ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Zorin OS არის პერსონალური კომპიუტერის ოპერაციული სისტემა, შექმნილია ლინუქსზე დაფუძნებული კომპიუტერებისთვის ახალი მომხმარებლებისთვის. მასში ჩაშენებული ერთ-ერთი ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეცვალონ ინტერფეისი და მიამსგავსონ Microsoft Windows ან macOS. Wine -ის და PlayOnLinux -ის დაყენება მარტივადაა შესაძლებელი Zorin OS -ზე, ისინი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გაუშვან Windows -ის პროგრამული უზრუნველყოფა გარდამავალი სიმარტივისთვის. Zorin OS -ის შემქმნელები აწარმოებენ ოპერაციული სისტემის სამ უფასო გამოცემას, შესასყიდად კი „Ultimate“ გამოცემას.


მიმდინარე გამოშვებებია Zorin OS 15.3 Ultimate, Zorin OS 15.3 Core, Zorin OS 15.3 Lite, და Zorin OS 15.3 Education. ახალი გამოცემები განაგრძობენ Ubuntu -ზე დაფუძნებულ Linux -ის ბირთვის და GNOME ან XFCE ინტერფეისის გამოყენებას.

მახასიათებლები

რედაქტირება

Zorin OS არის სრულად გრაფიკული, გრაფიკული ინსტალერით. სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით, იგი მიჰყვება Ubuntu -(ს) ძირითადი სისტემის გრძელვადიან გამოშვებებს. ის იყენებს როგორც საკუთარ პროგრამულ საცავებს, ასევე Ubuntu -(ს) საცავებს.

მიმოხილვა

რედაქტირება

Zorin OS -ის კომპანია დაფუძნდა და შეიქმნა დუბლინში 2009 წელს, რუსი თანა-დამფუძნებლების, არტიომის და კირილ ზორინის მიერ.

Zorin OS თავდაპირველად გამოშვებული იქნა 2009 წლის 1 ივლისს. ძველი ვერსიები მომხმარებლებისგან სუფთა ინსტალაციას მოითხოვდნენ, თუმცა 12.4 ვერსიიდან, სისტემის განახლების მენეჯერი შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებული ინსტალაციების განახლებისთვის.

ვერსიების ისტორია

რედაქტირება
ვერსია გამოშვების თარიღი დაფუძნებულია
Zorin OS 1.0 2009 წლის 1 ივლისი
Zorin OS Limited Edition '09 2009 წლის 7 დეკემბერი
Zorin OS 2 2010 წლის 1 იანვარი
Zorin OS 3 2010 წლის 10 ივნისი Ubuntu 10.04 LTS
Zorin OS 4 2010 წლის 22 დეკემბერი Ubuntu 10.10
Zorin OS 5 2011 წლის 6 ივნისი Ubuntu 11.04
Zorin OS 5.1 2011 წლის 23 აგვისტო Ubuntu 10.04 LTS
Zorin OS 6 2012 წლის ივნისი Ubuntu 12.04 LTS
Zorin OS 6.1 2012 წლის 8 ნოემბერი
Zorin OS 6.2 2013 წლის 27 თებერვალი
Zorin OS 6.3 2013 წლის 14 მაისი
Zorin OS 7 2013 წლის 10 ივნისი Ubuntu 13.04
Zorin OS 6.4 2013 წლის 28 აგვისტო Ubuntu 12.04 LTS
Zorin OS 8 2014 წლის 27 იანვარი Ubuntu 13.10
Zorin OS 9 2014 წლის 15 ივლისი Ubuntu 14.04 LTS
Zorin OS 10 2015 წლის 1 აგვისტო Ubuntu 15.04
Zorin OS 11 2016 წლის 3 თებერვალი Ubuntu 15.10
Zorin OS 12 2016 წლის 18 ნოემბერი Ubuntu 16.04 LTS
Zorin OS 12.1 2017 წლის 27 თებერვალი
Zorin OS 12.2 2017 წლის 8 სექტემბერი
Zorin OS 12.3 2018 წლის 16 მარტი
Zorin OS 12.4 2018 წლის 13 სექტემბერი
Zorin OS 15 2019 წლის 5 ივნისი Ubuntu 18.04 LTS
Zorin OS 15.2 2020 წლის 5 მარტი
Zorin OS 15.3 2020 წლის 8 სექტემბერი
Zorin OS 16 Beta 2021 წლის ივნისი-ივლისი Ubuntu 20.04 LTS

უსაფრთხოება

რედაქტირება

Zorin OS -(ს) გააჩნია გაურთულებელი დაყენებული უსაფრთხოება, თუმცა ის ნაგულისხმევად არ არის ჩართული.

Zorin OS შექებული იქნა ინტუიციური და ნაცნობი განლაგებისთვის, ფუნქციონირებისა და ინსტალაციის პროცესისთვის. ის შექებული იქნა Windows 10 -ის ნაცნობი განლაგების ჰქონისთვის, NVIDIA დრაივერების მარტივი ინსტალაციისა და მარტივი ინტუიციური პროგრამული უზრუნველყოფის ცენტრისთვის.

გარე ბმულები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Zorin_OS“-დან