Yello — შვეიცარიული სინთპოპ-ჯგუფი, რომელშიც შედიან დიტერ მაიერი და ბორის ბლანკი. ჯგუფის განთქმულია სინგლებით "The Race" და "Oh Yeah".

Yello
Dieter Meier and Boris Blank.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა შვეიცარია
ჟანრ(ებ)ი სინთპოპი
ელექტრონიკა
აქტიური 1979-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mercury, Polydor, Elektra, Broadway, Ralph, Smash, Vertigo
წევრები დიტერ მაიერი
ბორის ბლანკი
ყოფილი წევრები კარლოს პერონი
ჯილდოები Q113060743?
საიტი yello.com
Yello ვიკისაწყობში

ისტორიარედაქტირება

ჯგუფი 1970-იანი წლების ბოლოს ჩამოაყალიბეს ბორის ბლანკმა (კლავიშები, სემპლირება, პერკუსია, ვოკალი) და კარლოს პერონმა. დიტერ მაიერი, რომელიც მილიონერი იყო, შეუერთდა ჯგუფს მაშინ, როდესაც მათ დასჭირდათ ვოკალისტი. ჯგუფისათვის არჩეული იქნა სახელი ’Yello’. მაიერისა და ბლანკის პირველი ჩანაწერი იყო 1979 წლის სინგლი "I.T. Splash", ამას კი 1980 წელს მოჰყვა სტუდიური დისკი Solid Pleasure, რომელშიც შეტანილი იქნა მომავალში წარმატებული სინგლი "Bostich".

1983 წელს Yello-მ მიიქცია ყურადღება ჰიტ-სინგლებით "I Love You" and "Lost Again". პერონმა დატოვა ჯგუფი და სოლო-კარიერა დაიწყო. 1983 წლის ალბომით You Gotta Say Yes to Another Excess Yello-მ დაიწყო თანამშრომლობა ერნსტ გამპერთან, რომელიც მისთვის ალბომების შესანიშნავ ყდებს ქმნიდა. ცნობილია მის მიერ ჯგუფისათვის შემუშავებული კუთხოვანი ლოგოტიპი.

მაიერი ასევე წარმატებული რეჟისორია, რომელმაც დაწერა სცენარი და გადაიღო ორი ფილმი - ’ახლა და ყველაფერი’ და ’გამნათებელი’, ისევე როგორც Yello-ს ვიდეოკლიპების უმრავლესობა. ამასთან, მაიერი არის ღვინის კერძო მწარმოებელიც.

2005 წელს Yello-მ წარმოადგინა ალბომების Solid Pleasure, Claro Que Si, You Gotta Say Yes to Another Excess, Stella, One Second და Flag განახლებული გამოცემები, დამატებითი იშვიათი კომპოზიციების თანხლებით, სერიაში ’Yello-ს რემასტერები’.

Electro Pop made in Switzerland (რეჟ. ანკა შმიდი), დოკუმენტური ფილმი ჯგუფის შესახებ, იქნა წარდგენილი ციურიხის კინოთეატრში ’რიფ რაფი’, 2005 წლის სექტემბერში.

Yello-მ ასევე შექმნა რამდენიმე მუსიკალური თემა სარეკლამო რგოლებისათვის. 2007 წლის მარტში და მაისში მათ მიერ დაიწერა მელოდიები ავტომანქანის ’აუდი ა5’ რეკლამებისათვის.

დისკოგრაფიარედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Yello&oldid=4412828“-დან