თეგეტა ჰოლდინგი

(გადამისამართდა გვერდიდან Tegeta Motors)

თეგეტა ჰოლდინგი (Tegeta Holding) — „თეგეტა ჰოლდინგი“ უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს. ჰოლდინგი 30-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს, სადაც 2500-მდე თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. კომპანიას ჰყავს:[2] [3]

  • 400 000-მდე რეგისტრირებული საცალო მომხმარებელი
  • 35 000-მდე კორპორაციული კლიენტი
  • 4000-მდე საბითუმო ობიექტი
  • 300-მდე პარტნიორი მსოფლიო ბრენდი
  • 30-ზე მეტი შვილობილი კომპანია
  • 28 ფილიალი საქართველოს მასშტაბით
თეგეტა ჰოლდინგი
დარგი საავტომობილო მრეწველობა
დაფუძნდა 1995
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
შემოსავალი &&&&&&0659446000.&&&&&0659 446 000 (2022)[1]
თანამშრომელი 2500-მდე
შვილობილ(ებ)ი Tegeta Truck and Bus, Tegeta Construction Equipment, Volvo Cars Sakartvelo, Porsche Center Tbilisi, Mazda Center Tbilisi, Toyota Center Tegeta, Auto Gallery, Tegeta Auto Import, Tegeta Academy
ფილიალი 28
საიტი tegetamotors.ge

კომპანიას საკუთარი წარმომადგენლობა აქვს აზერბაიჯანში, უზბეკეთში, სომხეთში, უკრაინასა და ემირატებში. მისი მომსახურებით სარგებლობა კი საქართველოს ყველა რეგიონშია შესაძლებელი. ფილიალები განთავსებულია თბილისში, თელავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ფოთში, რუხში, ახალციხეში, ახალქალაქსა და მარნეულში. ჰოლდინგი 300-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის პარტნიორია. საქართველოში წარმოადგენს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Pirelli, Continental, Varta, Exide, FIamm, Optima, Shell, Motul, Mobil, Fuchs, Hengst, ZF, Sachs, Lemforder, Bosch, Ate, Ferodo, TRW, Bosch, Toptul და ა.შ. [4]

1995 წელს კომპანია დაფუძნდა, როგორც შპს „ავტოექსპორტი“. 2001 წელს სახელი შეეცვალა და ეწოდა „თეგეტა მოტორსი“. „თეგეტა" 2012 წლიდან Groupauto International-ის ოფიციალური წევრია.[5] 2022 წელს კომპანია Groupauto International-ის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა. ჯილდო „თეგეტას" სატვირთო მიმართულების ცენტრალურ ფილიალს გადაეცა. [6] 2019 წელს კომპანიამ ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა.

ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისა და ეფექტიანი მუშაობის მიზნით კომპანიაში 2009 წლიდან დანერგილია გერმანული პროგრამა SAP. კომპანიამ წარმატებით გაიარა ინსპექტირების საკონტროლო აუდიტი, დანერგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის ISO 18001:2007 და გარემოს დაცვის მენეჯმენტის ISO 14001:2015 სტანდარტები. [7]

თეგეტა ჰოლდინგი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრია. გაეროს გლობალური შეთანხმება UN Global Compact მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაციულ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც წევრ ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა და დაიცვან ათი გლობალური ძირითადი პრინციპი ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.[8]

2017 წლიდან, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, „თეგეტა" საქართველოს დედაქალაქს MAN-ისა და BMC-ის მარკის (226 ერთეული) ავტობუსებით უზრუნველყოფს. 2017-ში თბილისს 233, ხოლო 2019-ში კიდევ 90 ერთეული დიზელის ძრავაზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ახალი MAN Lion's City A47 ავტობუსი შეემატა.[9] [10]

2022 წელს „თეგეტამ" საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა, რომლის თანახმად სომხეთის დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით მომარაგების ვალდებულება აიღო. პროექტი, რომლის ჯამური ოდენობა 25 000 000 მილიონ ევროს შეადგენს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება და ერევანში სატრანსპორტო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებებს მოემსახურება. [11]

ასევე, 2022 წელს „თეგეტა ჰოლდინგმა", თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით კაპიტალის ბაზარზე 150 მილიონი ლარის ღირებულების ემისია განახორციელა. ეს საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისიაა, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი - სიდიდით მეორე. თეგეტა ჰოლდინგის მიერ განთავსებული ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები არიან. [12]

