საპატიო ნიშანი

სსრკ-ის ორდენი

„საპატიო ნიშანი“ (რუს. Орден «Знак Почёта») — ორდენი, რომელიც დააწესა ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (ცაკი) 1935 წლის 25 ნოემბერს. ამ ორდენით სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი აჯილდოებს ცალკეულ მოქალაქეებსა და კოლექტივებს მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტზე და ვაჭრობაში მაღალი მაჩვენებლებისათვის; სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ მოღვაწეობაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის, დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის გამოგონებისა და ტექნიკისს გაუმჯობესებისათვის; საბჭოთა არმიისა და სსრკ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის. ორდენის ნიშანი ვერცხლისაგან მზადდება. იბნევენ შრომის წითელი დროშის ორდენის შემდეგ.

ორდენი „საპატიო ნიშანი“

ქვეყანასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სტატუსიარ გაიცემა
სტატისტიკა
პარამეტრებივერცხლი, სიმაღლე — 46 მმ, სიგანე — 32,5 მმ
დაწესების თარიღი25 ნოემბერი 1935
პირველი დაჯილდოება26 ნოემბერი, 1935
ბოლო დაჯილდოება23 დეკემბერი, 1988
დაჯილდოების რაოდენობა1 580 850
რიგითობა
მაღალი ჯილდოორდენი «სსსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის » III ხარისხი
დაბალი ჯილდო«პირადი სიმამაცისათვის»

ლიტერატურა რედაქტირება