Veriexec-ი — ფაილის ხელმოწერის ტექნიკა NetBSD ოპერაციულ სისტემაში.

ციფრული ხელმოწერების სიის ბირთში ჩატვირთვა ხდება სპეციალურად შექმნილი მოწყობილობის კვანძის (/dev/veriexec) მეშბეობით. ეს სია მოიცავს ფაილების მდებარეობას, ჰეშებს და მონდომებულ ფაილის ტიპს („DIRECT“ პროგრამებისთვის, „INDIRECT“ სკრიპტებისთვის, და „FILE“ დინამიკური ბიბლიოთეკებისთვის და ჩვეულებრივი ფაილებისთვის). ამით ბირთვს შეუძლია შეამოწმოს ციფრულად ხელმოწერილი ფაილების მონაცემები და მათი ჰეშები სანამ მათი გახსნა შესრულდება exec() ან open() სისტემის დაძახების ფუნქციით.

როდესაც Veriexec-ი არის დაშვებული დონე 0-ზე, ბირთვი მხოლოდ შენიშვნას გასცემს ხელმოწერის არდამთხვევის დროს. დონე 1-ზე, იგი არ დაუშვებს ხელმოწერის არდამთხვევის შემთხვევაში ფაილით სარგებლობას. დონე 2-ზე, არ დაუშვებს ხელმოწერილი ფაილის ხელმეორეთ შექნას ან გადაგდებას. ყველაზე მაღალ დონეზე, დონე 3, ბირთვი საერთოთ არ დაუშვებს არა ხელმოწერილი ფაილებით სარგებლობას.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Veriexec&oldid=4666022“-დან