სტოკ სიტი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი „სტოკ სიტი“ (ინგლ. Stoke City Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სტოკ-ონ-ტრენტიდან. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში.

სტოკ სიტი
Stoke City
სრული სახელი Stoke City Football Club
მეტსახელი მექოთნეები (The Potters)
დაარსდა 1863; 161 წლის წინ (1863)[1]
სტადიონი ბეთ365 ,
სტოკ-ონ-ტრენტი, ინგლისი
(ტევადობა: 27,902[2])
პრეზიდენტი ინგლისის დროშა პიტერ კოუტსი
მწვრთნელი უელსის დროშა მარკ ჰიუზი
კაპიტანი ინგლისის დროშა რაიან შოუკროსი
ლიგა პრემიერლიგა
2016-17 მე-13 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

კლუბი დაარსდა 1863 წელს, როგორც „სტოკ რამბლერსი“, 1878 წელს კლუბს „სტოკი“ ერქვა, ხოლო 1925 წლიდან სტოკ-ონ-ტრენტს მიენიჭა ქალაქის სტატუსი, რის შემდეგაც კლუბს „სტოკ სიტი“ დაერქვა. „სტოკ სიტი“ მეორე უძველესი საფეხბურთო კლუბია მსოფლიოში, „ნოტს ქაუნთის“ შემდეგ. კლუბი აგრეთვე არის ინგლისის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი.[3]

კლუბის პირველი და ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, ლიგის თასი „სტოკ სიტიმ“ მოიგო 1972 წელს, ფინალში დაამარცხა „ჩელსი“. უმაღლეს ლიგაში საუკეთესო შედეგი იყო მე-4 ადგილი, რომელიც 1935-36 და 1946-47 წლების სეზონებში დაიკავა. 2011 წელს „სტოკ სიტიმ“ ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა. 3-ჯერ გავიდა ამავე თასის ნახევარფინალში, 1889 წელს და ზედიზედ 1971-1972 წლებში. „სტოკ სიტი“ არის საფეხბურთო ლიგის თასის 2-გზის გამარჯვებული, 1992 და 2000 წლების სეზონებში. 3-ჯერ ითამაშა ევროტურნირებზე, 1972-73, 1974-75 და ბოლოს 2011-12 წლების სეზონში. ამ უკანასკნელში შეძლო ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა, შემდეგ „ვალენსიასთან“ დამარცხდა.

საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „ბეთ365“-ზე, რომელიც გაიხსნა 1997 წელს, „ბრიტეანია სთედიუმის“ სახელით. მანამდე კლუბი თამაშობდა „ვიქტორია გრაუნდზე“. ვინაიდან სტოკ-ონ-ტრენტში ქოთნების ინდუსტრია იყო, კლუბის მეტსახელია „მექოთნეები. „სტოკ სიტის“ ტრადიციულ საშინაო ფორმაზე არის წითელი და თეთრი ვერტიკალური ზოლები. კლუბის ტრადიციული მეტოქეები არიან მიდლენდსის კლუბები, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ და „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“, ხოლო ლოკალური მტერი არის „პორტ ვეილი“, მატ დაპირისპირებას მექოთნეთა დერბი ეწოდება.

მიმდინარე შემადგენლობა რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   ინგლისი ჯეკ ბატლენდი
2 მცველი   შოტლანდია ფილ ბარდსლი
3 მცველი   ნიდერლანდები ერიკ პიტერსი
4 ნახევარმცველი   უელსი ჯო ალენი
5 მცველი   ესპანეთი მარკ მუნიესა
6 ნახევარმცველი   ირლანდია გლენ უილანი
7 ნახევარმცველი   ირლანდია სტივენ აირლენდი
8 მცველი   ინგლისი გლენ ჯონსონი
9 თავდამსხმელი   ინგლისი სეიდო ბერაჰინო
10 თავდამსხმელი   ავსტრია მარკო არნაუტოვიჩი
12 თავდამსხმელი   კოტ-დ’ივუარი ვილფრიდ ბონი
14 ნახევარმცველი   ნიდერლანდები იბრაჰიმ აფელაი
15 მცველი   ნიდერლანდები ბრუნუ მარტინს ინდი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 ნახევარმცველი   შოტლანდია ჩარლი ადამი (კაპიტანი)
17 მცველი   ინგლისი რაიან შოუკროსი
18 თავდამსხმელი   სენეგალი მამე ბირამ დიუფი
19 თავდამსხმელი   ირლანდია ჯონათან უოლტერსი
20 მცველი   აშშ ჯეფ კემერონი
21 ნახევარმცველი   საფრანგეთი ჟანელი იმბიულა
22 ნახევარმცველი    შვეიცარია ჯერდან შაჩირი
24 მცველი   ირლანდია ლამინ კონე
25 თავდამსხმელი   ინგლისი პიტერ კრაუჩი
29 მეკარე   დანია იაკობ ჰაუგორი
32 ნახევარმცველი   ეგვიპტე რამადან სობჰი
33 მეკარე   ინგლისი ლი გრანტი
35 მეკარე   ავსტრია დანიელ ბაქმანი

