაისურით მე-400 გამოვიდა მოედანზე სტოკ-სიტის წინააღმდეგ, სადაც დამატებით დროში გატანილი გოლით ლონდონელებს გამარჯვება მოუტანა. ლემპარდმა კიდევ ერთხელ გაიტანა დამატებით დროში, ოღონდ ამჟამად უიგანის კარში. მერე, ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში ლემპარდმა გაიტანა საჯარიმო დარტყმა 35 იარდიდან იფსვიჩის კარებში. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალში ლემპარდმა ლივერპულის კარებში გაიტანა ორი ბურთი, ფეხბურთის ასოციაციის თასში ლემპარდმა არსენალთან შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. სეზონი ფრენკმა 20 გოლით და 19 საგოლე პასით დაასრულა. ლემპარდის მე-20 გოლი იყო ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში, რომელიც მან ევერტონის კარში გაიტანა და იზეიმა ზუსტად ისე, როგორც მამამისმა 1979-80 წლების სეზონში. ლემპარდი უკვე მეოთხე სეზონის განმავლობაში იტანდა 20-ზე მეტ გოლს. 2009 წელს ის ჩელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

2009-10 რედაქტირება

 
ფრენკ ლემპარდი პრემიერ-ლიგაში გამარჯვებას ზეიმობს

ახალი სეზონი ინგლისელმა Community Shield-ში მანჩესტერ იუნაიტედის კარებში გატანილი გოლით დაიწყო. თამაში 2-2 დამთავრდა, რის გამოც პენალტების სერია დაინიშნა. ლონდონელებმა სერიაში 4-1 გაიმარჯვეს. თავისი 133-ე გოლი მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდის ატლეტიკოს კარებში გაიტანა, რითიც ის კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეხუთე ადგილზე გადავიდა. 2009 წლის 24 ოქტომბერს ლემპარდმა ბლექბერნის კარში ორი გოლი გაიტანა. 30 ოქტომბერს ნომინირებული იქნება ფიფას წლის მოთამაშის პრიზზე (უკვე მეევსედ).

16 დეკემბერს ლემპარდმა გოლი გაიტანა პორტსმუთის კარებში, ხოლო 20 დეკემბერს თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გოლი გაიტანა ყოფილი კლუბის, ვესთ ჰემის კარებში. 2010 წლის იანვარში, სანდერლენდის კარებში გატანილი შვიდი ბურთიდან ორი ფრენკის ანგარიშზეა. 27 იანვარს ინგლისელმა ბირმინგემის კარში გაიტანა ორი ბურთი, 27 თებერვალს კი სიტის კარებში. მიუხედავად გატანილი ბურთებისა, ლონდონელები 4-2 დამარცხდნენ.

თავის კარიერაში მეორედ ფრენკმა ერთ თამაშში ოთხი გოლი ასტონ ვილას კარებში გაიტანა 27 მარტს და სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა ოცზე მეტი გახადა. ეს ასევე იყო მისი 151-ე გოლი, რითიც მან ბომბარდირთა სიაში მესამე პოზიცია განიმტკიცა. ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარ-ფინალში ლემპარდმა კვლავ ასტონ-ვილას კარებში გაიტანა გოლი, ხოლო 25 აპრილს სტოკის კარებში გატანილი ორი გოლის შემდეგ ფრენკმა ლიგაში 20 გოლის ნიშნულს პირველად გადააჭარბა. 2 მაისს ინგლისელმა ლივერპულის კარებში გაიტანა გოლი და გუნდს სამი ქულა მოუტანა, რითიც ჩელსი ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა და უახლოეს მოწინააღმდეგეს 1 ქულით გაუსწრო. სეზონის ბოლო შეხვედრაში, უიგანის წინააღმდეგ, ლემპარდმა ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლის გატანაც მოახერხა. ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონურმა გუნდმა პორთსმუთი 1-0 დაამარცხა და კიდევ ერთი ტიტული მოიგო.

