The Ghosts of Pripyat
The Ghosts of Pripyat — ინგლისელი გიტარისტ სტივ როზერის სოლო ალბომი, გამოცემული 2014 წლის სექტემბერში.
The Ghosts of Pripyat | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | სექტემბერი 2014 | |||
ჩაიწერა | 2014 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 55:20 | |||
პროდიუსერი | სტივ როზერი | |||
სტივ როზერი — ქრონოლოგია | ||||
|
ისტორია
რედაქტირება1985 წელს, როდესაც ჯგუფი მარილიონი იწერდა ალბომს Misplaced Childhood, სტივ როზერიმ EMI-სგან სოლო ალბომის ჩაწერის და გამოცემის შემოთავაზება მიიღო. ჯგუფში ამას კამათი მოჰყვა და ჩანაფიქრი აღარ განხორციელდა. მაილზ კოუპლენდმა სტივს Brave-ის ჩაწერის პერიოდში ასევე შესთავაზა ინსტრუმენტული ალბომის ჩაწერა, მაგრამ სტივმა ამის მაგივრად იმუშავა The Wishing Tree-ს პირველ ალბომზე. 20 წლის თავზე, 2013 წლის ოქტომბერში იგი მონაწილეობდა პლოვდივში გამართულ გიტარების ფესტივალში. როზერის ფესტივალზე გამოსასვლელად მიეცა ერთსაათიანი თავისუფლება. ამიტომ იგი, დეივ ფოსტერის თანაშემწეობით, გადიოდა რეპეტიციებს, რომლებშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ ლეონ პარი და იატიმ ჰალიმი.
როზერიმ Kickstarter-ზე წარმოადგინა ახალი ალბომი, როგორც პროექტი, რომელსაც დაფინანსება ესაჭიროებოდა. მის განსახორციელებლად აუცილებელი იყო 15.000 გირვანქა სტერლინგი, ხოლო შეგროვდა 59.782. 2014 წლის იანვარში დასრულდა დაფინანსება და ალბომი ჩაწერილი იქნა, იმავე წლის შემოდგომაზე გამოსაცემად.
სიმღერებში „Morpheus“ და „The Old Man of the Sea“ გიტარაზე სტივ ჰეკეტი უკრავს. ალბომის გარეკანზე გამოყენებულია პრიპიატის კადრი, გადაღებული ვერტმფრენიდან, რომელიც ეკუთვნის ფრანგ ფოტოგრაფ იან ართუს-ბერტრანს. ალბომის ბუკლეტის დიზაინი ლასე ჰოილის არის.
სიმღერების სია
რედაქტირება# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Morpheus“ | 07:55 |
2. | „Memories“ | 06:09 |
3. | „Old Man Of The Sea“ | 11:42 |
4. | „White Pass“ | 07:51 |
5. | „Yesterday's Hero“ | 07:21 |
6. | „Summer's End“ | 08:47 |
7. | „The Ghosts Of Pripyat“ | 05:32 |
პერსონალი
რედაქტირება- სტივ როზერი - გიტარა, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
- ბას-გიტარა - იატიმ ჰალიმი
- ლეონ პარი - დასარტყმელი საკრავები
- რიკარდო რომანო - კლავიშებიანი საკრავები
- სტივ ჰეკეტი - დამატებითი გიტარა („Morpheus“ და „The Old Man of the Sea“)
- დეივ ფოსტერი - გიტარა, სიმღერების ავტორი
- მაიკლ ჰანტერი - ხმის მიქსი