გარემოზე ზრუნვის მიზნით „თეგეტა" შიდა გადაადგილებისა და გადაზიდვისთვის ეკო სატვირთო ავტომობილებს იყენებს. სამომავლოდ შიდა ოპერაციებისა და გადაზიდვისთვის განკუთვნილი ავტოპარკი სრულად ელექტროავტომობილებით ჩანაცვლდება. [13]

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

რედაქტირება

2021 წელს „თეგეტა ჰოლდინგმა" წამოიწყო კამპანია - „ზრუნვა ცვლის სამყაროს". კამპანიის ფარგლებში შეიქმნა დონაციის პლატფორმა Tegeta.care, რომელიც იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს აერთიანებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, თავადაც შეიტანოს წვლილი სხვაზე ზრუნვაში და მარტივი პროცედურით ჩარიცხოს თანხა არჩეული ორგანიზაციის ანგარიშზე[14].[15]

თეგეტა ჰოლდინგი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტში, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას,[16][17] განათლების წახალისებას,[18][19] გარემოს დაცვას,[20][13] ოთხფეხა მეგობრებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას,[21] საგზაო მოძრაობის კულტურის ხელშეწყობასა[22] [23] და თანამშრომელთა კეთილდღეობას. [24]

შვილობილი კომპანიები

რედაქტირება

„თეგეტა ჰოლდინგში" ერთიანდება შემდეგი შვილობილი კომპანიები: Tegeta Premium Vehicles (Porsche-სა და Mazda-ს ოფიციალური დილერი საქართველოში), Toyota Center Tegeta (Toyota-ს ოფიციალური დილერი საქართველოში), Volvo Car Sakartvelo (Volvo-ს ოფიციალური დილერი საქართველოში), Tegeta Truck & Bus (MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში), Tegeta Construction Equipment (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში), Tegeta Academy, Tegeta Car Rent, Tegeta Rentals, Tegeta Travel, Tegeta Distribution, Tegeta Industry და სხვა.[25]


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების სია. radiotavisupleba.ge (2019-04-15). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2022.
  2. საქართველოს ტოპ-100 ყველაზე მოგებიანი კომპანია. forbes.ge.
  3. საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია. forbes.ge.
  4. კომპანიის შესახებ. tegeta.
  5. თეგეტა Groupauto International-ის ოფიციალური წევრი გახდა. ghn.ge.
  6. „თეგეტა მოტორსი“ - Groupauto International-ის გლობალური ჯილდოს მფლობელი. forbes.ge.
  7. თეგეტას ოფიციალური ვებგვერდი. tegetamotors.ge.
  8. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.
  9. მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე გამოცხადებულ თენდერში Tegeta Truck and Bus-მა გაიმარჯვა. თეგეტა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-09. ციტირების თარიღი: 2022-11-09.
  10. თეგეტა ქალაქს MAN-ის ავტობუსებით უზრუნველყოფს. tbilisi.gov.ge.
  11. ერევნის მუნიციპალურ პარკს "თეგეტა მოტორსი' განაახლებს. bm.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-09. ციტირების თარიღი: 2022-11-09.
  12. https://www.entrepreneur.com/.+თეგეტა ჰოლდინგმა 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა.
  13. 13.0 13.1 „თეგეტა მოტორსში“ შიდა გადაადგილების სატვირთოები ელექტროავტომობილებმა ჩაანაცვლა. bm.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-09. ციტირების თარიღი: 2022-11-09.
  14. თეგეტა ზრუნვის მასშტაბურ კამპანიას იწყებს. marketer.ge.
  15. ზრუნვა ცვლის სამყაროს. tegeta.care.
  16. მამაკაცური საუბრები. interpressnews.ge.
  17. პროფესიას არ აქვს გენდერი. TV პირველი.
  18. პრო-ბონო პროექტი. marketer.ge.
  19. ბორბლებზე შემომდგარი ბიბლიოთეკის მოგზაურობა საქართველოს მაღალმთიან სოფლებში. marketer.ge.
  20. "მწვანე გზის კლუბი". netgazeti.ge.
  21. კატებზე ზრუნვის ზამთარი. netgazeti.ge.
  22. ქალაქში უჩვეულო საგზაო ნიშნები გამოჩნდა. marketer.ge.
  23. „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“. marketer.ge.
  24. თეგეტა - მწვანე ზონა. bm.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-11. ციტირების თარიღი: 2022-11-11.
  25. კომპანიის შესახებ. tegetamotors.ge. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2020.