2010-11 რედაქტირება

2010 წლის აგვისტოში სტოკ-სიტის წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ლეპმარდს თიაქარი ჰქონდა. მისი მოშორების ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ, ლემპარდმა ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ ერთი ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშს რამდენიმე კვირით გამოეთიშა. ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ლემპარდმა ფეხი დაიზიანა და დეკემბრამდე მწყობრში ვერ ჩადგება. მოედანზე ინგლისელი 12 დეკემბერს, ტოტენჰემის წინააღმდეგ დაბრუნდა. 2011 წლის 2 იანვარს ლემპარდმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან აიღო ასტონ-ვილას კარი, 9 იანვარს მან გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა იფსვიჩ ტაუნის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში, რითიც საკლუბო კარიერაში უკვე 201-ე გოლი გაიტანა.

1 თებერვალს ლემპარდმა გაიტანა პენალტი და გააკეთა საგოლე გადაცემა სანდერლენდის წინააღმდგ ჩატარებულ თამაშში. შემდეგ ლემპარდმა საგოლე გადაცემა მისცა ნიკოლას ანელკას ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალში კოპენჰაგენის წინააღმდეგ. 1 მარტს ლემპარდმა გაიტანა გოლი იუნაიტედის კარებში (2-1), რამაც ლოდნოლებს ლიგის მოგებაზე დაუტოვა იმედი. შემდეგ თამაშში (ბლექპულის წინააღმდეგ) მან ორი გოლი გაიტანა და ჯონ ტერის საგოლე გადაცემა გადააწოდა.

2011 წლის აპრილში ლემპარდმა თავის ყოფილ კლუბს, ვესთ ჰემს გაუტანა. კიდევ ერთი გოლი ლემპარდმა იუნაიტედს გაუტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ლონდონელებმა შეხვედრა მაინც წააგეს და ტიტულის მოგების შანსიც დაკარგეს.

2011-12 რედაქტირება

პრემიერ-ლიგის მესამე თამაშში ლემპარდმა ნორვიჩს გაუტანა გოლი და ჟოზე ბოსინგვასაც გადააწოდა საგოლე გადაცემა. 24 სექტემბერს სუონსის წინააღმდეგ ჩატარებულ თამაშში ართამაშის შემდეგ ლემპარდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვალენსიას წინააღმდეგ და გოლიც გაიტანას, რითიც ლონდოლებს ფრე მოუტაბა. 2 ოქტომბერს ინგლისელმა ჩელსის მაისურით მეხუთე ჰეთ-თრიკი ბოლტონის წინააღმდეგ შეასრულა.

პრემიერ-ლიგის მეთერთმეტე თამაშში ლემპარდმა გასაოცარი თავური გაუტანა ბლექბერნს და ლონდონელებს გამარჯვება მოუტანა, რითიც ჩელსის ორთამაშიანი მოუგებელი სერია. მანჩესტერ სიტისთან თამაშში ლემპარდი მხოლოდ მეორე ტაიმში გამოვიდა, მაგრამ მაინც შეძლო გოლის გატანა 82-ე წუთზე. ლემპარდმა კიდევ ერთხელ გაიტანა გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე, ოღონდ ამჯერად ვულვზის კარებში.

2012 წლის 25 თებერვალს ლემპარდმა გაიფორმა გოლი ბოსტონის წინააღმდეგ და გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ-ლიგის ცხრა გადაბმულ სეზონში ათზე მეტი გოლი გაიტანა.

ანდრეა-ვილაშ-ბოაშის წასვლიდან 11 დღის შემდეგ ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალში ნაპოლის უმასპინძლა, 4-1 დაამარცხა და შემდეგ ტურში გავიდა. 4 გოლიდან ერთი ლემპარდმა გაიტანა, ასევე მის ანგარიშზეა ერთი საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალში ლემპარდმა ბენფიკას თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაუტანა გოლი, რითიც ლონდოლებს 2-1 გამარჯვება მოაპოვებინა სტემფორდ ბრიჯზე. ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში ლონდონელები კატალონიურ გიგანტს, ბარსელონას დაუპირსპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონა აშკარა ფავორიტი იყო, ლონდონელებმა სტემპორდ ბრიჟზე ისინი 1-0 დაამარცხეს. მიუხედავად პირველი ორი გოლისა, რომელიც ჩელსიმ კამპ ნოუზე გაუშვა, ლემპარდის საგოლე გადაცემით რამირესმა პირველი ტაიმის ბოლოში ანგარიში 2-1 გახადა. შეხვედრაში წერტილი ფერნანდო ტორესმა დასვა, როდესაც დამატებით დროში ბარსელონას მეორე გოლი გაუტანა. ამავე შეხვედრაში წითელი ბარათი (და შესაბამისად, დისკვალიფიკაცია) მიიღო გუნდის კაპიტანმა ჯონ ტერიმ.

