Uaral — ჩილეური დუმ-მეტალ ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1996 წელს.[1]

Uaral
ბიოგრაფია
წარმოშობა კურიკო, ჩილე
ჟანრ(ებ)ი დუმ მეტალი, ფოლკ მეტალი
აქტიური 1996 - 2013
წევრები Aciago
Caudal

ისტორია რედაქტირება

ჯგუფის წევრების თქმით მათ ამ სახელწოდებით ჯგუფის შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ძლიერი წვიმის დროს თავის ვაშლის ბაღს შეაფარეს. აქ მათ მოხუცი კაცი ნახეს გიტარით ხელში. გიტარაზე კი „Uaral“ ეწერა. ისინი დამეგობრდნენ და ერთმანეთს თავიანთი სევდა გაუზიარეს. სწორედ ეს მოხუცი ადამიანი გახდა ჯგუფის წევრთა მენტორი გიტარის დაკვრაში, სიმღერასა და პოეზიაში.[2]

პირადი და ოჯახური ურთიერთობები, ჩილეში ცხოვრება — სწორედ ეს ყველაფერი არის „Uaral“ და ის გადმოცემულია მუსიკის სახით. მუსიკა ბუნებაში ყოფნისას, წვიმის დროს იქმნება. მათ უარი განაცხადეს ჯგუფის თუნდაც ერთი წევრის დამატებაზე, რადგან ვერ შეძლებდნენ მუშაობას მათთან, ვინც მათი ცხოვრება არ იცოდა. ჯგუფის წევრთა ვინაობა უცნობია. ისინი თავიანთ ანონიმურობას კარგად იცავენ.

პირველი სტუდიური ალბომის გამოშვება დაარსებიდან მხოლოდ 9 წლის შემდეგ გადაწყდა, თუმცა მანამდე 4 EP გამოუშვეს. ალბომი სახელწოდებით Sounds of Pain... 2005 წელს გამოვიდა. ალბომი 2003 წელს ჩაიწერა. სიმღერებში არის წვიმის, ტირილის, გოდების ხმა, რაც იმ მდგომარეობასთან არის კავშირში, რაშიც კონკრეტული სიმღერა დაიწერა. გაყიდვაში ალბომის მხოლოდ 500 ეგზემპლარი გამოვიდა. მოგვიანებით ალბომმა საზღვარგარეთ დიდი აღიარება მოიპოვა, განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა მეექვსე ტრეკი - Depresión.

მეორე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით — Lamentos a Poema Muerto 2007 წლის 16 ივლისს გამოვიდა. ალბომში უმეტესად შესული იყო ძველ EP-ებში შესულ სიმღერათა განახლებული ვერსიები, მათ შორის ცნობილი Lamentos.... გაუგებარი მიზეზების გამო, აღნიშნული ალბომი ბოლო აღმოჩნდა ჯგუფის შემოქმედებაში. 2013 წელს Uaral დაიშალა.

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები რედაქტირება

EP რედაქტირება

ჯგუფის შემადგენლობა რედაქტირება

  • Aciago - ინსტრუმენტები
  • Caudal - ვოკალი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.metal-archives.com/bands/Uaral/25123
  2. Entrevista a Uaral. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-09. ციტირების თარიღი: 2016-09-28.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Uaral&oldid=4650537“-დან