ტიტულები რედაქტირება

„სტოკ სიტის“ ტიტულები:[4]

ლიგა რედაქტირება

საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი

  • მეორე ადგილი: 2007/08

საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონი: 3

  • ჩემპიონი: 1932/33, 1962/63, 1992/93
  • მე-2 ადგილი: 1921/22
  • მე-3 ადგილი: (აღზევდა) 1978/79
  • პლეი-ოფის გამარჯვებული: 2001/02

ჩრდილოეთის მესამე დივიზიონი: 1

  • ჩემპიონი: 1926/27

საფეხბურთო ალიანსი: 1

  • ჩემპიონი: 1890/91

უესტ-მიდლენდსის რეგიონალური ლიგა: 1

  • ჩემპიონი: 1910/11

სამხრეთის ლიგის მე-2 დივიზიონი: 2

  • ჩემპიონი: 1909/10, 1914/15
  • მეორე ადგილი: 1910/11

თასები რედაქტირება

ასოციაციის თასი

  • ფინალისტი: 2010/11
  • ნახევარფინალისტი: 1898/99, 1970/71, 1971/72

ლიგის თასი: 1

  • გამარჯვებული: 1971/72
  • ფინალისტი: 1963/64

საფეხბურთო ლიგის ტროფი: 2

  • გამარჯვებული: 1991/92, 1999/00

უოტნის თასი: 1

  • გამარჯვებული: 1973/74

რეგიონალური რედაქტირება

სტეფორდშირის თასი: 15

  • გამარჯვებული: 1877–78, 1878–79, 1903–04 (shared), 1913–14, 1933–34, 1964–65, 1968–69 (shared), 1970–71, 1974–75, 1975–76, 1981–82, 1992–93, 1994–95, 1998–99, 2016–17
  • ფინალისტი: 1882–83, 1885–86, 1894–95, 1900–01, 1902–03, 2002–03, 2005–06, 2010–11

ბირმინგემის თასი: 2

  • გამარჯვებული: 1901, 1914
  • ფინალისტი: 1910, 1915, 1920, 1921

მენის კუნძულის თასი: 3

  • გამარჯვებული: 1987, 1991, 1992
  • ფინალისტი: 1985

ბასის საქველმოქმედო ვაზა: 5

  • გამარჯვებული: 1980, 1991, 1992, 1995, 1998
  • ფინალისტი: 1890, 1894, 1990, 1996

ევროტურნირებზე რედაქტირება

სეზონი ტურნირი ეტაპი მოწინააღდეგე შინ გასვლითი ჯამში
1972-73 უეფა-ს თასი 1-ლი ეტაპი   კაიზერსლაუტერნი 3–1 0–4 3–5
1974-75 1-ლი ეტაპი   აიაქსი ამსტერდამი 1–1 0–0 1–1 ()
2011-12 უეფა-ს ევროპის ლიგა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი   ჰაიდუკი სპლიტი 1–0 1–0 2–0
პლეი-ოფი   თუნი 4–1 1–0 5–1
ჯგუფი E   ბეშიქთაში 2–1 1–3 მე-2
  დინამო კიევი 1–1 1–1
  მაკაბი თელ-ავივი 3–0 2–1
1/32 ეტაპი   ვალენსია 0–1 0–1 0–2

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Stoke City FC Landmarks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-13. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2016.
  2. Bournemouth Victory Enjoyed By Record Attendance. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-12. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2015.
  3. 150 Celebration Tiles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-03. ციტატა: „This is just one of the ways in which the Club will be marking this landmark in their history as the second oldest Football League club and the oldest in the Premier League.“ ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2016.
  4. Club Honours. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2016.