TiVo Corporation (ადრე Rovi Corporation) – ამერიკული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებაზე, ასევე კოპირებისგან მის დაცვაზე.

Rovi Corporation 2009 წლის ივლისამდე ცნობილი იყო სახელწოდებით Macrovision Solutions Corporation (Macrovision).[1]

კომპანია დაარსდა 1983 წელს. პირველი პროდუქტი, რომელიც კოდირებული იქნა Macrovision-ის ხელშეწყობით იყო ფრენსის ფორდ კოპოლას მიერ 1985 წელს გადაღებული ფილმი – The Cotton Club.[2] 1980-იანი წლების ბოლომდე ჰოლივუდის დიდი გადაღებების უმრავლესობა იყენებდა Macrovision-ის მომსახურებას. უფრო გვიანდელ დროს, წარმოებამ გააფართოვა DVD-ის და ციფრული კამერების საკუთარი ასორტიმენტი. ასევე სთავაზობდა ვიდეო თამაშების ან მუსიკის ციფრული მონაცემების დაცვას.

2008 წლის 7 დეკემბერს Macrovision-მა 2,8 მილიარდი ამერიკული დოლარის ფასად იყიდა Gemstar-TV Guide.

სხვადასხვა

რედაქტირება
  • TryMedia – სერვისი, რომლის მეშვეობითაც ხდება ვიდეო თამაშების ჩატვირთვა
  • InstallShield, InstallAnywhere, FLEXnet – პროგრამები შემმუშავებლებისთვის
  • RipGuard – ტექნოლოგია, რომელიც ემსახურება DVD მონაცემების კოპირებისგან დაცვას
  • SafeDisc – CD და DVD კოპირებისგან დაცვის სისტემა
  • DRMVHS კასეტების კოპირებისგან დაცვა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Macrovision Solutions Corporation Formally Changes Name to Rovi Corporation (16 ივლისი 2009). – Rovi Corporation-ის განცხადება
  2. De Atley, Richard (1985-09-07). „VCRs put entertainment industry into fast-forward frenzy“. The Free Lance-Star. Associated Press. pp. 12-TV. ციტირების თარიღი: 25 January 2015.