სტივენ ჯერარდი (ინგლ. Steven Gerrard; დ. 30 მაისი, 1980) — ინგლისელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბი „ლოს ანჯელეს გალაქსის“ წევრი, ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი.

სტივენ ჯერარდი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სტივენ ჯორჯ ჯერარდი
დაბადების
თარიღი
30 მაისი, 1980 (1980-05-30) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
ვჰისტონი, ინგლისის დროშა ინგლისი
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1987-1996 ლივერპული
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998-2015 ლივერპული 504 (120)
2015-2016 ლოს ანჯელეს გალაქსი 34 (5)
ეროვნული ნაკრები
2000-2014 ინგლისის ნაკრები 114 (21)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ჯერარდი დაიბადა პატარა ქალაქ უისტონში, რომელიც სულ რაღაც 8 კილომეტრითაა დაშორებული ლივერპულიდან. მან საფეხბურთო კარიერა უისტონის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც პირველად შემაჩნიეს „ლივერპულის“ სკაუტებმა. 9 წლის ჯერარდი გადავიდა „ლივერპულის“ ახალგაზრდულ აკადემიაში. 1997 წლის 5 ნოემბერს კი ჯერარდმა პირველი კონტრაქტი გააფორმა მერსესაიდულ კლუბთან.

ძირითად გუნდში დებიუტი მას 1998 წლის 29 ნოემბერს ჰქონდა „ბლექბერნ როვერსთან“ მატჩში, სადაც ბოლო წუთებზე შეცვლაზე შევიდა. თავის სადებიუტო სეზონში მან 13 შეხვედრა ჩაატარა და კაპიტნის, ჯეიმი რედნაპის ადგილას თამაშობდა მარჯვენა ნახევარმცველად, რადგან ამ უკანასკნელს ტრავმა ჰქონდა. ეს სეზონი ჯერარდისთვის არც ისე წარმატებული იყო. მან ვერ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა, რისი მიზეზიც მისი არასწორ პოზიციაზე დაყენება იყო. ჯერარდი ამჩნევდა რომ დაცვაში უფრო დიდ დროს ატარებდა, ვიდრე შეტევებში.

1999-2000 წლებში ჯერარდი პარტნიორობას უწევდა რედნაპს ნახევარდაცვის ცენტრში. თავისი პირველი დერბიც მან სწორედ ამ სეზონში ითამაშა. „ევერტონთან“ მატჩში იგი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა რობი ფაულერის ნაცვლად და ამ თამაშშივე მიიღო პირველი წითელი ბარათიც. ამ სეზონშივე გაიტანა მან თავისი პირველი გოლი „შეფილდის“ კარში. ამის შემდეგ მან რამდენიმე ტრავმა და ოპერაცია გადაიტანა.

2000-2001 წლების სეზონში მან 15-ჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და 10 გოლი გაიტანა. იმ წელს „ლივერპულმა“ მოიგო ლიგის და FA-ს თასები და ასევე უეფა-ს თასი. 2003 წელს სტივენ ჯერარდი „ლივერპულის“ კაპიტანი გახდა. ახალმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ იგი გუნდის ლიდერად აღიარა და ახალი 4 წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.

2003-04 წლებში საკმაოდ წარუმატებელი სეზონის შემდეგ ჟერარ ულიემ დატოვა კლუბი და გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტივენ ჯერარდი ლონდონურ „ჩელსიში“ გადავიდოდა. იგი აცხადებდა: „მე არ ვარ კმაყოფილი გუნდის მდგომარეობით და მისი პროგრესით. მე რეალურად ვფიქრობ წასვლაზე." თუმცა საბოლოოდ მან უარი თქვა 20 მილიონიან შემოთავაზებაზე და დარჩა ლვიერპულში. „მე ვრჩები ამკლუბში, რადგან აქ არის ჩემი გული და სული." - განაცხადა სტივენ ჯერარდმა.