 
ლემპარდი და დროგბა 2012 წლის ფინალში

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩელსი მიუნხენის ბაიერნს ალიანს არენაზე დაუპირისპირდა. თამაშის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა და ტიტულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც ლემპარდმა (ასევე კოულმა, დროგბამ და ლუიზმა) თავისი პენალტი გაიტანა. ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგეს, თასი კი ლემპარდმა და ტერიმ აღმართეს. სეზონი ლემპარდმა 16 გოლით და 10 ასისტით დაასრულა.

2012-13 რედაქტირება

 
ლემპარდი 2012 წელს.

ევრო-2012 ლემპარდმა ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ჩელსის შემადგენლობაში ყველა შეხვედრა ჩაატარა. პრემირ-ლიგის პირველ შეხვედრაში ლემპარდმა პენალტი გაუტანა უიგანს, ხოლო მეორე თამაშში მან რედინგის კარი აიღო. 6 ოქტომბერს ლემპარდმა ნორვიჩის კარი დალაშქრა. 23 დეკემბერს ლემპარდი მეხუთასედ გამოვიდა პრემიერ-ლიგაში, ხოლო 30 დეკემბერს კიდევ ერთი გოლი გაიტანა ევერტონის კარში და ჩელსის 2-1 გამარჯვებაში დაეხმარა. ფეხბურთის ასოციაციის მესამე რაუნდში ლემპარდმა პენალტი გაიტანა საუთჰემპტონის კარებში.

2013 წლის 6 იანვარს ლემპარდის აგენტმა განაცხადა, რომ არ იყო გამორიცხული, რომ ინგლისელი 2013 წლის ივნისში გუნდს დატოვებდა, თუ კლუბი კონტრაქტს არ გაუგრძელებდა. 2013 წლის 12 იანვარს ლემპარდმა კიდევ ერთი პენალტი გაიტანა სტოკ სიტის კარებში. ამ გოლით ლემპარდი ლონდონური კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირების სიაში მეორე ადგილზე გადავიდა.

17 თებერვალს ლემპარდმა FA Cup-ზე თავისი 26-ე გოლი გაიტანა, რითიც ჩელსის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ამ ტურნირში გატანილი გოლების რაოდენობით. 17 მარტს ლემპარდმა ჩელსის მაისურით ვესთ ჰემის კარში თავისი მეორასე გოლი გაიტანა.

2013 წლის 11 მაისს, ასტონ ვილას წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, 61-ე წუთზე ლემპარდმა თავისი 203-ე გოლი გაიტანა, რითიც ბობი ტამპლინგს გაუთანაბრდა, ხოლო 88-ე წუთზე ლემპარდმა დუბლი გაიფორმა და ჩელსის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შემდეგ ხუთშაბათს, ევროპის ლიგაში ლემპარდმა კაპიტნის სამკლაურით გუნდი ბენფიკას წინააღმდეგ გაიყვანა. ჩელსიმ 2-1 მოიგო და 13-ე ტიტული გაიფორმა.

2013 წლის 16 მაისს ლემპარდმა კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

2013-14 რედაქტირება

 
ლემპარდი 2013 წელს

სეზონის პირველ თამაშში ფრენკმა საჯარიმო დარტყმით ვულვზის კარი დალაშქრა. 1 ოქტომბერს ფრენკმა თავისი 205-ე გოლი სტიუას გაუტანა. 23 ნოემბერს მან ვესთ ჰემის კარში გააფორმა დუბლი, 2 დეკემბერს კი ის პრემიერ-ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა. 2014 წლის 22 თებერვალს ფრენკმა გოლი ევერტონის კარში, დამატებით დროში გაიტანა. 2 აპრილს მან თავისი მე-100 თამაში ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში. 5 აპრილს ინგლისელმა საკლუბო კარიერაში 250-ე გოლი გაიტანა სტოკ სიტის კარებში.

