The Elder Scrolls V: Skyrim – Dragonborn
The Elder Scrolls V: Skyrim – Dragonborn — ღია სამყაროს მოქმედებითი როლური ვიდეო თამაშის The Elder Scrolls V: Skyrim-ის ფართომასშტაბიანი დამატება. Dragonborn შეიმუშავა Bethesda Game Studios-მა და გამოსცა Bethesda Softworks-მა. Xbox 360-ის ვერსია გამოვიდა Xbox Live Marketplace-ის მეშვეობით 2013 წელს, Microsoft Windows-ის ვერსია გამოიცა 2013 წლის 5 თებერვალს, ხოლო PlayStation 3-ის ვერსია - 2013 წლის 12 თებერვალს[1].
The Elder Scrolls V: Skyrim – Dragonborn | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Bethesda Game Studios |
გამომცემელი | Bethesda Softworks |
სერია | The Elder Scrolls |
ძრავა | Creation Engine |
პლატფორმ(ებ)ი |
Xbox 360 Microsoft Windows PlayStation 3 |
გამოსვლის თარიღი |
Xbox 360 WW 4 დეკემბერი, 2012 Microsoft Windows WW 5 თებერვალი, 2013 PlayStation 3 ჩრდ.ამ. 12 თებერვალი, 2013 ევრ 13 თებერვალი, 2013 |
ჟანრ(ებ)ი | Action/RPG |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
კომპოზიტორი | ჯერემი სოული |
თამაშზე მუშაობა დაიწყო 2012 წელს. 2 ნოემბერს Bethesda Softworks-მა თავისი Twitter-ის პროფილზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ოფიციალური ტრეილერს გაასაჯაროებდნენ 5 ნოემბერს[2]. Bethesda-ზე დაყრდნობით, დამატებაში შეტანილი იქნებოდა ახალი ტერიტორია სოლსთჰეიმი, აბჯარი და სხვადასხვა ტიპის იარაღები.
დრაკონდაბადებულის გეიმპლეის სტილი არის სკაირიმის მსგავსი; ღია სამყაროს დიზაინი მოთამაშეს საშუალებას აძლევს თავისუფლად გადაადგილდეს თამაშის სამყროს ნებისმიერ წერტილში, გამოიკვლიოს ტერიტორიები, შეასრულოს კუესტები ან გადადოს ისინი განუსაზღვრელი ვადით, შექმნას პერსონაჟი და ა.შ. მასში ასევე დამატებული არის ახალი სახის მტრები, ლოკაციები, ჯავშანი, იარაღები და რაც ყველაზე მთავარია დაემატა დრაკონის გაწრთვნისა და მისი მშევეობით გადაადგილების შესაძლებლობა.
სიუჟეტი ვითარდება პერსონაჟის გარშემო, რომლის მიზანია პირველი დრაკონდაბადებულის მირააკის მიზნების ჩაშლა და მისი დამარცხება. თამაშის მოქმედება სოლსთჰეიმის კუნძულზე მიმდინარეობს, რომელიც ასევე ფიგურირებს The Elder Scrolls-ის რიგით მესამე ნაწილის Morrowind-ის დამატება Bloodmoon-ში.
Dragonborn დადებითად მიმიღო სათამაშო პრესამ. საერთო შეფასების საიტ GameRankings-ზე თამაშის Xbox 360-ის ვერსია ფლობს 82.54%[3], PC ვერსია - 82.67%[4] და PS3-ის ვერსია - 83.33%[5]. ხოლო რაც შეეხება Metacritic-ს, Xbox 360-ის ვერსიას დაუწერა 82/100[6], PC ვერსიას - 83/100[7], ხოლო PS3-ის ვერსიას - 82/100[8].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The Dragonborn Comes in February (and Hearthfire & Dawnguard, too), Bethesda Blog. Bethblog.com. ციტირების თარიღი: 2013-01-18.
- ↑ Bethesda Confirms Skyrim Dragonborn DLC. IGN. ციტირების თარიღი: 2013-01-18.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for Xbox 360. GameRankings (2012-12-04). ციტირების თარიღი: 2013-09-04.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for PC. GameRankings (2013-02-05). ციტირების თარიღი: 2013-09-04.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for PlayStation 3. GameRankings (2013-02-12). ციტირების თარიღი: 2013-09-04.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for Xbox 360 Reviews. Metacritic (2012-12-04). ციტირების თარიღი: 2013-09-04.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 2013-09-04.
- ↑ The Elder Scrolls V: Skyrim - Dragonborn for PlayStation 3 Reviews. Metacritic (2013-02-12). ციტირების თარიღი: 2013-09-04.