2004-05 სეზონიც წარუმატებლად, უამრავი ტრავმებით დაიწყო. მათ შოროს ჯერარდსაც აწუხებდა ტრავმა და იგი მხოლოდ ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდა მოედანს სწორედ იმ მატჩში, „ოლიმპიაკოსთან“, სადაც წყდებოდა ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა. ჯერარდმა ამ თამაშში გადამწყვეტი გოლი გაიტანა ბოლო წუთებზე და გუნდი ფლეი-ოფში გაიყვანა. ჯერარდმა განაცხადა რომ ეს იყო მის კარიერაში უმნიშვნეოვანესი გოლი.

2005-06 წლების სეზონში მან 53 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა და სეზონის ბოლოს ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე სეზონის ბოლოს ლივერპულმა მოიგო FA-თასი. ფინალში ჯერარდმა 2 გადამწყვტი გოლი გაიტანა და გაამრჯვებინა საკუთარ კლუბს. ამ გოლებით იგი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი მსოფლიოში, რომელსაც გატანილი აქვს გოლები უეფას თასის, FA-ა თასის, ინგლისის თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში.

სტამბოლის ფინალი რედაქტირება

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი, დაუვიწყარი ფინალი რომელიც სამუდამოდ დარჩება „ლივერპულის“ გულშემატკივრების გულებში...

მას შემდეგ რაც ლივიერპულმა ძალიან რთული გზა გაიარა ფინალამდე, მეორე ტაიმის დასაწყისში 3-0 ნადგურდებოდა „მილანთან“. ამ მატჩის შემობრუნება ყველას წარმოუდგენელი ეგონა, თუმცა მოხდა სასწაული და ზუსტად 6 წუთში „ლივერპულმა“ 3 გოლი გაიტანა, რაშიც სტივენ ჯერარდის წვლილი უდიდესი იყო. მან გაიტანა პირველი გოლი და სული ჩაუდგა „ლივერპულის“ ბრძოლას საოცარი გამარჯვებისკენ. საბოლოოდ მერსესაიდლებმა ეს მატჩი პენალტების სერიაში მოიგეს. ჯერარდი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ და 2005 წლის ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ამ დაუვიწყარი ფინალის შემდეგ სტივმა განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა „ლივერპულიდან“ და რეკორდული შემოთავაზებაზე, კვირაში 100 000 გირვანქა სტერლიგის ოდენობით ხელფასზეც კი უარი თქვა და არ გადავიდა ლონდონის „ჩელსიში“.

2005-2015 წლები რედაქტირება

2007 წელს ლივერპული კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და კვლავ მილანს შეხვდა, თუმცა ამჯერად 2-1 დამარცხდა.

2007 წლის 28 ოქტომბერს ჯერარდმა ლივერპულის მაისურით 400-ე მატჩი ჩაატარა არსენალის წინააღმდეგ და ამ თამაშშიც გაიტანა გოლი. 2008 წლის 13 აპრილს კი მან თავისი 300-ე თამაში ჩაატარა პრემიერლიგაში. ამ სეზონში მან სულ 22 გოლი გაიტანა. ჯერარდი იმ წელსაც დასახელდა წლის საუკეთესო გუნდის წევრად და ნომინირებული იყო ასევე წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზეც.

2009 წლის 10 მარტს მან რეალ მადრიდის წინააღმდეგ ევროთასებზე თავისი 100-ე მატჩი ჩაატარა და დუბლიც შეასრულა (ლივერპული 4-0 მადრიდის რეალი). რამდენიმე დღის შემდეგ მან ისევ გაიტანა გოლი, ახლა უკვე მანჩესტერ იუნაიტედის კარში ოლდ ტრაფორდზე (მანჩესტერ იუნ. 1-4 ლივერპული). ამ თამაშის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ზინედინ ზიდანმა განაცხადა: „მართალია სტივი არ არის ისევე ყურადღების ცენტრში როგორც მესი და რონალდო, მაგრამ ჩემი აზრით იგი საუეკეთესოა მსოფლიოში.“

2009 წლის 22 მარტს ჯერარდმა შეასრულა თავისი პირველი ჰეთრიკი პრემიერ ლიგაში ასტონ ვილასთან მატჩში. იმავე წლის 13 მაისს ჯერარდი დასახელდა ჟურნალსტთა ასოციციის მიერ 2008/09 წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