23 მაისს ლემპარდი მოხვდა იმ მოთამაშეთა სიაში, რომლებსაც კლუბი უნდა დაეტოვებინათ. მიუხედავად ამისა, ინგლისელმა განაცხადა, რომ კონტრაქტზე საუბარს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ისაუბრებდა. 3 ივნისს დადასტურდა, რომ ლემპარდი კლუბს დატოვებდა.

მანჩესტერ სიტი და ნიუ-იორკ სიტი რედაქტირება

2014 წლის 24 ივლისს, გამოცხადდა, რომ ლემპარდმა ნიუ-იორკ სიტისთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 3 აგვისტოს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლემპარდი 2014 წლის 31 დეკემბრამდე მანჩესტერ სიტიში ითამაშებდა. სიტის შემადგენლობაში მისი დებიუტი 21 სექტემბერს, ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში შედგა, სადაც 85-ე წუთზე ინგლისელმა გაიტანა და ლურჯებს გამარჯვება გამოგლიჯა ხელიდან. გატანილი გოლი ლემპარდმა არ იზეიმა. ლემპარდი კარგად ჩაეწერა სიტის თამაშში და არაერთი მნიშნვნელოვანი გაიტანა მანჩესტერული გუნდის მაისურით.

2014 წლის 31 დეკემბერს აღმოჩნდა, რომ ლემპარდს ხელი მოუწერია სიტისთან კონტრაქტზე და ის სიტიში სეზონის ბოლომდე დარჩებოდა. ამ ფაქტმა და სიტის მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ ლემპარდი სიტიში მეორე სეზონზეც კი შეიძლებოდა დარჩენელიყო ნიუ-იორკ სიტის გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია. 9 იანვარს მანჩესტერ სიტიში დაადასტურეს, რომ ლემპარდმა სიტისთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო ნიუ-იორკ სიტისთან შეთანხმებას, რომლითაც ის იქ ადრე თუ გვიან ითაშებდა. იმავე დღეს ნიუ-იორკ სიტიში განაცხადეს, რომ ლემპარდმა კლუბთან მოაწერა კონტრაქტს ხელი და მოედანზე 1 ივლისს გამოვიდოდა.

2015 წლის 1 იანვარს ლემპარდმა სანდერლენდს პრემიერ-ლიგაში თავისი 176-ე გოლი გაიტანა. 24 მაისს კი მან სიტის შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ეს მოხდა პრემიერ-ლიგის ფინალურ შეხვედრაში მოხდა, სადაც ლემპარდი კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და პრემიერ-ლიგაში თავისი ბოლო, 178-ე გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ ლემპარდი ღირსეულად გააცილეს. მთლიანობაში, 2014-15 წლების სეზონში მან 32 მატჩში ითამაშა. მიუხედავად ასაკისა, მან მაინც შეძლო 8 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება.

ნიუ-იორკ სიტიში ინგლისელის დებიუტი ტრავმების გამო გადაიდო. თავისი პირველი გოლი მან 2015 წლის 17 სექტემბერს გაიტანა, ხოლო 3 ოქტომბერს, თამაშის 45-ე წამზე მან კლუბის ისტორიაში უსწრაფესი გოლი გაიტანა. მთლიანობაში სეზონში ლემპარდმა 10 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

 
ფრენკ ლემპარდი ჩელსისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ

კარიერა ეროვნულ ნაკრებში რედაქტირება

ლემპარდის დებიუტი ინგლისის U21-ის ნაკრების შემადგენლობაში 1997 წლის 13 ნოემბერს, საბერძნეთის წინააღმდეგ შედგა. U21-ში ლემპარდი 2000 წლის ივნისამდე თამაშობდა, და გაიტანა 9 გოლი 19 თამაშში. ლემპარდზე უკეთესი მაჩვენებელი ალან შირერს და ფრანსის ჯეფერს აქვს. გარდა ამისა, ერთხელ გაიძახეს ინგლისის B ნაკრებში 1998 წლის 10 თებერვალს, ჩილესთან ჩატარებულ შეხვედრაზე.

