Til It Happens to You (ქართ. სანამ შენ დაგემათება) — ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას სიმღერა. მისი ავტორები არიან თავად გაგა და ამერიკელი სიმღერების ავტორი დაიან უორენი. სიმღერა დაწერილია 2015 წლის დოკუმენტური ფილმისათვის სანადირო ადგილი, რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას ამერიკის შეერთებული შტატების საუნივერსიტეტო კამპუსებში. სიმღერის არაოფიციალური ჩანაწერის გავრცელება მოხდა 2015 წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც სანდენსის ფილმების ფესტივალზე შედგა ფილმის დახურული პრემიერა. მოგვიანებით 2015 წლის 18 სექტემბერს შედგა სიმღერის ოფიციალურად გამოცემა გაგას ლეიბლზე Interscope Records.

„Til It Happens to You“
სინგლილედი გაგა
გამოსვლის თარიღი 18 სექტემბერი, 2015 (2015-09-18)
ჟანრი პოპი
ხანგრძლივობა 4:18
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, დაიან უორენი
პროდიუსერი ლედი გაგა
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია
„I Can't Give You Anything but Love“
(2014)
Til It Happens to You
(2015)
„Perfect Illusion“
(2016)

არსებობს სიმღერის ორი სხვადასხვა ვერსია რომლებიც გამოყენებულია ფილმში, პირველი აკუსტიკური ვერსია გამოყენებულია ფილმის შუა ნაწილში, ხოლო მეორე ვერსია ფორტეპიანოს და ორკესტრის თანმხლებით გამოყენებულია ფილმის დასასრულში. სიმღერის ტექსტი ეხება ცხოვრებაში ნეისმიერი სახის დანაკარგს, განსაკუთრებით კი ხაზს უსვამს სექსუალური ძალადობის ტკივილს. სიმღერა მსმენელს მოუწოდებს დაზარალებულის მხარდაჭერას. ამერიკელმა რეჟისორმა კეტრინ ჰარდვიკი, სიმღერაზე გადაიღო საჯარო სამსახურის განცხადების ხასიათის მუსიკალური ვიდეო, რომელშიც გადმოცემულია სხვადასხვა ინსტანციის ქალთა მიმართ ძალადობის და სექსუალური თავდასხმების ამსახველი კადრები. ვიდეოს დასასრულს ნაჩვენებია თუ როგორ პოულობენ თანადგომას ახლობლებისგან და მეგობრებისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.

სიმღერის გაყიდვებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებელ ფონდში. კომერციული თვალსაზრისით სიმღერა შევიდა ფინეთის, საბერძნეთის და ესპანეთის ტოპ ოცდაათში, ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში დაიკავა ნომერ 95-ე პოზიცია, ხოლო ბილბორდის კლუბური/საკევაო სიმღერების ჩარტში პირველი პოზიცია. სიმღერამ პრემია ემის რიგით 68-ე დაჯიდლოებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალი ტექსტი და მუსიკა, გარდა ამისა სიმღერა ასევე წარდგენილი იქრა გრემის რიგით 58-ე დაჯილდოებაზე ნომინაცია საუკეთესო სიმღერა ვიზუალური მედიისათვის და ოსკარის 88-ე დაჯილდოებაზე ნოინაციაში საუკეთესო ორიგინალური სიმღერა. ოსკარის 88-ე დაჯილდოებაზე გაგამ შეასრულა ნომინანტი სიმღერა, შერულების დროს გაგას სცენაზე შეუერთდა სექსუალური ძალადობის პოსტტრავმული სტრესულ აშლილობას გადარჩენილ 50 ადამიანი.

