Waterfalls (პოლ მაკ-კარტნის სიმღერა)
„Waterfalls“ — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის სიმღერა, შეტანილი მის 1980 წლის ალბომში McCartney II. იგი სინგლის სახით 1980 წლის 13 ივნისს გამოიცა და ბრიტანეთის ჩარტში #9 ადგილს იკავებდა[1][2]. თუმცა, აშშ-ში იგი იყო პოლის პირველი სიმღერა, რომელიც Billboard Hot 100-ში არ მოხვედრილა, მიუხედავად წინა სინგლის "Coming Up" წარმატებისა[3]. ისევე, როგორც ალბომის სხვა სიმღერები, კომპოზიცია იცავს მინიმალისტურ სტილს. პოლი მასში მხოლოდ Fender Rhodes-ის ელექტრონულ ფორტეპიანოზე და სინთეზატორზე უკრავს, აგრეთვე მღერის.
„Waterfalls“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პოლ მაკ-კარტნი | ||||
ალბომიდან McCartney II | ||||
B-მხარე | "Check My Machine" | |||
გამოსვლის თარიღი | 13 ივნისი 1980 | |||
ჩაიწერა | ივლისი-აგვისტო 1979 | |||
ჟანრი | სოფტ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:49 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Parlophone/EMI (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | პოლ მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | პოლ მაკ-კარტნი | |||
პოლ მაკ-კარტნის სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
2013 წელს Rolling Stone-მა „Waterfalls“ დაასახელა მაკ-კარტნის რიგით #25 საუკეთესო სიმღერად, რომელიც The Beatles-ის შემდეგ ჩაიწერა.[4][5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Waterfalls. ციტირების თარიღი: 2009-03-28.
- ↑ Official Charts: Paul McCartney. The Official UK Charts Company. ციტირების თარიღი: 2011-10-13.
- ↑ Chip Madinger & Mark Easter, Eight Arms To Hold You: The Solo Beatles Compendium (Chesterfield, MO: 44.1 Productions, 2000), 250.
- ↑ (2013) „Paul's 40 Greatest Solo Songs“, Special Collector's Edition: Paul McCartney. Rolling Stone Magazine, გვ. 89.
- ↑ Paul McCartney. The A.V. Club. ციტირების თარიღი: 2009-08-29.