Trigana Air Service (რეისი 267)
ტრიგანას ავია სერვისების რეისი 267 (IL267/TGN267) — ინდონეზიის შიდა ავიაკომპანის Trigana Air Service-ის 45 წუთიანი სამოქალაქო რეისი, რომელიც სრულდებოდა ინდონეზიის აღმოსავლეთ პროვინცია პაპუაში, სენტანის აეროპორტიდან ოკსიბილის აეროპორტის მიმართულებით. 2015 წლის 16 აგვისტოს, აფრენიდან 30 წუთის შემდეგ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და ჩამოვარდა.[3][4][5] კატასტროფის შემდეგ, ნამსხვრევები სოფლის მაცხოვრებლებმა ბინტაგის მთიანეთში, ოკსიბილის რეგიონში აღმოაჩინეს. ბორტზე 49 მგზავრი (მათ შორის 5 ბავშვი) და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.[1] ამჟამად უცნობია დაღუპულთა რაოდენობა, ასევე უცნობია არიან თუ არა გადარჩენილები. თავდაპირველად, კატასტროფის დღეს გადარჩენილთა სამძებრო სამუშაოები არასაკმარისი ხილვადობის გამო შეწყდა, მეორე დღეს კი სამუშაოები კვლავ განახლდა. სამძებრო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია ექვსი თვითმფრინავიც.
ზოგადი მონაცემები | |
---|---|
თარიღი | 16 აგვისტო, 2015 |
მიზეზი |
დაუდგენელია (მიმდინარეობს გამოძიება) |
ადგილი | პაპუა, ინდონეზია |
მგზავრი | 49[1] |
ეკიპაჟი | 5[1] |
დაღუპული | 54 (ყველა)[2] |
გადარჩენილი | უცნობია |
თვითმფრინავის ტიპი | ATR 42-300 |
ავიაკომპანია |
Trigana Air Service (ტრიგანას ავია სერვისები) |
რეგისტრაცია | PK-YRN |
გამოფრენა | სენტანის აეროპორტი, ჯაიაპურა, ინდონეზია |
დანიშნულება |
ოკსიბილის აეროპორტი, ოკსიბილი, ინდონეზია |
ისტორიაში, ATR 42-ის მონაწილეობით მომხდარ კატასტროფათა შორის 54 დაღუპულით Trigana Air Service-ის რეისი 267 ყველაზე ფატალური კატასტროფა აღმოჩნდა, აღსანიშნავია, რომ 2008 წელს Santa Bárbara Airlines-ის რეისი 518, რომელიც კატასტროფით დასრულდა 46 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. Trigana Air Service-ის უბედური შემთხვევა ინდონეზიაში ბოლო რვა თვის განმავლობაში უკვე მესამეა, Indonesia AirAsia-ის რეისი 8500-სა და ინდონეზიის საჰაერო ძალების Lockheed C-130 Hercules-ის შემდეგ. ეს კატასტროფა ავიაკომპანიის ისტორიაში ყველაზე ფატალური უბედური შემთხვევაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 „Villagers find wreckage of Indonesian plane in Papua“. Al Jazeera English Online. 16 August 2015. ციტირების თარიღი: 17 August 2015.
- ↑ Batubara, Herianto (17 August 2015). „Pakai Jet Kecil, Menhub Jonan Bertolak ke Papua Pantau Evakuasi Trigana Air“. DetikCom. ციტირების თარიღი: 17 August 2015.
- ↑ „Plane with 54 on board crashes in remote Indonesian region“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-16. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2015.
- ↑ „Missing Plane: Indonesian Villagers Find Wreckage“. Sky News. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2015.
- ↑ http://www.dailysabah.com/asia/2015/08/16/indonesian-plane-with-54-passengers-missing-in-papua