პირველად ინგლისის ძირითად ნაკრებში ლემპარდი 1999 წლის 10 ოქტომბერს, ბელგიასთან ამხანაგურ შეხვედრაზე გამოიძახეს, ხოლო თავისი პირველი გოლი 2003 წლის 20 აგვისტოს ხორვატიას გაუტანა. ლემპარდი გახდა მერვე ფეხბურთელი, ვინც ინგლისის ნაკრებში 100-ზე მეტჯერ გაიძახეს. 

ევრო 2004 რედაქტირება

ლემპარდი არ გაიძახეს ევრო 2000-ზე და მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისი მეოთხედ-ფინალამდე მივიდა, ხოლო ლემპარდმა ოთხ თამაშში სამი გოლი გაიტანა. გოლები მან საფრანგეთს, ხორვატიას და პორტუგალიას გაუტანა. უეფამ იგი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ევრო 2004-ის შემდეგ რედაქტირება

2004 წლის შემდეგ ლემპარდი ინგლისის რეგულარული მოთამაშე გახდა. გარდა ამისა, ინგლისის გულშემატკივრებმა ის 2004 და 2005 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2006 წლის კვალიფიკაციაში ლემპარდი ინგლისის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ხუთი გოლით. გარდა ამისა, ლემპარდმა გაიტანა გამარჯვების გოლი პოლონეთის და ავსტრიის კარებში. 

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რედაქტირება

ინგლისის პირველ თამაშში (ინგლისელებმა 1-0 მოიგეს) პარაგვაის წინააღმდეგ ლემპარდი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელმა ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, მან გოლი ვერ გაიტანა და გარდა ამისა, ვერც პენალტების სერიაში (პორტუგალიის წინააღმდეგ, მეოთხედ-ფინალში) შეძლო თერთმეტმეტრიანის რეალიზება. 

2007-2009 წლები რედაქტირება

2007 წელს ახალ უემბლის სტადიონზე ლემპარდმა გოლი გაუტანა გერმანიას, ხოლო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე მეორე ტაიმში ლემპარდი შეცვლაზე გამოვიდა ესტონეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ინგლისელებმა ესტონეთთანაც და ხორვატიასთან წააგეს და ევრო 2008-ზე ვერ მოხვდნენ. თავისი პირველი გოლი 2007 წლის შემდეგ ლემპარდმა სლოვაკიას 2009 წლის მარტში გაუტანა და უეინ რუნისაც გადასცა საგოლე გადაცემა. ლემპარდის ეს გოლი უემბლის სტადიონზე ინგლისის მეხუთასე გოლი გახდა. 2009 წლის 9 სექტემბერს ლემპარდმა დუბლი შეასრულა ხორვატიას წინააღმდეგ, რითიც თავისი წვლილი შეიტანა ინგლისის გამარჯვებაში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და არჩათვლილი გოლი რედაქტირება

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედ-ფინალურ შეხვედრაში ლემპარდმა დაარტყა გერმანიის ნაკრების კარებში. ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, ხოლო შემდეგ კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ არც ერთმა მსაჯმა არ დააფიქსირა გოლი, რომელმაც ანგარიშიც გათანაბრება შეეძლო. მეორე ტაიმში ლემპარდმა კვლავ მოარტყა ბურთი ხარიხას, ოღონდ ამჯერად 30 იარდიანი საჯარიმო დარტყმიდან. საბოლოოდ გერმანელებმა 4-1 გაიმარჯვეს და ინგლისს ტურნირი დაატოვებინეს. 

ევრო 2012 რედაქტირება

2011 წლის 8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლემპარდი იქნებოდა გუნდის კაპიტანი დანიასთან ჩასატარებელ ამხანაგურ შეხვედრაში, რადგან ვერც სტივენ ჯერარდი და ვერც რიო ფერდინანდი ვერ ითამაშებდნენ. 2011 წლის ნოემბერში ლემმპარდმა ესპანეთთან ამგახანაგურ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და ინგლისს გამარჯვება მოუტანა.

