ჯეფერი ლამარ უილიამსი (ინგლ. Jeffery Lamar Williams; დ. 1991 წლის 16 აგვისტო), პროფესიული სახელით ცნობილი როგორც Young Thug — ამერიკელი რეპერი ატლანტა, ჯორჯიადან. ცნობილია არასტანდარტული ვოკალური სტილით, გარეგნობით და ხასიათით. მან პირველად წარმატება მოიპოვა სამხრეთელი რეპერებთან, Rich Homie Quan-თან, Birdman-თან, Waka Flocka Flame-თან, T.I.-სთან, და Gucci Mane-თან თანამშრომლობით. საწყის ეტაპზე, 2011 წელს გამოაქვეყნა მიქსტეიპი I Came From Nothing. 2013 წლის დასაწყისში გაწევრიანდა Gucci Mane-ის 1017 Record-ში[4] და იმავე წელს გამოაქვეყნა მიქსტეიპი 1017 Thug, რომელშიც შედიოდა კრიტიკებისაგან ნაქები "Picacho."[5]

Young Thug

Young Thug 2021 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯეფერი ლამარ უილიამსი
აგრეთვე ცნობილი როგორც
  • Young Thug
  • No, My Name is Jeffery[1]
  • Jeffery[2]
დაბ. თარიღი 16 აგვისტო, 1991 (1991-08-16) (32 წლის)[3]
დაბ. ადგილი ატლანტა, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2011-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი youngstonerlife.com
Young Thug ვიკისაწყობში

მან დიდი ყურადღება მიიქცია 2014 წელს სიმღერებით „Stoner“ და „Danny Glover“, ისევე, როგორც სხვა სინგლებზე, „About the Money“ და „Lifestyle“ გამოჩენით. ამავე წელს გაწევრიანდა ლიორ კოენის 300 Entertainment-ში და მონაწილეობდა მიქსტეიპების Black Portland და Rich Gang: Tha Tour Pt.1. ჩაწერა. 2015 წელს გამოსცა მიქსტეიპები Barter 6 და Slime Season-ის ორი ნაწილი. ამას მოჰყვა მიქსტეიპები I'm Up, Slime Season 3, და Jeffery. 2017 წელს გამოსცა მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls.[6]

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები
კომერციული მიქსტეიპები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. UPDATE: YOUNG THUG HAS A NEW NAME--BUT MAYBE NOT FOR LONG
  2. Young Thug is changing his name to 'No, My Name Is Jeffrey'
  3. Young Thug
  4. Young Thug. Billboard. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2015.
  5. GEN F: Young Thug. The Fader. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2014.
  6. Listen To Young Thug's New Album, 'Beautiful Thugger Girls'. Noisey (June 16, 2017). ციტირების თარიღი: June 16, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Young_Thug&oldid=4621384“-დან