ვასილი ნიკოლოზის ძე რემესლო (დ. 28 იანვარი (10 თებერვალი), 1907, სოფ. ტეპლოვო, ახლანდ. ტეპლოვკა, პოლტავის ოლქი — გ. 4 სექტემბერი, 1983, მირონოვკა, კიევის ოლქი) — უკრაინელი საბჭოთა სელექციონერი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა სრულიად საკავშირო აკადემიისა (1964) და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), სოციალისტური შრომის ორგზის გმირი (1966, 1977).

ვასილი რემესლო
უკრ. Васи́ль Микола́йович Ремесло́
დაბ. თარიღი 28 იანვარი (10 თებერვალი), 1907
დაბ. ადგილი ტეპლოვო, პირიატინის მაზრა, პოლტავის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 4 სექტემბერი, 1983(1983-09-04) (76 წლის)
გარდ. ადგილი მირონოვკა, კიევის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ
დასაფლავებულია ბაიკოვეს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა პოლიტიკოსი
სამეცნიერო ხარისხი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ლენინური პრემია, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, მედალი „ბერლინის აღებისათვის“, გდრ-ის ეროვნული პრემია, ნამგალი და ურო, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ნამგალი და ურო, შრომის ორდენი (ჩეხოსლოვაკია), უკრაინის სსრ-ის მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, მედალი „კიევის 1500 წლისთავის ხსოვნისათვის“ და უკრაინის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

1928 წელს დაამთავრა მასლოვკის კ. ა. ტემირზიაიევის სახელობის სელექციისა და მემარცვლეობის ინსტიტუტი (კიევის ოლქი). 1933–1937 იყო ნოვოურენკის (მოგვიანებით ულიანოვკის) სასელექციო-საცდელი სადგურის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1938–1942 და 1947–1948 წლებში მუშაობდა სევერო-დონეცკის სახელმწიფო სასელექციო სადგურში (1941–1942 წლებში დირექტორი). 1948–1964 წლებში მირონოვკის ხორბლის სელექციისა და მემარცვლეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (1968 წლამდე მირონოვკის სასელექიო სადგური) დირექტორის მოადგილე, 1964 წლიდან დირექტორი.

შეიმუშავა მაღალმოსავლიანი, ექსტრემალურ პირობებისადმი მომატებული გამძლეობის საშემოდგომო ხორბლის ჯიშებისა სელექციის მეთოდები. შექმნა და დაარაიონა ხორბლის 20 ჯიში, მათ შორის საშემოდგომო: მირონოვკის 808, მირონოვკის საიუბილეო და სხვ., რომლებიც დღესაც ფართოდაა გავრცელებული. მიღებული აქვს ლენინური (1963) და სსრკ სახელმწიფო პრემიები (1979). დაჯილდოებულია ლენინის ორდენებით (1966, 1973, 1975, 1977).

თხზულებები რედაქტირება

  • Ози­мая пше­ни­ца Ми­ро­нов­ская 264 и Ми­ро­нов­ская 808. М., 1964;
  • Ми­ро­нов­ские пше­ни­цы. М., 1972 (со­авт.);
  • Се­лек­ция, се­ме­но­вод­ст­во и сор­то­вая аг­ро­тех­ни­ка пше­ни­цы: Избр. тр. М., 1977;
  • Се­лек­ция и сор­то­вая аг­ро­тех­ни­ка пше­ни­цы ин­тен­сив­но­го ти­па. М., 1982 (со­авт.).

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ком­па­не­ец М. К. Сча­стье – да­рить лю­дям хлеб. М., 1972;
  • РЕМЕСЛО // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 384.