ევრო 2012-ის კვალიფიკაციაში ლემპარდმა ორი პენალტი გაიტანა; პირველი ეულსის, ხოლო მეორე შვეიცარიის კარებში, რითიც ლემპარდი ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო პენალტისტი გახდა. 2012 წლის 31 მაისს ლემპარდმა ტრავმა მიიღო და ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.

2012 წლის 14 აგვისტოს როი ჰოჯსონმა გამოაცხადა, რომ ფრენკი იქნებოდა გუნდის კაპიტანი ხვალინდელ შეხვედრაში იტალიის წინააღმდეგ (ინგლისმა 2-1 გაიმარჯვა).

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია რედაქტირება

ლემპარდმა პირველი თამაში მოლდოვას წინაარმდეგ ჩაატარა და მოწინაარმდეგის კარი ორჯერ დალაშქრა. მისი პირველი გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან იყო გატანილი. ეს პენალტი ინგლისის ნაკრების ისტორიაში მე-100 გახდა.

თავისი 26-ე გოლი ლემპარდმა უკრაინას გაუტანა და გოლების რაოდენობით ბრაიან რობსონს გაუთანაბრდა, ხოლო 2014 წლის 22 მარტს ლემპარდმა აჯობა დევიდ პლატს და გახდა ინგლისის ნაკრების ყველა შედეგული ნახევარმცველი 29 გოლით. 

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რედაქტირება

12 მაისს ლემპარდი 23 კაციან სიაში შევიდა და გუნდის ვიცე-კაპიტნად დასახელდა. 24 ივნისს, ჩემპიონატზე ინგლისის ბოლო თამაშზე ლემპარდი გაუძღვა გუნდს კოსტა-რიკას წინააღმდეგ. მატჩი ფრედ დასრულდა.

ნაკრებიდან წასვლა რედაქტირება

2014 წლის 26 აგვისტოს ინგლისელმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრებიდან მიდიოდა. ეროვნული ნაკრების კარიერაში მან 106 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ბრენთვუდის სკოლაში სწავლობდა 1989-94 წლებში, წარმატებით ჩააბარა გამოცდები, გამორჩეულად კარგად იცოდა ლათინური.

მამამისი ფრენკ ლემპარდ უფროსი იყო ვესთ ჰემის მოთამაშე და მწვრთნელის დამხმარე. დედამისი პეთი დაიღუპა 2008 წელს, 58 წლის ასაკში პნევმონიის გამო. ლემპარდის ბიძა არის ჰარი რედნაპი, ხოლო ბიძაშვილი ჯეიმი რედნაპი.

2000 წელს ის, რიო ფერდინანდი და კიერონ დაიერი გამოჩნდნენ სექსუალური ცხოვრების ამსახველ კადრებზე, რომლებიც კვიპროსზე იქნა გადაღებული. 2001 წლის 11 სექტემბერს ჩელსის სხვა სამ ფეხბურთელთან ერთად დააჯარიმეს ორკვირიანი ხელფასით ლუდის სმის გამო. ლემპარდმა და სხვა ფეხბურთელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ამერიკელ ტურისტებს Heathrow-ის სასტუმროში (11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ). სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა:

 
„ისინი აუტანელნი იყვნენ. როგორ ჩანს, ფეხებზე ეკიდათ, თუ რა ხდებოდა
(ინგლ. They were utterly disgusting. They just didn't seem to care about what happened)“

2009 წელს კი კლუბის ექიმის მიერ გასინჯვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მას IQ-ს რეკორდულად დიდი მაჩვენებელი ჰქონდა.

2007 წელს ლემპარდმა განაცხადა, რომ კონსერვატიულ პარტს უჭერდა მხარს.

ოჯახი რედაქტირება

ჰყავს ორი შვილი (ლუნა, დ. 2005 წლის 25 აგვისტოს; ისლა, დ. 2007 წლის 20 მაისს) ყოფილი ცოლისგან, ესპანელი მოდელი ელენა რივასაგან. ამჯერად დაქორწინებულია კრისტინ ბლიკლიზე.

სტატისტიკა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  ვესტ ჰემ იუნაიტედი:(1)

  ჩელსი:(13)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: