Talk About the Passion“ — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფ R.E.M.-ის მეორე სინგლი, სადებიუტო ალბომიდან Murmur. იგი გამოვიდა მხოლოდ ევროპაში, 12" სინგლის ფორმატში. სიმღერას არ ჰქონია ჩარტში ისეთივე წარმატება, როგორც წინამორბედ „Radio Free Europe“-ს.

„Radio Free Europe“
სინგლიR.E.M.
ალბომიდან Murmur
გამოსვლის თარიღი ნოემბერი, 1983 (1983-11)
ჩაიწერა 1983
ჟანრი ალტერნატიული როკი, ჯენგლ-პოპი, კოლეჯ-როკი
ხანგრძლივობა 3:23
ხმისჩამწერი ლეიბლი I.R.S
ავტორ(ებ)ი ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი
პროდიუსერი დონ დიქსონი და მიტჩ ისტერი
R.E.M. — სინგლების ქრონოლოგია
„Radio Free Europe“
(1983)
Radio Free Europe
(1983)
„So. Central Rain (I'm Sorry)“
(1984)

„Talk About the Passion“ არის „სიმღერა შიმშილის შესახებ“, თუმცა ამაზე მიუთითებს მხოლოდ ფრაზა „empty mouths“ („ცარიელი პირები“). მაიკლ სტაიპი ამბობდა, რომ სიმღერა ნამდვილად შიმშილს ეხებოდა, თუმცა ტექსტი ბუნდოვანი იყო.[1] სიმღერის ოფიციალური ვიდეო გამოვიდა კომპილაციებზე Pop Screen და When the Light Is Mine. მასში გამოყენებულია უსახლკარო პირების გამოსახულებები და ავიამზიდის კადრები, მითითებით იმის შესახებ, რომ 1987 წელს ერთი გამანადგურებლის ფასი აშშ დოლარებში 910 მილიონს შეადგენდა.

სიმღერაში აგრეთვე ჟღერს ფრაზა ფრანგულ ენაზე „Combien de temps?“ (რამდენი ხანი?), ისევე, როგორც „Combien reaction?“ (შერწყმული ინგლისური და ფრანგული ენებით - „რამხელა რეაქცია?“.

სიმღერა აგრეთვე შეტანილია ჯგუფის კომპილაციაში Eponymous, რომლიდანაც სინგლის სახით გამოვიდა.

სიმღერების სია

რედაქტირება
  1. Talk About the Passion – 3:24
  2. Shaking Through – 4:30
  3. Carnival of Sorts (Boxcars) – 3:55
  4. 1,000,000 – 3:07
  1. ბაულერი, დეივ (1995). R.E.M. From "Chronic Town" to "Monster". სიკოკუსი, ნიუ-ჯერსი: Carol Publishing Group, გვ. 61. ISBN 0-8065-1724-7.