ჯილდოები რედაქტირება

ჯილდოები
წელი ცერემონია კატეგორია შედეგი
2015 Hollywood Music in Media Awards საუკეთესო სიმღერა დოკუმენტურ ფილმში მოგებული
St. Louis Gateway Film Critics Association საუკეთესო სიმღერა ნომინირებული
2016 ოსკარის 88-ე დაჯილდოება საუკეთესო ორიგინალური სიმღერა ნომინირებული
გრემის დაჯილდოება საუკეთესო სიმღერა ვზუალური მედიისთვის ნომინირებული
21st Critics' Choice Awards საუკეთესო სიმღერა ნომინირებული
Denver Film Critics Society საუკეთესო ორიგინალური სიმღერა ნომინირებული
Georgia Film Critics Association საუკეთესო ორიგინალური სიმღერა ნომინირებული
20th Satellite Awards საუკეთესო ორიგინალური სიმღერა მოგებული
Dorian Awards წლის საუკეთესო სატელევიზიო შერსულება
ოსკარის 88-ე დაჯილდოების ლაივ შერულება
ნომინირებული
iHeartRadio Music Awards საუკეთესო სიმღერა ფილმიდან მოგებული
Los Angeles Italia Film, Fashion and Art Fest წლის სიმღერა მოგებული
ემის დაჯილდოება საუკეთესო ორიგინალი ტექსტი და მუსიკა მოგებული

სიმღერების სია რედაქტირება

  • ციფრული ჩამონატვირთი[1]
  1. "Til It Happens to You" – 4:18
  • სარეკლამო რემიქსების CD ალბომი[2]
  1. "Til It Happens to You" (Tracy Young's Ferosh Reconstruction Extended)  – 9:18
  2. "Til It Happens to You" (Tracy Young's Ferosh Reconstruction Radio Edit)  – 3:52
  3. "Til It Happens to You" (Tracy Young's Ferosh Reconstruction Mixshow)  – 6:04
  4. "Til It Happens to You" (Tracy Young's Ferosh Reconstruction Dub)  – 9:18
  5. "Til It Happens to You" (Mike Rizzo Funk Generation Club Mix)  – 5:12
  6. "Til It Happens to You" (Mike Rizzo Funk Generation Radio Mix)  – 3:54
  7. "Til It Happens to You" (Frank Lamboy Late Mix Vocal)  – 7:48
  8. "Til It Happens to You" (Frank Lamboy Late Instrumental)  – 7:48
  9. "Til It Happens to You" (Dirty Pop Club Remix)  – 6:24
  10. "Til It Happens to You" (Division 4 & Matt Consola Mix)  – 7:10
  11. "Til It Happens to You" (Division 4 & Matt Consola Radio Edit)  – 4:05
  12. "Til It Happens to You" (Division 4 & Matt Consola Instrumental)  – 7:10

გამოშვების ისოტია რედაქტირება

რეგიონი თარიღი ფორმატი ლეიბლი
ავსტრალია[3] 18 სექტემბერი, 2015 ციფრული ჩამონატვირთი
ავსტრია[4]
ბელგია[5]
კანადა[6]
საფრანგეთი[7]
გერმანია[8]
იტალია[9]
ახალი ზელანდია[10]
შვედეთი[11]
შვეიცარია[12]
აშშ[1]
იაპონია[13] 19 სექტემბერი, 2015
დიდი ბრიტანეთი[14]
აშშ[15] 8 მარტი, 2016 თანამედროვე ჰიტ რადიო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Til It Happens To You – Single by Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.
  2. Til It Happens to You (Remixes promotional CD single). Lady Gaga. Interscope Records. 2015. INTR-12756-2.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  3. Til It Happens To You – Single by Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.
  4. Til It Happens To You – Single von Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.
  5. Til It Happens To You – Single von Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.
  6. Til It Happens To You – Single by Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.
  7. Til It Happens To You – Single per Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.
  8. Til It Happens To You – Single von Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.
  9. Til It Happens To You – Single di Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.
  10. Til It Happens To You – Single by Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.
  11. Til It Happens To You – Single av Lady Gaga par. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.
  12. Til It Happens To You – Single von Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2015.
  13. レビュー、購入、ダウンロードするには. iTunes Store. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2015.
  14. Til It Happens To You – Single by Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2015.
  15. Til It Happens To You – Single by Lady Gaga. All Access. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2015.
  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.