U2 360° Tour
U2 360° Tour — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს საკონცერტო ტურნე, გამართული 2009-2011 წლებში, ალბომის No Line on the Horizon მხარდასაჭერად. ისევე, როგორც ჯგუფის წინა ტურნეების შემთხვევაში, ამ ტურნეზეც გამოიყენებოდა გიგანტური სცენა, ამჯერად აგებული ისე, რომ მსმენელს ჯგუფის ხილვა ნებისმიერი წერტილიდან შეეძლო. მრგვალ, 360 გრადუსიან სცენაზე დამონტაჟებული იყო ოთხი გიგანტური ფეხის მსგავსი საყრდენი და მრგვალი ეკრანი, რომელზეც ასევე ნებისმიერი წერტილიდან ჩანდა ვიდეოკადრები.
U2 360° Tour | ||||
---|---|---|---|---|
ტურნეს პრომო-პოსტერი | ||||
ტურნე, გამართული U2-ს მიერ | ||||
ჩატარების ადგილი | მსოფლიო | |||
ჩატარების ადგილები | ოკეანია, ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა | |||
დაკავშირებული ალბომი | No Line on the Horizon | |||
დაწყების თარიღი |
30 ივნისი 2009 ბარსელონა, ესპანეთი | |||
დასრულების თარიღი |
30 ივლისი 2011 მონკტონი, კანადა | |||
კონცერტების რაოდენობა | 110 | |||
შემოსავალი | 736,137,344 აშშ დოლარი | |||
U2-ს კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
ტურნეს შემოსავალმა 736,137,344 აშშ დოლარი შეადგინა. დიდი წარმატება იქონია კონცერტმა U2360° at the Rose Bowl, რომელიც YouTube-ს ეთერში პასადენადან პირდაპირ გადაიცემოდა და მოგვიანებით DVD-ზეც გამოიცა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ოფიციალური საიტი
- მარკ ფიშერის ფოტოგალერეა დაარქივებული 2010-08-03 საიტზე Wayback Machine.
- ტურნეს სტატისტიკა