2015 წელს ჯერარდმა „ლივერპული“ დატოვა და ამ კლუბში გატარებული 28 წლის შემდეგ ამერიკის მლს-ში, კერძოდ ლოს ანჯელეს გალაქსიში გადაბარგდა.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

 
ჯერარდი დანიელე დე როსის წინააღმდეგ ევრო 2012-ზე

ინგლისის ნაკრებში ჯერარდს დებიუტი 2000 წლის 31 მაისს ჰქონდა უკრაინის წინააღმდეგ მატჩში. იმავე წლის ზაფხულში იგი მოხვდა ევრო 2000-ზე ინგლისის ნაკრების განაცხადში და მხოლოდ ერთხელ ითამაშა, შევიდა რა შეცვლაზე გერმანიასთან მატჩში.

ჯერარდმა თავისი პირველი გოლი ნაკრებში გაიტანა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშში. ჯერარდმა გაუტანა გერმანიას მატჩში, რომელიც ინგლისმა 5-1 მოიგო. ინგლისი მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ჯერარდი ტრავმის გამო ვერ მოხვდა განაცხადში.

ევრო 2004-ზე ჯერარდი უკვე ძირითადი შემადგენლობის რეგულარული ფეხბურთელი იყო. შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში ჯერარდმა გაიტანა თავისი პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატებზე. ინგლისი მეოთხედფინალებიდან გამოეთიშა ბრძოლას.

ჯერარდმა პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიაში გამართულ მუნდიალზე 2006 წელს და 2 გოლიც გაიტანა ტრინინდადის და შვედეთის კარში. ამ ჩემპიონატზეც მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ინგლისი ტურნირს. 2008 წელს ჯერარდი ინგლისის ნაკრების ვიცე კაპიტანი გახდა. იმ სეზონში ინგლიესელებმა ვერ შეძლებს შეასრჩევი ეტაპიდან ევრო 2008-ზე გასვლა. ჯერარდი ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო 2010 წლის მუნდიალზე.

ევრო 2012-ზე ჯერარდი გუნდის კაპიტანი გახდა. ჯერარდი ინგლისს გაუძღვა ასევე 2014 წლის მუნდიალზე. ინგლისის მიერ კოსტა-რიკასთან ჩატარებული მატჩში ჯერარდისთვის უკანასკნელი იყო ნაკრების რიგებში.

ჩემპიონატის შემდეგ 34 წლის ჯერარდმა განაცხადა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. მან 14 წლის მანძილზე ნაკრების რიგებში 114 მატჩი ითამაშა. ჩატარებული მატჩების ოდენობით ის მესამეა ინგლისის ნაკრებში პიტერ შილტონისა და დეივიდ ბექჰემის შემდეგ. კაპიტნის რანგში ჯერარდმა 38 მატჩი ჩაატარა.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო გამარჯვებები

მეორე ადგილი

ინდივიდუალური ჯილდოები:

  • ჟურნსლისტთა ასოციაციის მიერ - წლის საუკეთესო ფეხბურთელი - 2008/09
  • ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - 2007, 2012
  • პრემიელიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - 2005/06
  • პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2000/01
  • ფანების გამოკითხივთ - წლის საუკეთესო ფეხბურთელი - 2000/01, 2008/09
  • პრემიერლიგის წლის გუნდის წევრი - 2000–01, 2003–04, 2004–05, 2005–06, 2006–07, 2007–08, 2008–09, 2013-14
  • პრემიერლიგის თვის ფეხბურთელი - მარტი 2001, მარტი 2003, დეკემბერი 2004, აპრილი 2006, მარტი 2009
  • წლის საუკეთესო გოლის ავტორი - 2005/06
  • ლივერპულის საუკეთესო ბომბარდირი - 2004–05, 2005–06, 2008–09
  • ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი - 2004/05
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე - 2004/05
  • FA-ს თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე - 2006
  • ევროპის წლის გუნდის წევრი - 2005, 2006, 2007
  • ევროპის ჩემპიონატის გუნდის წევრი - 2012
  • ფიფას წლის გუნდის წევრი - 2007, 2008, 2009
  • უეფას წლის გუნდის წევრი - 2005, 2006, 2007

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: