ლენინური პრემია, ვ. ი. ლენინის სახელობის პრემია (რუს. Ле́нинская пре́мия) — სსრკ-ში მოქალაქეთა წახალისების ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში უთვალსაჩინოესი მიღწევებისათვის.

სკკპ ცკ-ისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1966 წლის 9 სექტემბრის დადგენილებით, 2 წელიწადში ერთხელ ანიჭებდნენ 30 ლენინურ პრემიას (25 — მეცნიერებასა და ტექნიკაში, 5 — ლიტერატურაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში). 1970 წელს დამატებით დაწესდა პრემია საბავშვო ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებისათვის. თითოეული ლენინური პრემიის ოდენობა 1000 მანეთი იყო. მოქმედი დებულებით (СП СССР 1967, № 6, ст. 29) განსაზღვრული იყო იმ სახელმწიფო, საზოგადო და სამეცნიერო ორგანიზაციათა წრე, რომელთაც უფლება ჰქონდათ წარედგინათ ნაშრომი ლენინურ პრემიაზე. ლენინური პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარედგინათ სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც დაიბეჭდა (საჯაროდ შესრულდა ან აიგო) კანდიდატურების წარდგენის ვადის დამთავრებამდე 1 წლით ადრე, ტექნიკური და წარმოების დარგის ნაშრომი კი — სახალხო მეურნეობაში დანერგვის შემდეგ. სკკპ ცკ-ისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ლენინური პრემიის მინიჭების შესახებ პრესაში ქვეყნდებოდა ვ. ი. ლენინის დაბადების დღესთან დაკავშირებით. იმ პირს, რომელმაც მიიღო ლენინური პრემია, ენიჭება „ლენინური პრემიის ლაურეატის“ წოდება, გადაეცემოდა დიპლომი, საპატიო ნიშანი და მოწმობა.

საქართველოს სსრ რედაქტირება

ლენინური პრემიის ლაურეატები იყვნენ:

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება