ნამგალი და ურო (მედალი)

„ნამგალი და ურო“ოქროს მედალი ყოფილ სსრკ-ში, რომელსაც გადასცემდნენ სოციალისტური შრომის გმირებს. დაწესდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1940 წლის 22 მაისის ბრძანებულით. წარმოადგენს ხუთქიმიან ვარსკვლავს, რომლის ცენტრში გამოხატულია ნამგალი და ურო. ატარებდნენ მკერდის მარცხენა მხარეს, ორდენებისა და მედლების ზემოთ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 7, გვ. 307, თბ., 1984