Magnavox Odyssey²

(გადამისამართდა გვერდიდან Videopac G7000)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 26 სექტემბერი 2021. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

Magnavox Odyssey², აგრეთვე ცნობილია როგორც Philips Odyssey²მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული 1978 წელს. ევროპაში კონსოლი გამოდიოდა Philips Videopac G7000-ის სახელწოდებით, ბრაზილიაშიPhilips Odyssey და იაპონიაშიOdyssey2 (オデッセイ2 ოდესეი2). Odyssey² 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისამდე, Atari 2600-სა და Intellivision-თან ერთად ითვლებოდა ერთ-ერთ წამყვან ვიდეო თამაშების კონსოლად.

Magnavox Odyssey²
მწარმოებელი Magnavox, Philips
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი ევრ დეკემბერი, 1978[1][2]
ჩრდ.ამ. თებერვალი, 1979[1]
იაპ სექტემბერი, 1982[1]
ბრაზ მაისი, 1983[3]
საცალო გაყიდვაში 1978–1984
თავდაპირველი ფასი 179 აშშ დოლარი
შეწყდა 20 მარტი, 1984 (1984-03-20)[1]
გაიყიდა 2 მილიონი[4]
პროცესორი Intel 8048
მეხსიერება 64 ბაიტი RAM, 1024 ბაიტი ROM
ამოღებადი საცავი სათამაშო კარტრიჯი
კონტროლერის შეტანა ჯოისტიკი
წინა Magnavox Odyssey
შემდეგი Philips Videopac+ G7400

1970-იან წლებში კომპანია Magnavox მოწინავე იყო სახლის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, რომელმაც შეიმუშავა პირველი სახლის სათამაშო კონსოლი Odyssey, რომელსაც მოჰყვა კონსოლის რიგი ტექნიკურად გაუმჯობესებული ვერსიები. Odyssey²-ის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 1979 აშშ დოლარს. მისი წინამორბედისგან განსხვავებით და კონსოლების, Fairchild Channel F-სადა Atari 2600-ის მსგავსად გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯს და თან მოჰყვებოდა ჯოისტიკი, რომელიც 1970-1980-იან წლებში იქცა სტანდარტად. მასში განთავსებული იყო Intel-ის 8048-ის ცენტრალური პროცესორი 1.79 მჰც ტაქტური სიხშირით და 64 ბაიტი ოპერატიული მეხსიერება.

კონსოლი იმ დროში გაყიდვებით წარმატებული აღმოჩნდა, საერთო ჯამში გაიყიდა 2 მილიონი ასლი. 2009 წელს ვიდეო თამაშების საიტ IGN-მა Odyssey²-ს, სიაში „25 საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლი“ 21-ე ადგილი მიუჩინა.[5] Odyssey²-ის გამოცემა Philips-მა შეწყვიტა 1984 წელს, თუმცა მის წარმობის შეჩერებიდან ერთი წლით ადრე, 1983 წელს წარმოადგინა ახალი პროდუქტი Videopac + G7400.

თამაშები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 The Odyssey² Timeline.
  2. Courtesy titles, New Scientist 10 May 1979, Page 445, ...The Phillips G7000 Videopac will be on sale in the UK this summer at around...
  3. The Odyssey².
  4. Forster, Winnie (2005). The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005. GAMEPLAN, გვ. 30. ISBN 3-00-015359-4. 
  5. Magnavox Odyssey 2 is number 21. IGN. ციტირების თარიღი: 2012-07-28.