ტუქსი (Tux) — ლინუქსის ოფიციალური თილისმა, შექმნილი 1996 წელს ლარი იუინგის მიერ. ტუქსი მსუქანი პინგვინია, რომელიც დანაყრებული და კმაყოფილია. ლინუქსის თილისმად პინგვინის გამოყენების იდეა ოპერაციული სისტემის ბირთვის შემქმნელს, ლინუს ტორვალდს ეკუთვნის.

ტუქსი

ტუქსი შეიქმნა ლინუქსის თილისმის შექმნისადმი გამოცხადებული კონკურსისთვის. გაიმარჯვა ლარი იუინგის მიერ თავისუფლად გავრცელებადი გრაფიკულ რედაქტორში შექმნილმა პინგვინმა. თილისმის სახელწოდება ტუქსი (Tux) ჯეიმზ ჰიუზმა მოიგონა და გაშიფრა ქვემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით: "(T)orvalds (U)ni(X)".

ტუქსი, PaX–ის სიმბოლო
ტუქსი ჩიბუხით — Slackware–ის სიმბოლო

სადღეისოდ ტუქსი აღიარებული სიმბოლოა ლინუქსისა და FLOSS–ის მომხრეთა საზოგადოებაში. ის გაცილებით ცნობილია, ვიდრე, მაგალითად, GNU პროექტის ლოგოტიპი. პინგვინის იერი იცვლება სურათიდან სურათამდე: მაგალითად, PaX–ის უსაფრთხოების პაკეტში პინგვინს აქვს ჩაფხუტი, ფარი, ხელში ხმალი უჭირავს, გამოხედვა კი დემონური აქვს.

ვიდეო თამაშები

რედაქტირება

ბევრ კომპიუტერულ თამაშში, მეტწილად შექმნილი ლინუქსის ოპერაციული სისტემისთვის პერსონაჟად გამოყენებულია ტუქსი:

ტუქსის რამდენიმე ვარიანტი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Tux&oldid=4446072“-დან