Veni, vidi, vici
Veni, vidi, vici (ლათინურიდან: „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“) — ლათინური ფრთიანი გამოთქმა, რომელიც აპიანეს თანახმად[1] ეკუთვნის იულიუს კეისარს, რომელმაც აღნიშნული სიტყვები გამოიყენა რომის სენატში ძვ. წ. 47 წელს, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ფარნაკე II-ის წინააღმდეგ გამართულ ზელასთან ბრძოლაში[2]. ფრაზა გამოიყენა სწრაფი გამარჯვების აღსანიშნავად.
აღნიშნულ სიტყვებზე საუბრობს პლუტარქე თავის „პარალელურ ბიოგრაფიებში“ და გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი „თორმეტი კეისრის ცხოვრებაში“. პლუტარქე წერს, რომ ეს სიტყვები კეისარმა გამოიყენა ერთ-ერთ წერილში, რომელიც თავის მეგობარ ამანციუსს მისწერა რომში[3]. სვეტონიუსის მიხედვით კი კეისარმა ეს სამი სიტყვა წარწერის სახით ამოჰკვეთა პონტოში ტრიუმფის დროს[4].
ლიტერატურა
რედაქტირება- ფერერო გ., იულიუს კეისარი, თბ., 2016 ISBN 978-9941-444-26-5
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ando, Clifford (2000) Imperial Ideology and Provincial Loyalty in the Roman Empire.. Berkeley: University of California Press, გვ. 389. ISBN 9780520923720. ციტირების თარიღი: 7 January 2016.
- ↑ HISTORY OF JULIUS CAESAR. historyworld.net.
- ↑ პლუტარქე, Life of Caesar from penelope.uchicago.edu
- ↑ გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება: Julius from penelope.uchicago.edu