Uncle Albert/Admiral Halsey
Uncle Albert/Admiral Halsey — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის სიმღერა ალბომიდან Ram. იგი სინგლის სახით გამოიცა მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე, 1971 წლის 2 აგვისტოს. ბილბორდის ცხელ 100-ეულში მან #1 პოზიციას მიაღწია.[1][2]
„Uncle Albert/Admiral Halsey“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პოლ მაკ-კარტნი | ||||
ალბომიდან Ram | ||||
B-მხარე | Too Many People | |||
გამოსვლის თარიღი | 2 აგვისტო 1971 | |||
ჩაიწერა | 1970 | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:49 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
პოლ მაკ-კარტნი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Uncle Albert/Admiral Halsey ძირითადად მელოდიური ფრაგმენტების კოლაჟს წარმოადგენს. აქ გამოყენებულია უამრავი ხმის ეფექტები და ჟღერს ლინდა მაკ-კარტნის ხმა.
პოლ მაკ-კარტნის თქმით, Uncle Albert დაიწერა მისი ბიძის გავლენით - ადამიანის, რომლითაც მუსიკოსი მეტად ამაყობდა. ხოლო ადმირალი ჰელზი, მისივე მტკიცებით, არის უბრალოდ ამერიკელი ადმირალების განსახიერება.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Billboard.
- ↑ Paul McCartney singles. allmusic. ციტირების თარიღი: 2010-08-12.